ო, თუკი სპილენძს, ოკეანეს და დედამიწას დრო ულმობელი სასაფლაოს კართან მოდენის, სიკვდილისაგან სილამაზეს ვინღა დაიცავს, დრო რას დააკლებს მისი ძალა,ვარდისოდენი.
ზაფხულის სუნთქვამ, უნაზესმა, ვით აიტანოს მოიერიშე დღეთა მძლავრი ქარტეხილები, როცა ინგრევა მიუწვდომელ კლდეთა პიტალო, რკინის ჭიშკრები, ჟამის ხელით დატეხილები.
ფიქრო საზარო, სიტურფეა გადასარჩენი, დროის მარგალიტს დროის რისხვა რად ემტერება, ვინ შეაჩეროს ჟამის სრბოლა მძლავრი მარჯვენით, ან ვინ აკრძალოს სილამაზის გაცამტვერება.
ვერვინ შესწყვიტოს სილამაზის გადაშენება, მხოლოდ მელანი შეინახავს სატრფოს მშვენებას.
|