თავად მუსიკავ, როგორ გვატკბობ მუსიკის დაკვრით, ალბათ დალოცა ეს საკრავი თვითონ განგებამ, როს კლავიშებზე მაგ თითების ნიავი დაჰქრის, მაშინ სიმებიც ირხევიან ნეტარ ჰანგებად.
შენ დაგიკოცნეს კლავიშბმა თლილი თითები და ბაგეს ჩემსას შავი შურის ალი ედება: შენი ამბორის მონატრული, ეჭვით ვინთები, როდესაც ვუმზერ ხის ნაჭრების გათავხედებას.
მეც კლავიშებად გარდასახვის ჟინი მაბოდებს, არსება ჩემი რომ ბედნიერ საკრავს ვადარო, მინდა ვემგვანო მოხტუნავე, გამხმარ ნაფოტებს, რომ ეგ თითები ტანზე ჟრჟოლად გადამატარო.
მაგრამ რადგანაც ხელზე კოცნით სხვანი სცოდავენ, მე, უბედური, შენს ბაგესაც არ ვიცოტავებ!
|