თუმც არ აკლია შენს სურვილებს სიმრავლე ფერთა,
არ დაგავიწყდეს მეც "სურვილი" მქვია სახელად,
ამიტომ გირჩევ შენს უთვალავ სურვილთან ერთად,
აღარასოდეს მოგერიდოს ჩემი გამხელა.
თუმც მიაღწიე შენი ნების ნამდვილ დიდებას,
მას ჩემს პატარა ნებასთანაც ვეღარ ვათავსებ!
მოწყალებას გთხოვ და ამ თხოვნის არ მერიდება,
რადგანაც ვხედავ გული შენი წყალობს ათასებს.
ზღვაც ხომ შეჰხარის სულ პატარა საწვიმარ ღრუბელს;
წვიმა წვეთია, მაგრამ მაინც ზღვაც ემატება,
მეც გადამიხსენ შენს სურვილთა დიადი უბე,
ვით სხვამან წვიმა - შემიკედლოს შენმა ხატებამ.
აღარ მიხედო აღარც მტერს და აღარც მოყვარეს,
ყველა სურვილი, შენეული, ჩემზედ მოჰყარე.