წვიმს და მიდიხარ დღეს... ნისლია და ქარი ქრის... ეს მაინც მითხარი: მე იმედი მქონდეს რის?
იმედი მქონდეს რის, როდესაც ცივა და ქრის, როდესაც მიდიხარ დღეს და ნახავ არ ვიცი ვის...
არ ვიცი ვის ან რას, იქნება... ვინმე სხვას.
გადაუღებლად წვიმს, ალბათ ბუნება იზიარებს ჩემს დარდს და ჩემთან ერთად დასტირის ჩემს განშორებას. არ მეგონა თუ შენთან განშორება ასე შემცვლიდა, ასე გამტანჯავდა. ვერ ვხვდებოდი რომ შენ იყავი ჩემი ცხოვრების თანამგზავრი, რომელზეც მთელი სიცოცხლე ვოცნებობდი, ვნატრობდი, ვფიქრობდი. რა მეგონა თუ ჩვენს შეხვედრას ასეთი დასასრული ექნებოდა! მეგონა დიდხანს გასტანდა ერთად ყოფნის ბედნიერი წუთები! თურმე ვცდებოდი, ყველაფერი უფრო ადრე დამთავრდა. ახლა უფრო მეტს ვფიქრობ შენზე, ღმერთს ვთხოვ, დამიბრუნოს შენი თავი და ლამაზი თვალები. მაგრამ ვაი, რომ წარსული არასოდეს არ ბრუნდება უკან! ვიხსენებ შენთან ყოფნის ულამაზეს წუთებს და ახლა ვხვდები, რომ ბედნიერი ვყოფილვარ შენს გვერდით, ბედნიერი და ამაყი. ჩემმა სიამაყემ დამაკარგვინა შენი თავი! ნეტავ თუ ვიქნებით ოდესმე ერთად. ნეტავ თუ ვიქნები ოდესმე ბედნიერი?! იქნებ მაპატიოს ღმერთმა ჩემი მოჩვენებითი გულგრილობა, ზედმეტი სიამაყე და ინებოს ჩვენი ერთად ყოფნა...
|