♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 28 » უბრალოდ მე...
7:09 PM
უბრალოდ მე...


გაგიკვირდა???????...ნუ გაგიკვირდება,..ჰო ეს მე ვარ...ის ამაყი გოგო ვინც არასდროს დაჰმონებია სიყვარულს,თავს ყოვლისშემძლედ თვლიდა და გრძნობამორეულ ხალხს ზემოდან უყურებდა...და ეხლა..ეხლა კი მე ვაღიარებ,ვაღიარებ რომ არასდროს ყოფილა ცა ასე ლამაზი,არასდროს ყოფილა მზის სხივები ასეთი თბილი,არასდროს წამომსვლია სიხარულის ცრემლები, არასდროს მივლია წვიმაში სახეზე ბედნიერი ღიმილით,არასდროს დაუვლია სხეულში ცხელ ტალღას მისი ხმის გაგონებისას, არასდროს მიგრძვნია ნეტარება გონების დაკარგვამდე მისი ტუჩების შეხებისას, არასდროს ჩავძირულვარ მისი თბილი თაფლისფერი თვალების მორევში...არასდროს..არსდროს..არასდროს....მხოლოდ ერთხელ,ერთხელ მოხდა ეს ჩემს ცხოვრებაში, ერთხელ გაიმეტა ქალღმერთმა აფროდიტემ ჩემთვის საჩუქარი,თუმცა საჩუქარი იყო ეს თუ სასჯელი არ ვიცი....ალბათ სასჯელი...ჩემი სიამაყისთვის,პატივმოყვარეობისთვის, გულქვაობისთვის,თავდაჯერებულობისთვის....მაგრამ ამ ყველაფრიდან ეხლა არაფერია დარჩენილი.....მხოლოდ სასოწარკვეთა, დარდი და გულისმომკვლელი ამაოება....და შენი აჩრდილი, მთელ ჩემ არსებაში გაბატონებული...მაგრამ მხოლოდ აჩრდილი და არა შენ...შენ არ ხარ..არ ვიცი,არ მესმის და არ მინდა ვიცოდე რატომ არ ხარ ახლა აქ.....არ ვიცი რა ვუთხრა საკუთარ თვს...არ ვიცი რა გითხრა შენ.....შენ დამტოვე მაგრამ ვიცი გესმის ჩემი...მაღალფარდოვანი სიტყვებით თავბრუს არ დაგახვევ,..დამღლელია..არც ზღაპრებს მოგიყვები ჩემ გამოგონილ სამყაროზე,ვიცი არ დაგაინტერესებს..არც ჩემი ოცნებებით არ გავაფერადებ ჩამავალ მზის სხივთა ქვეშ მოქცეულ ღრუბლებს...აღარც ჩემ გულს გაჩუქებ,...არაფერში გჭირდება....
ოდესმე სხვასთან რომ წახვიდე,,,არც დარდს გაგრძნობინებ.....ჩემი მონატრებით არ შეგაწუხებ...უბრალოდ დაგელოდები...დაგელოდები შენ ერთს..მე არსად მეჩქარება...ამქვეყნად ვიქნები მანამ,სანამ შენ დაგჭირდები...და სანამ შენი ბოლო ამოსუნთქვა არ გაათბობს ზამთრის ცივ დილას....მერე....მერე კი ღმერთს შენს სულს შევავედრებ და ბედნიერი შევუერთდები მეც მარადისობას...დავიღალე უკვე ჩემი სულის ლაბირინთებში ხეტიალით...მეტს ნუღარაფერს მკითხავ.....ეხლა კი დროა ფანჯრები ჩავრაზო...მეშინია გაზაფხულის სიომ ჩემ სხეულზე შენ მიერ დატოვებული ვნების კვალი არ მომპაროს....




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1052 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 ნინუცა ნერგაძე  
0
chem nawers aq ra unda :D:D

სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 4:10 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 10
სტუმარი: 10
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024