| უკვე საჯაროდ ვაღიარე, რომ ის შენიადა მეც ვარჩიე გირაოში შენთან დარჩენა,
 მინდა მევახშეს შემოგწირო რაც დამრჩენია -
 ჩემი იმედის და მეგობრის გადასარჩენად,
 
 მაგრამ ტყვეობა მეგობრისა აღარ თავდება ,
 არც შენ ელევი და გაქცევა თავადაც არ სურს,
 როგორც მევალეს ის დამიდგა შენთან თავდებად
 და სათნო სული სამუდამოდ მოგანდო ავ სულს.
 
 შენი ტყვეობა რადგან მართლა მშვენიერია ,
 მოძმე წამართვი და დაარქვი მასაც მწერალი.
 ორი ჩვენგანის უბედობა შენმიერია,
 შენ მომისაჯე სიმარტოვე დასაწყევარი.
 
 იგი ჩემს ვალსაც გადაგიხდის ადრე თუ გვიან
 და მაიც, ვიცი, სამუდამოდ შენი ტყვე მქვია.
 
 |