♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 12 » უცხო სტუმარი
2:56 PM
უცხო სტუმარი


კარი შემოიღო დღის სინათლის სხივზე,
თითქოს გულის პატრონს არც კი ჩაეკეტოს...
გრძნობა შემოიჭრა უცხო სტუმარივით,
რაღაც უცნაური მოლოდინის ექოდ...

ეს არ არის განცდა, რასც ტრამპლინიდან
ცად ატყორცნილ ვნებას შეიძლება მოჰყვეს,
ეს არც გატაცების ბავშვურ სურვილს ჰგავს და
არც რაიმე ჯიბრით ამოჩორკნილ მორევს...

სევდანარევია.. მის ლურჯ სამოსელზე
მზერამ შენი სახის ნაკვთებს შემაფეთა,
წვიმის წვეთების სუნს ციდან მოჰყოლია
ჩუმი ნაბიჯები შენს სუნთქვასთან ერთად...

მომეჩვენა, თითქოს ზეცა მოიდრიკა,
თითქოს მთვარე ჩაწვა ღამის სასთუმალთან...
სუსტად კრთოდა სულში გრძნობა მორეული,
როგორც შუქნიშანი ბჟუტავს ბნელ ქუჩასთან...

განა მახსოვდი, რომ ვეღარ დაგივიწყე,
განა ოცნებებმა სიამაყეს სძლია?
იქნებ, სძლია კიდეც, რადგან ოცნებებში
მე ხომ უხილავი ნატვრა შემიძლია...

უსასრულო სიზმარს მინდობილი ფიქრი
ყარიბს ემსგავსება მარტოდ გაჭრილს ველად...
ბოლოს, როგორც ცაზე წვრილი ვარსკვლავები,
ისიც დაიბნევა ბროლის ნამსხვრევებად...

შიშველ კლდესთან მოაქვთ აზვირთებულ ტალღებს
მოსმენილი კვნესა ამღვრეული წყლების...
მათებრ მოქანცული ფიქრის კიდეებში
მე შენს სახეს ვხედავ, მე შენს თვალებს ვხვდები...

არ დაგეძებ, მუდამ ჰორიზონტზე ჩანხარ,
ვგრძნობ, რაც უფრო ვილტვი, მით გშორდები მეტად...
გულში გაძლევ ბინას, მყუდრო თავშესაფარს,
მაგრამ თან ჩემთან ხარ, თანაც არ ხარ ჩემთან...

განა მონატრების გამო მაგონდები...
განა სიყვარულს ვერ გამოვტაცე ხელი?
არა! მე უბრალოდ მსურს, რომ დაინახო,
შემიძლია, ვიყო კარგი მასპინძელი!

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1151 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:04 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 61
სტუმარი: 61
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024