მთავარი » 2010 » თებერვალი » 14 » თუკი ოდესმე....
|
თუკი ოდესმე თავს მარტოდ იგრძნობ, თუ აივსება დარდით ეგ გულიც, პირველად მაშინ გაგახსენდება ჩემი შენდამი ღრმა სიყვარული.
აგედევნები უჩვეულ ფიქრად, უცხო ოცნება შეგაკრთობს წამით, და წარსულიდან მოგონებები არ მოგასვენებს დღისით და ღამით...
ხომ შეიძლება, მინატრე კიდეც, იქნებ, დამეძებ ნოემბრის ქარში... და რას იფიქრებ, რომ ისევ ცოცხლობს ბავშვური ტრფობა მოწიფულ ქალში...
მე დღესაც შენი ოცნებით ვცხოვრობ, უშენოდ წლები სატანჯველს ჰგავდა... და არ მქონია სხვა რამ სურვილი, შენთან შეხვედრის სურვილის გარდა...
ვგიჟდები... ახლა მგონია, მოხვალ, გავინავარდებთ ერთად იებზე... ჰო, ვგიჟდები და ამდენ ფიქრს შენზე შეშლილს ხომ მაინც მაპატიებენ....
|
კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ |
ნანახია: 1106 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 16 სტუმარი: 16 მომხმარებელი: 0 |
|
|