რა ძალამ მოგცა უცნაური ასეთი ძალა, რომ ეგოდენ სუსტს და უღონოს გემორჩილები? ვატყუებ თვალებს და აშკარად დანახულს ვმალავ და ვფიცავ, რომ დღეს შუქის ნაცვლად ამკობს ჩრდილები.
შენს ბნელ საქმეებს მომხიბლავი ნათელი ახლავს, ბოროტის ნაცვლად თითქოს მართლაც მადლი გეთესოს, შენს ხელოვნებას სიკეთეზე ვაყენებ მაღლა და ყველაზე ცუდს შენში ვარქმევ საუკეთესოს.
უფრო მიყვარხარ, რაც უფრო მეტს სისინებს ხმები, რაც უფრო მეტი სიძულვილის მიზეზსა ვხედავ, და თუმცა ზიზღს და წყევლა-კრულვას გითვლიან სხვები, მეც ზიზღის ღირსად არ ჩამთვალო იმათთან ერთად.
მე შევიყვარე, ვისაც ხალხი თვლიდა უღირსად და ამით გავხდი ღირსი შენი სიყვარულისა.
|