♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 21 » თუ მოგენატრები
5:59 PM
თუ მოგენატრები


ღამე, მთვარე შორეული,
შენსკენ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...

მოვალ, როგორც დილის ნამი,
ავმღერდები როგორც თარი,
მოვალ, როგორც წვიმის დარი,
მოვალ, როგორც ნიავ-ქარი.

გაზაფხულზე მოვალ ველად
მარტში იად და ენძელად,
ატმის ყვავილის სურნელით,
თუნდაც ავყვავდები ტყემლად.

ხიბლს შევმატებ არემარეს
ბროწეულის ყვავილებად,
წვიმის შემდეგ ავენთები,
მანათობელ ცისარტყელად.

მოვფრინდები, თუნდაც მერცხლად,
გავწვიმდები ისევ სევდად,
აზვირთებულ, ცისფერ ტალღებს
გამოვყვები თოლიებად.

ზამთრით, მოვალ თეთრ ფანტელად,
შენთან მოვალ ისევ ფიფქად,
დაგეცემი ხელის გულზე
და ვიქცევი მე შენს ფიქრად.

როგორც ფიქრი შორეული,
მოვალ, გრძნობა მორეული,
მოვალ, როგორც მთვარეული,
შენზე ფიქრით არეული...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1069 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-03-28, 3:02 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024