♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 13 » სტრავინსკი - მას
10:20 PM
სტრავინსკი - მას


დღესაც ცხოვრება ბალამუტი ნერვებს მიშლიდა,
გაბურულია ცა და წვიმამ მიწა დალაქა,
მე ისევ მაგრად მენატრება შენი სიმშვიდე
და ისევ მინდა გავერიდო დღეთა ბალაგანს.

მინდა ერთხელაც მივატოვო ეს დედამიწა,
ეს ერთი დიდი სისულელე,
სრული აბსურდი,
დოგმადქცეული მოძღვრებები აღარ დავიცვა
და ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა გავქურდო.

ახლაც შენს გარდა ყველაფერი არის მირაჟი,
ცაშიც,
მიწაზეც და ნერვებშიც მხოლოდ შენა ხარ,
გთხოვ,
მიმიღე და დამაჩოქე უფლის წინაშე
და ეგ თითები ამ არეულ სულზე შემახე.

სადღაც ღამდება,
მოვდევ ქუჩებს,
დრო არ ისვენებს,
იქნებ ამ ღამემ გათენება აღარც გარისკოს,
სანამ თვალებში ამოძრავებს გუგებს სისველე,
გთხოვ,
კიდევ ერთხელ დაუკარი ჩემთვის სტრავინსკი..


კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1151 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:30 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 16
სტუმარი: 16
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024