მთავარი » 2010 » თებერვალი » 7 » წვიმაში...
|
წვიმა და ჩვენ ორნი... სველი თმა, ხელები, ტუჩები და ცრემლით სავსე სევდიანი თვალები.... ვსველდები და საოცრად მეშინია, რომ წვიმა გადაიღებს და შენ მიმატოვებ... - აუ, რა ბავშვი ხარ! - მეუბნები და წვიმას ხელით იჭერ. "ბავშვი ვარ?" - ვიმეორებ გულში, - "ბავშვი ვარ თუ შენ გინდა ბავშვად მხედავდე?" - ხარბად გაცქერდები, შენს უძირო თვალებში მინდა ამოვიკითხო პასუხი... წვიმს.. ცრემლი შეერია წვიმას..
უცებ გამოფხიზლდი, ჩემი თავი ხელებში მოიქციე, თვალებში ჩამხედე და მკითხე: - გიყვარვარ? - და ისე რომ პასუხს არ დაელოდე, განაგრძე, - მე მიყვარხარ! - ან კი რა საჭიროა სიტყვები, ჩემს თვალებში ხომ მხოლოდ შენი თვალები ირეკლება?! - მე უშენოდ არ შემიძლია!- ძლივს ამოვღერღე და ვიგრძენი როგორ გავთავისუფლდი... შენ არაფერი გითქვამს, მაგრად ჩამიკარი გულში და გავირინდეთ... მდუმარებას წვიმის გაბმული სიმღერა აკრთობდა... ისევ ჩამოდის ცრემლი და ვგრძნობ, რომ ეს უკვე სიხარულის ცრემლია, რადგან არ ვიცი რა ვუყო ამხელა ბედნიერებას!.. წვიმის წვეთი უფლის მირონია, ფოთოლშრიალა ხეები ჩვენი მაყრიონი, ჩემი და შენი
ორნი..... ყველგან და ყოველთვის ერთად.... ახლაც ჩუმად ისხდნენ ტირიფის ჩრდილში და უნდოდათ დრო გაჩერებულიყო.... მთელი სიცოცხლე ერთად ყოფილიყვნენ..... ვაი, რომ ყველაფერი წარმავალია ქვეყნად..... გოგონა წამოდგა.... ხელში ტირიფის მტირალა ტოტი ეკავა.... ზღაპრულ ფერიას ჰგავდა.... ნაზი და სიფრიფანა... -- ამას შევინახავ ჩვენი შეხვედრების სახსოვრად.... -- რომ იცოდე, როგორი ლამაზი და სენტიმენტალური ხარ! -- ჰო, ვიცი, როცა ჩემთან არ იქნები ეს ტოტი გამახსენებს შენს სიყვარულს.... --ეს არასოდეს მოხდება! ჩვენ სულ ერთად ვიქნებით!.... ............ რა ცოტა სჭირდება თურმე ბედნიერებას......
...... მთლად გაყვითლებული..... ჩამომხმარი...... კედელზე გაკრული ტირიფის ტოტი, გოგონასთან ერთად..... უხმოდ მისტიროდა დაკარგულ სიყვარულს....
|
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ |
ნანახია: 1151 |
დაამატა: nika_wero
| რეიტინგი: 5.0/1 |
|
|
შესვლის ფორმა |
|
|
|
სექციის კატეგორიები |
|
|
|
ძებნა |
|
|
|
კალენდარი |
|
|
|
ჩვენი გამოკითხვა |
|
|
|
საიტის მეგობრები |
WwW.Traceurs.Ge |
|
|
სტატისტიკა |
სულ ონლაინში: 54 სტუმარი: 54 მომხმარებელი: 0 |
|
|