♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 18 » უილიამ შექსპირი(სონეტი 151)
12:56 PM
უილიამ შექსპირი(სონეტი 151)


ტრფობა ნორჩია, სინდისი არ მოეთხოვება,
თუმცა სინდისი ქვეყნად ტრფობას გაუჩენია,
შენც არ გაკილო ცოდვიანი ჩემი ცხოვრება,
თუკი არ გინდა, კიდევ ერთხელ ავნო შენიანს.

შენმა ღალატმა ყველაფერი წმინდა წარხოცა,
სხეულის ჟინით შემიცვალა თრთოლვა სულისა,
შენმა ღალატმა საბოლოოდ გამაავხორცა,
სულმა სხეული საბოლოოდ გააგულისა.

შენს ხსენებაზე აღზევდება ჩემი არსება,
და იამაყებს, შენ რომ ასე მოგინადირა,
ხან აღსდგება და ხანაც მონას დაემსგავსება,
ძირს დაემხობა და შეგჩივლებს თავის სატირალს.

უსინდისობად ნუ ჩამითვლი, თუ გთხოვ თანხმობას,
თუ შენთვის აღმდგარს, შენს წინაშე მინდა დამხობა.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1344 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 8:39 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 5
სტუმარი: 5
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024