შენმა მგოსანმა თავის ნათქვამს რა დაუმატოს,
თუკი იტყვის, რომ "შენი მსგავსი მხოლოდ შენა ხარ!"
ამ ამაღლებულ სტრიქონს თვითონ უნდა უმადლოს,
რადგან სხვა სიტყვა შენს დიდებას მხოლოდ შელახავს.
თუ სხვა მგოსანი სატრფოს ქებას არ აზვიადებს,
მისი კალამი უსუსური არც ღირს შენახვად.
შენი პოეტი თავს იმითაც განადიადებს,
თუკი იტყვის, რომ: "შენი მსგავსი მხოლოდ შენა ხარ"!
საკმარისია გადმოხატოს შენი მშვენება,
არ დაგაკნინოს შენ, ბუნების დიდო გვირგვინო!
მისი მნათობი აღარასდროს ჩაესვენება,
მისმა სახელმა უკვდავების ცაზე იგრგვინოს.
და მე მაკვირვებს ქებისადმი შენი განწყობა.
შენი ქება ხომ არის შენივ შეურაცხყოფა!