♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 26 » სოლარიუმი - უსაფრთხოების ზომები
8:51 PM
სოლარიუმი - უსაფრთხოების ზომები


უკვე დიდი ხანია თბილისში სოლარიუმომანია მიწყნარდა, ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქალაქებში
წლევანდელ საზაფხულო კოლექციებში კი უამრავმა დიზაინერმა და ვიზაჟისტმა უარყო რუჟი და შემოგვთავაზეს ბუნებრივი, ჯანმრთელი ტონალობის კანი

სოლარიუმი გარუჯვის ხელოვნური საშუალებაა, რომელიც ულტრაიასამნისფერი სხივების დახმარებით მიიღწევა
მრავალი წლის მანძილზე თეთრი ქალები მიიჩნეოდა სილამაზის სიმბოლოდ, თუმცა დროსთან ერთად ეს სტერეოტიპიც გადავარდა ისე როგორც ცელულიტიანი თეძოები მხატვრობაში
კანის გარუჯვა (ხელოვნური თუ ბუნებრივი საშუალებით) იწვევს ფერის შეცვლას, რომელიც მიიღწევა კანის უჯრედების დაწვით. ამიტომაც მოერიდეთ რუჟს მთელი წლის მანძილზე, კანს აქვს რეგენერაციის ანუ აღდგენის უნარი. მიეცით მას საშუალება გამოცოცხლდეს
გარუჯვის შედეგად კანი კარგავს ელასტიურობას, მცირდება კოლაგენის რაოდენობა, პიგმენტაციის დარღვევა, მელანინის მარაგის ამოწურვამდე მიგვიყვანს რეგულარული გარუჯვა - ეს დაბერების პირველი ნიშნებია. ეს ყველამ იცის, თუმცა მაინც...


დღესდღეობით ბევრი რამ ჩვენზე უარყოფით გავლენას ახდენს, ეს ვიცით თუმცა პრინციპით სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს

მოდით, ცოტა რამეს გეტყვით სოლარიუმის შესახებ, აკრძალვები - სტანდარტები და უსაფრთხოების ზომები


სოლარიუმი რომ უსაფრთხო მოწყობილობა არაა ეს თავიდანვე ცნობილი იყო. თუმცა დღესდღეობით დამტკიცებული ფაქტია, რომ კანის კიბოს გამომწვევი ერთერთი ფაქტორია
ასევე უარყოფითად მოქმედებს თვალებზე. სახის კანზე და განსაკუთრებით თვალის კანზე. ასევე იმუნურ სისტემაზე

ყოველი სალონი და აპარატი უნდა აკმაყოფილებდეს ახალი ზელანდიის ავსტრალიის მიერ დაწესებულ კანონებს (AS/NZS 2635)
არსებობს სტანდარტები, რომელიც აუცილებლად უნდა დაიცვან ლიცენზირებულმა სალონებმა, ეს წესები 2002 წლიდან შემოიღეს და ყოველ წელს უფრო და უფრო მკაცრდება

▪ 18 წლამდე შეზღუდვა: 15 წლამდე დაუშვებელია, 15 დან 18-წლამდე მხოლოდ მშობლების თანხმობის საფუძველზე
▪ ღია პიგმენტაციის კანის ადამინთათვის აკრძალვა (I ტიპის კანი), ასევე ჭორფლიანთათვის და მგრძნობიარე კანისთვის
▪ უნდა იქნეს გამოკვლეული ყველა მომხმარებლის კანის ტიპი
▪ უნდა იქნეს დაცული უსაფრთხოების ზომები, სათვალეების ტარება და ა.შ.
▪ წინასწარ უნდა მოეწეროს მომხმარებლის მიერ სოლარიუმის აპარატში შესვლის წინ საბუთებს ხელი
▪ იკრძალება სეანსის გამეორება 48 საათში, ანუ 2 დღიანი შესვენება
▪ აუცილებლად მოითხოვეთ სპეციალური ლოსიონები
▪ აკრძალულია ორსულებისთვის

✓ ეს არის კანონმდებლობა, წესები რომელთაც უნდა ექვემდებარებოდეს ყველა სოლარიუმი


ბუნებრივად გარუჯვის ასე წინააღმდეგნი არ არიან დერმატოლოგები, რადგან მზის სხივები მეტნაკლებად სასარგებლოა ადამიანისთვის. ამ დროს გამოიყოფა საჭირო ნივთიერებები, რომელიც აუცილებელია კანისთვის. თუმცა ზომიერად. ხოლო სოლარიუმში გარუჯვას არანაირი სასარგებლო თვისებები არ გააჩნია


თუკი გადაწყვიტეთ სოლარიუმში შესვლა, გაიარეთ კონსულტაცია, რომ თქვენი კანი დასაშვებზე მგრძნობიარე არაა და
გაეცანით პასუხი ერთ მთავარ შეკითხვას - თქვენ ეს ნამდვილად გინდათ� დროებითი, რამოდენიმე დღიანი რუჟი კანის ნაადრევი დაბერების ნიშნებით და კანის კიბოს საფრთხით?

გახსოვდეთ

სოლარიუმში გარუჯვა არ არის უსაფრთხო!
ზრდის კანის კიბოს წარმოქმნის შანსებს
იწვევს ნაადრევ დაბერებას
თქვენ არ გაქვთ უფლება უჩივლოთ დაზიანებების შემთხვევაში სალონს, რადგან გაფრთხილება უგულველყვეთ და თქვენი ნებით შეხვედით

 დაზიანებების მიღების შემთხვევაში
გაეცანით ამ საიტს www.cancervic.org.au/other_languages/multilingual_cancer_information_line
სოლარიუმების ასოციაცია http://www.solariumassociation.info/
კანის კიბოს საინფორმაციო საიტი http://www.cancercouncil.com.au
მიაკითხეთ ექიმს
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1818 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 3:28 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024