მარად ანთებულ ჩირაღდანთან სძინავს კუპიდონს და შეხეთ, ნიმფამ გადაწყვიტა ერთი მზაკვრობა: სურს, რომ ჩირაღდანს ცეცხლის ძალა გამოუფიტოს და ყინულოვან ღელის წყალში ცდის მის ჩაქრობას.
უზენაესი სიყვარულის ცეცხლი რა იქნა?! წყალს გადაედო რაც ჩირაღდანს ძალა ებადა, უბრალო ღელე სამკურნალო წყლად გარდაიქმნა, განმკურნებელად ათასნაირ სნეულებათა.
ღმერთმა ის ცეცხლი კვლავ აანთო სატრფოს თვალთაგან, მკერდზე მომადო ჩირაღდანი ალის ნაკადით, მეც სიყვარულის შემოტევამ მყისვე გამთანგა და ჯავრიანი სამკურნალო წყლისკენ გავქანდი.
შველა ვერ ვპოვე. ახლა უკვე იმ აზრს ვადგივარ, - მხოლოდ მიჯნური თუ მომირჩენს მძიმე სატკივარს.
|