♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 17 » უილიამ შექსპირი(სონეტი 141)
8:50 PM
უილიამ შექსპირი(სონეტი 141)


სიმართლეს გეტყვი – მე თვალებით არ მყვარებიხარ,
რადგან თვალებმა შენში ათას ცოდვას მიაგნეს,
მხოლოდ გულია, სიყვარულით რასაც ხლებიხარ
და მზერის წყვიდიადს რაც აბრწყინებს და აციაგებს.

არც იმას გეტყვი, სმენადქცეულს რომ მატკბობ ენით,
არც ამ დაქცეულ დროს მავიწყებ თუნდაც დროებით,
არც ვნებით მათრობ და არც მაცდურ სურნელთა ფენით
მიხმობ რომ სადმე მოგიხელთო განმარტოებით.

ხუთივე გრძნობით მოგიძულე, მაგრამ ამაოდ –
ეს ბრიყვი გული შენ კვალდაკვალ მაინც დაგყვება
და იმ კაცს ვგავარ, ვისაც ქვეყნის სამასხარაოდ
სულის ამოხდა მონობაში ეამაყება.

მე, მძიმედ სნეულს, ერთადერთი ის მაიმედებს,
რომ ჩემი ცოდვა ტკივილს მხოლოდ ჩემთვის იმეტებს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1460 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 9:11 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024