♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 12 » უილიამ შექსპირი(სონეტი 108)
4:03 PM
უილიამ შექსპირი(სონეტი 108)


მე კალმით ნაწერს სხვა რა აზრი უნდა ვაახლო,
სხვა რაღა საზრდო მოვიძიო სულის სარჩენად,
რა ვთქვა ახალი და სიტყვები რით განვაახლო
შენდამი ჩემი სიყვარულის წარმოსაჩენად.

სხვას ვერას გეტყვი... ლოცვებადღა გესმის ჩემი ხმა,
ყოველ ცისმარე ამის თქმით და ამის გამხელით,
რომ ოდითგანვე მე შენი ვარ და შენ ჩემი ხარ,
რომ ლოცვას ვამკობ კურთხეული შენი სახელით,

რომ მარადიულ სურათს ხატავს ახლა ბუნება,
რომ ჩემს სიყვარულს დროთა შორის ყოფნა არ ჰქვია
და მის წინაშე სიბერე თუ დაძაბუნება
ქედს იხრის როგორც მბრძანებელთან ბრიყვი ლაქია.

ახალ სიცოცხლეს სიყვარული მისცემს საწუთროს,
რაგინდ ეცადოს ის ჟამთასვლამ დაისაკუთროს.

კატეგორია: ♥პოეზია♥ | ნანახია: 1155 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 3.5/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:18 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 47
სტუმარი: 47
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024