♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 11 » სიყვარულისთვის, ადამიანო, სიყვარულისთვის გაიმეტე რაც გაბადია
1:01 PM
სიყვარულისთვის, ადამიანო, სიყვარულისთვის გაიმეტე რაც გაბადია


სიყვარული სხვა არაფერია, თუ არა ბუნების უმაღლესი პოეზია.
ნ ო ვ ა ლ ი ს ი

სიყვარული იმას ნიშნავს, რომ დღისით და ღამით შენს წინაშე შენი საყვარელი ქალის სახე გედგეს, გესმოდეს მისი მომაჯადოებელი ხმა, ცხოვრობდე მისი ფიქრით, მისი მგრძნობელობით.
ა ნ ა კ რ ე ო ტ ი

სიყვარული წამებაა, უსიყვარულობა – სიკვდილი.
ე ბ ნ ე რ შ ე ნ ბ ა ხ ი

სიყვარული ცხოვრების გვირგვინია, იგი მოიცავს ყველაფერს.
ბ ე თ ჰ ო ვ ე ნ ი

სიყვარულია, როცა ორი ერთარსებად შეერთდება, მამაკაცი და ქალი ანგელოზად იქცევა. სიყვარული ზეცაა.
ჰ ი უ გ ო

სიყვარული მომაჯადოვებელი ყვავილია, მაგრამ საჭიროა დიდი გამბედაობა, რომ მიხვიდე და მოწყვიტო იგი უფსკრულის კიდეზე.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი

სიყვარული უძველესი, უახლესი და ერთადერთი მსოფლიო მოვლენაა.
ფ რ. რ ი უ კ ე რ ტ ი

სიყვარული ეს არის ერთი ადამიანის დაუძლეველი მოთხოვნილება იპოვოს მეორე, რომლისკენაც მიისწრაფვის.
ტ ო მ ა ს ჰ ო ბ ს ი

სიყვარული ტკივილია, ვისაც არ სტკივა, მას არ უყვარს.
ვ. ვ. რ ო ზ ა ნ ო ვ ი

სიყვარული – ესაა მისწრაფება სრულყოფილებისაკენ, სიმშვიდისაკენ.
ნ ე ტ ა რ ი ა ვ გ უ ს ტ ი ნ ე, ა ვ რ ე ლ ი უ ს ი

სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს.
ვ ო ლ ტ ე რ ი

სიყვარული ავადმყოფობის სახეობაა, რომელიც არც ჭკვიანებს ინდობს და არც ბრიყვებს.
ა ლ ფ რ ე დ კ ა მ ი უ

სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა.
მ ე ტ ე რ ლ ი ნ კ ი

რასაც უდიდესი ფილოსოფოსი ვერ განმარტავს, მაგრამ უდიდესი ბრიყვიც კი განიცდის, ამას უწოდებენ სიყვარულს.
გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ც ხ ო ვ რ ე ბ ი ს ე უ ლ ი ს ი ბ რ ძ ნ ე

სიყვარული ერთადერთია როდესაც მისი მსგავსი ათასია.
ლ ა რ ო შ ფ უ კ ო

სიყვარული ბრძოლაა, თუ არ სძლიე, ქალი ისე ვერ შეგიყვარებს.
ჭ ო ლ ა ლ ო მ თ ა თ ი ძ ე

სიყვარული – აი, ცხოვრების ერთადერთი სიტკბოება! საყვარლის ყოლა მკლავებში – აი, ადამიანის ბედნიერების უკანასკნელი საზღვარი.
მ ო პ ა ს ა ნ ი

სიყვარული სულგრძელ არს და ტკბილ.
მ ო ც ი ქ უ ლ ი პ ა ვ ლ ე

სიყვარული ერთადერთი ზღაპარია, რომელიც არ იწყება სიტყვებით "იყო და არა იყო რა”, მაგრამ ამ სიტყვებით კი მთავრდება.
ლ ო ბ ე რ გ ე რ ი

სიყვარული ცვარია ცისა, რომელიც ბუნებამ ჩაგვიწვეთა ცხოვრების ფიალაში, რომ მით სიმწარე ცხოვრებისა დაგვიტკბოს.

სიყვარული – ვარსკვლავია, რითაც არკვევს ზღვაოსანი, ოკეანის ტალღებს შორის სად იქნება ბედი მისი.
უ ი ლ ი ა მ შ ე ქ ს პ ი რ ი

სიყვარულზე მეტი ჭირი და ლხინი ღმერთს არა გაუჩენია-რა.
ვ ა ჟ ა ფ შ ა ვ ე ლ ა

სიყვარული ნიშნავს სიცოცხლის სურვილს.
მ. გ ო რ კ ი

სიყვარული რაა ბრძენო? – ეს მინდოდა ჩემთვის გეთქვა.
"ორი სული – ერთი ფიქრი, ორი გული – ერთი ფეთქვა.”
ფ რ. ჰ ა ლ მ ი

სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს.
რ უ ს უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სიყვარული მარტო ურთიერთ შერწყმას კი არ გულისხმობს, არამედ ფილოსოფიასაც. ბრძენი სიყვარულსაც მიეცემა და სახელმწიფო საქმეებსაც გააკეთებს, დაქორწინდება კიდეც და მეფეებთანაც იცხოვრებს.
ა რ ი ს ტ ო ტ ე ლ ე

სიყვარული საზიანოცაა, ერთსა და იმავე დროს მსუბუქიც და რთულიც, სიმსუბუქის წყალობით ის ბადეში გვახვევს, ხოლო სიძნელეებთან ის გვაბრძოლებს.
ს ე ნ ე კ ა

სიყვარული ყველაფერს სძლევს. იგი ერთი ასი ათასად მაღლა დგას თავმოყვარეობაზე, სიმდიდრეზე ძვირია, დიდებაზე კეთილშობილია.
ტ ე კ ე რ ე ი

სიყვარული ერთადერთი გზაა, რომლითაც თვით ბრიყვებიც კი გარკვეულ ღირსებას აღწევენ.
ბ ა ლ ზ ა კ ი

სიყვარული – ყველაზე უფრო საინტერესო და საპატიო გახლავთ ადამიანურ სისუსტეთა შორის.
ჩ ა რ ლ ზ დ ი კ ე ნ ს ი

სიყვარული – ცეცხლია: თუ არ კვებავ – ქრება.
მ ი ხ ე ი ლ ლ ე რ მ ო ნ ტ ო ვ ი

სიყვარული უფრო ძლიერია, ვიდრე სიკვდილის შიში.
შ ე ქ ს პ ი რ ი

სიყვარული ძლიერია, როგორც სიკვდილი, მაგრამ მსხვრევადია, როგორც მინა.
გ ი დ ე მ ო პ ა ს ა ნ ი

სიყვარული კი არ გვამცირებს, პირიქით – გვათავისუფლებს. მხოლოდ სიყვარულს შეუძლია განთავისუფლება.
ა ლ ე ქ ს ა ნ დ რ ე ბ ლ ო კ ი

სიყვარული სიცოცხლეში მხოლოდ ერთხელ მოდის.
გ ა ლ ა კ ტ ი ო ნ ტ ა ბ ი ძ ე

სიყვარულს ბაღივით მოვლა-პატრონობა სჭირდება.
ვ ლ ა დ ი მ ე რ თ ო რ დ უ ა

სიყვარულს ძალუძს ყველაფერს სძლიოს, მოდით ჩვენც მას დავემორჩილოთ.
ვ ე რ გ ი ლ ი უ ს ი

სიყვარულს თავისი სიხარულიც აქვს და მწუხარებაც.
ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სიყვარულია შიშზე ძლიერი.
ვ ი ტ ო რ ი ო ა ლ ფ ი ე რ ი

სიყვარული გრძნობათა სარდალია.
რა არის სიყვარული? – ვნება, რომელიც ერთ მხარეზე ათავსებს მთელ დედამიწას, ხოლო მეორე მხარეზე მხოლოდ და მხოლოდ სიყვარულის საგანს.
ნ ა პ ო ლ ე ო ნ ი

სიყვარული არის თავის დავიწყება.
გ რ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი

სიყვარული ისეთი ძალაა, რომელსაც მიტევება შეუძლია.
ლ ა ი ს ტ ი

უსიყვარულო, უგულო გული და უყვავილო ბაღი ერთია.
ე ს პ ა ნ უ რ ი ა ნ დ ა ზ ა

სიყვარული ილუზიის შვილია და დედა ილუზიის მკვლელისა.
უ ნ ა მ უ ნ ო

სიყვარულის სამი მეოთხედი ცნობისმოყვარეობაა.
კ ა ზ ა ნ ო ვ ა

სიყვარულს შეიძლება ეწოდოს სამგზის ქურდი: არ ეძინება, გამბედავია და ადამიანს აშიშვლებს.
ს ტ ე ნ დ ა ლ ი

სიყვარულს ისეთი სათვალე უკეთია, რომლითაც სპილენძი ოქროდ გეჩვენება, სიღარიბე – სიმდიდრედ, ხოლო ცეცხლის ნაპერწკლები – მარგალიტებად.
ს ე რ ვ ა ნ ტ ე ს ი

უსიყვარულოდ ბალახიც ვერ აბიბინდება!
ფ. შ ი ლ ე რ ი

სიყვარულს კანონს ვერ დაუდგენ – არ ცნობს ბატონებს.
ა ნ დ რ ე ა ს გ რ ი ფ ი უ ს ი

სიყვარულს ყველა ასაკი ემორჩილება.
ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

თუ ადამიანს შეუძლია თქვას რა არის სიყვარული, მაშინ მას არავინ ჰყვარებია.
ვ ი ქ ტ ო რ ჰ ი უ გ ო

ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის ზომა და საზღვარი.
ს ე ქ ს ტ პ რ ო პ ე რ ცი ო ს ი

ვინც უსიყვარულოდ ცხოვრობს, ის ცოცხლად მკვდარია.
გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

რაც უფრო დიდია ადამიანი, მით უფრო ღრმაა მისი სიყვარული.
ლ ე ო ნ ა რ დ ო დ ა ვ ი ნ ჩ ი

სიყვარულზე და სიკვდილზე ძლიერი არაფერია.
ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სიყვარულის წინაშე უძლურია ყოველგვარი საშინელება და სიკვდილის წყვდიადი.
ჰ. ი ბ ს ე ნ ი

ჭეშმარიტი სიყვარული განწმენდს და აღამაღლებს ყოველ ადამიანს, სრულიად გადაახალისებს მას.
ნ. ჩ ე რ ნ ი შ ე ვ ს კ ი

სიყვარულს ბევრი წამალი აქვს, მაგრამ არც ერთი კი უებარი არ არის.
ლ ა რ ო შ ფ უ კ ო

ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული.

თუკი არსებობს სიყვარული ამქვეყნად და ის ჭეშმარიტად არსებობს! – ორი ნაბიჯიღა თუ აშორებს მას სიგიჟესთან.
ც ი ც ე რ ო ნ ი

ვისაც სიყვარული შეუძლია, ის მოხუცი არ არის.
პ ო ნ ტ ა ნ უ ს ი

სიცოცხლე მხოლოდ მაშინ არის კარგი, როდესაც სიყვარულის სხივითაა გამთბარი.
გ ო ე თ ე

სიყვარული თუ ჩვეულებად გადაიქცა, მას სიკვდილი აღარ უწერია.
კ ა რ ი

უსიყვარულოდ ვერ ამაღლდები.
გ ი ო რ გ ი ე რ ი ს თ ა ვ ი

სიყვარული ისა სჯობს, რაც ძველია.
ა. წ ე რ ე თ ე ლ ი

ყოველგვარი სიყვარული ფრთხილია და მშიშარა.
ი. ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე

მხოლოდ შეყვარებულს აქვს უფლება, რომ ადამიანი ერქვას.
ა. ბ ლ ო კ ი

ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ.
ვ. ჰ ი უ გ ო

სიყვარულის შედეგი ყოველთვის ერთი და იგივეა – ახალი ადამიანი! ბავშვზე კი არ მოგახსენებთ, არამედ ადამიანებზე, რომელთაც უყვართ. აკი გრძნობა სულს უახლებს კაცს, უფრო სხვაგვარს, უკეთესსა და ლამაზს შეიქმს.
მ. გ ო რ კ ი

სიცოცხლე არის ძილი, ხოლო მისი სიზმარი სიყვარულია. თუ გვყვარებია, მაშინ გვიცოცხლია.
ა ლ ფ რ ე დ დ ე მ ი უ ს ი ე

ნეტარ მას ამა სოფელსა, ვინაც იგრძნო სიყვარული.
გ რ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი

სიცოცხლე უსიყვარულოდ ცუდი სიზმარია.
ი ტ ა ლ ი უ რ ი ა ნ დ ა ზ ა

არაფერი ისე არ იპყრობს და არბილებს მამაკაცის გულს, როგორც იმის გაფიქრება, რომ ის ვიღაცას უყვარს.
რ ო მ ე ნ რ ო ლ ა ნ ი

ჭეშმარიტ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება, რადგან ჭეშმარიტი გრძნობა საქმით უფრო გამოიხატება, ვიდრე სიტყვით.
უ ი ლ ი ა მ შ ე ქ ს პ ი რ ი

კეთილისყოფა, რომელიც ორ არსებას ერთ არსად აქცევს, წარმოშობს ციურ გრძნობას, ისეთივე შეუცნობელსა და ისეთსავე იშვიათს, როგორც ჭეშმარიტი სიყვარულია.
ბ ა ლ ზ ა კ ი

სიყვარული და შიმშილი არის ყველაფრის მიზეზი.
რ უ ს უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

უღრმეს ჭეშმარიტებას შობს მარტო უღრმესი სიყვარული და სხვა არაფერი.
ჰ ა ი ნ ე

სიცოცხლე რა ტკბილი ყოფილა, როდესაც ორი სიყვარულით მთრთოლვარე გული შეერთდება.
შ ი ო ა რ ა გ ვი ს პ ი რ ე ლ ი

ჭეშმარიტი სიყვარული ისევე გულწრფელია, როგორც უმანკო ბავშვი.

ვისაც სიყვარული არ განუცდია, მას არც უცხოვრია.
მ ო ლ ი ე რ ი

ადამიანი არც მხეცია და არც ანგელოზი. მას უნდა შეეძლოს სიყვარული არა ცხოველური ან პლატონური, არამედ ადამიანური.
ბ ე ს ა რ ი ო ნ ბ ე ლ ი ნ ს კ ი

სიყვარული ახსნა განმარტებებს ვერ ითმენს. მას ესაჭიროება საქმეები.
ე რ ი ხ მ ა რ ი ა რ ე მ ა რ კ ი

ვისაც ვინ უყვარს, იმისი ლამაზი ის არისო.
ქ ა რ თ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

შეყვარებულს ხშირად მახინჯიც ლამაზი ჰგონია.
თ ე ო კ რ ი ტ ე

სატრფოს სიახლოვე ყოველთვის ამოკლებს დროს.
გ ო ე თ ე

ვისაც შეუძლია გამოთქვას, თუ როგორ იწვის, მას სუსტი ცეცხლი მოსდებია.
პ ე ტ რ ა რ კ ა

როცა გვიყვარს, მხედველობას ვკარგავთ.
ლ ო პ ე დ ე ვ ეგ ა

სიყვარულს ისეთი საბუთი გააჩნია, რასაც გონება არა ცნობს.
ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სიყვარულის ჭრილობას მარტო ის მოგიშუშებს, ვინც დაგჭრაო.
გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

მამაკაცი და ქალი – ესაა ორი ნოტი, ურომლისოდაც ადამიანის სული სრულ და სწორ აკორდს ვერ შექმნის.
ჯ უ ზ ე პ ე მ ა ძ ი ნ ი

სიყვარულს დრო მალე გაჰყავს, ხოლო დროს სიყვარული მიაქვს.
ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სიყვარულისთვის დაბრკოლება ისეთი რამ არის, რაც ალისთვის – ქარი.
რ უ კ ე რ ტ ი

ლაჩრებიც კი, როდესაც ვინმეს შეიყვარებენ, მამაცდებიან, თუნდ სიმამაცე მათი ბუნებრივი თვისება არ იყოს.
შ ე ქ ს პ ი რ ი

არის ისეთი სიყვარული, რომელიც თავის უმაღლეს გამოვლინებაში არავითარ ადგილს არ უტოვებს ეჭვიანობას.
ლ ა რ ო შ ფ უ კ ო

ვისაც მხოლოდ თავისი თავი უყვარს, იმას სიყვარულში მეტოქე არა ჰყავს.
ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სხვათა ბედნიერებას რომ ვეძებთ, საკუთარს ვპოულობთ.
ი ს ო კ რ ა ტ ე

ვერ შეიყვარებ იმას, ვისიც გეშინია, ვერც იმას, ვისაც შენი ეშინია.
ც ი ც ე რ ო ნ ი

სიყვარული ხშირად ართმევს გონებას იმას, ვისაც ის აქვს, და აძლევს იმას, ვისაც არ გააჩნია.
დ ე ნ ი დ ი დ რ ო

ვისაც არავინ უყვარს, ის მგონი, არავის უყვარს.
დ ე მ ო კ რ ი ტ ე

თუ შენ გიყვარს, თუ შენ ლოცულობ, თუ შენ იტანჯები – მაშ კაციც შენ ყოფილხარ.

სიყვარული ერთი ნახვით იწყება.
რ უ ს უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სიყვარული არც მაშინ გვეკითხება, როცა მოდის და არც მაშინ, როცა მიდის.
ბ უ ა ს ტ ი

სიყვარული უეცრად, ანგარიშმიუცემლად, ვნებისა თუ რაღაც სისუსტის შედეგად იბადება. ერთი ლამაზი ნაკვთი თვალს მოგვწყვეტს, უმალ დაგვაბამს და გადაწყვეტს ჩვენს ბედს.
ლ ა ბ რ ი უ ე რ ი

ჭეშმარიტად მხოლოდ პირველად გვიყვარს. მომდევნო სიყვარული ნაკლებ უშუალოა.
ლ ა ბ რ ი უ ე რ ი

სადაც უნდა მოგვისწროს სიყვარულმა, იგი სხვა არა არის რა, თუ არა გაბედული ნაბიჯი, და შემთხვევასაც დიდი ადგილი უჭირავს ამ საქმეში.
გ ო ე თ ე

ყველაზე ძნელია იმ სიყვარულისაგან განკურნება, რომელიც უცბად წარმოიშვება.
ლ ა ბ რ ი უ ე რ ი

დიდია ძალა სიყვარულისა, რომელიც აღანთებს მიჯნურებს მძიმე საქმეებისათვის, გაუთვალისწინებელი სიძნელეების დასაძლევად.
ჯ ო ვ ა ნ ი ბ ო კ ა ჩ ო

შიში შეიქმს სიყვარულსაო.
ქ ა რ თ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სიყვარული ბრძანებით არ მოდის.
ი ლ ი ა ჭ ა ვ ჭ ა ვ ა ძ ე

სიყვარულს ვინც იპარავს, ქურდად ვერავინ მონათლავს.
გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სიყვარული მორჩილებას სასიამოვნოდ ხდის.
ბ უ ა ს ტ ი

სიყვარულზე იგივე ითქმის, რაც წვეტიან მთაზედ: ახვალ თუ არა ძირს უნდა დაეშვა.
დ ე ლ ა ვ ი ნ ი

ქალისა და ვაჟისათვის არ არსებობს უფრო გარდაუვალი დაბრკოლება და უფრო ერთგული იარაღი, ვიდრე სიყვარული, რომელიც ეშმაკის ალის მსგავსად ედება ყველაფერს, რასაც ახლოს გაეკარება.
ბ ა ლ ზ ა კ ი

ლაჩრებიც კი, როდესაც ვინმეს შეიყვარებენ, მამაცდებიან, თუნდ სიმამაცე მათი ბუნებრივი თვისება არ იყოს.
შ ე ქ ს პ ი რ ი

ეჭვიანობა სულია სიყვარულისა.
ი ა პ ო ნ უ რ ი ა ნ დ ა ზ ა

სიყვარულს არ ჰყავს ეჭვიანობაზე მახლობელი და მასზე დიდი მტერი; ასევე, რკინის უდიდესი მტერია ჟანგი, რომელიც მისგანვე გამოდის.
ჯ ო რ დ ა ნ ო ბ რ უ ნ ო

სიმტკიცისა და ერთგულების გარეშე არ არსებობს არც სიყვარული, არც მეგობრობა, არც სათნოება.
ჯ ო ზ ე ფ ა დ ი ს ო ნ ი

სიყვარულის ყველაზე დიდი სასწაული იმაშია, რომ ის კურნავს ადამიანს ცვალებადი კეკლუცობისაგან.
ლ ა რ ო შ ფ უ კ ო

მე ადამიანი ვარ, ადამიანი თავისი ვნებებით. მე არ შემიძლია არსებობა უსიყვარულოდ, წინააღმდეგ შემთხვევაში გავიყინები და გავქვავდები.
ვ ა ნ გ ო გ ი

მხოლოდ ის სიყვარულია ხანგრძლივი, დაუბოლოვებელი, რომელიც პატივისცემაზეა აგებული.

შეყვარება იოლია, აღიარებაა ძნელი.
ა ლ ფ რ ე დ დ ე მ ი უ ს ი ე

განშორება პატარა სიყვარულს ასუსტებს, დიდს კი უფრო აძლიერებს; იგი ქარსა ჰგავს, რომელიც სინათლეს აქრობს და დიდ ალს კი უფრო განადიდებს ხოლმე.
ლ ა რ ო შ ფ უ კ ო

შეყვარებულთ ერთმანეთთან საუბარი არასოდეს არ მოსწყინდებათ, რადგან თავის თავზე ლაპარაკობენ.
ლ ა რ ო შ ფ უ კ ო

ბედნიერია მხოლოდ ის სული, ვისაც უყვარს.
გ ო ე თ ე

საოცარია, რომ ადამიანს შეუძლია სიკვდილი, როდესაც უყვარს.
რ ე მ ა რ კ ი

სიყვარული სძლევს სიძულვილს, როგორც წყალი ცეცხლს.
ბ ო ძ ი უ-ი, ჩ ი ნ ე ლ ი პ ო ე ტ ი

ვისაც ჭეშმარიტება უყვარს, არ იეჭვიანებს. სიყვარულის მთელი არსი – ნდობაა. წაართვით შეყვარებულს ნდობა და წაართმევთ საკუთარი ძალის რწმენას.
მ ა დ ა მ დ ე ს ტ ა ლ ი, ფ რ ა ნ გ ი მ წ ე რ ა ლ ი ქ ა ლ ი

არაფერი არ აზიანებს სასიყვარულო კავშირს ისე, როგორც იუმორის გრძნობა ქალში და უმისობა მამაკაცში.
ო ს კ ა რ უ ა ი ლ დ ი

ეჭვიანი კაცის სიყვარული უფრო სიძულვილსა ჰგავს.
მ ი ლ ე რ ი

სიყვარული ვარდს ეძებს, ეჭვი კი ეკალს.
ვ ე ბ ე რ ი

ადამიანი უფრო ჩქარა აწყენინებს იმას, ვინც უყვარს, ვიდრე იმას, ვისი შიშიც აქვს.
მ ა კ ი ა ვ ე ლ ი

კარგ ცოლქმრობაში ქმარი თავია და ცოლი გული, თავისთვის საჭირო.
რ უ კ ე რ ტ ი

ქვეყნად არშიყი უფრო ბევრია, ვიდრე შეყვარებული.
ს ა ფ ი რ ი

ვინც უმზეზოდ შეგიყვარებს, იგი მალე შეგიძულებს უსაბუთოდ.
ს ტ ე რ ნ ი

უფრო ადვილია თვალით ცეცხლი აანთო, ვიდრე სიტყვით გააქრო ალი სიყვარულისა.
შ ე ქ ს პ ი რ ი

გაზარდე მისი სიყვარული, ვინც შენსა სიყვარულსა ჰზრდის.
ს ა რ გ ი ს თ მ ო გ ვ ე ლ ი

სიყვარულს ერთი უდიდესი თავისი მშვენიერება მაშინ ეკარგება, როცა პატიოსნებას თავს ანებებს.
ჟ ა ნ ჟ ა კ რ უ ს ო

თუ გინდა რომ სძლიო სიყვარულს – გაექეცი.
ნ ა პ ო ლ ე ო ნ ი

სიყვარული თუ ჩვეულებად გადაიქცა, მას სიკვდილი აღარ უწერია.
ა ლ ფ ო ნ ს ჟ ა ნ კ ა რ რ ი

ძალდატანებული სიყვარული მხოლოდ იმ დრომდე გასტანს, ვიდრე ძალა ძალდამტანებლის ხელშია.

სიყვარული თავისი შინაგანი კანონების მიხედვით მარად უსაზღვროებას ესწრაფვის.
ც ვ ა ი გ ი

სიყვარული ხახვის ფოჩი არ არის, წყალში გადააგდო.
ქ ა რ თ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სიძულვილი სიყვარულია, რომელიც დამარცხდა.
ს. კ ი რ კ ე გ ა რ დ ი

ძველ სიყვარულს ჟანგი არ ეკიდება.
გ ე რ მ ა ნ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

პირველი სიყვარულისთანა მშვენიერ გრძნობას გული ვერასოდეს გამოსცდის.
გ ო ე თ ე

ეჭვიანობა ზოგჯერ საყვარელი არსების სიკვდილი და დაღუპვა კი არაა მხოლოდ, ხშირად იგი თვით სიყვარულსაც ჰკლავს.
ჯ ო რ დ ა ნ ო ბ რ უ ნ ო

ნამდვილ ადამიანს სატრფოც ნამდვილი ადამიანი უნდა ჰყავდეს.
ნ ა ვ ო ი

სატრფოს ერთი შემოხედვა მრავალთ სიმწარეთ გვავიწყებს.
გ რ. ო რ ბ ე ლ ი ა ნ ი

ცხოვრებაში არის წუთები, როდესაც კაბაჩაცმული თხაც შეიძლება შეგიყვარდეს.
რ ო ლ ა ნ ი

ადამიანი მარტოკა არ უნდა იყოს, ადამიანთა გულებს დაწყვილება სწადიათ, რათა მოიპოვონ თავიანთი ფასი და ყადრი.
რ უ ს ო

შეყვარებულნი არიან სულითა და გულით განუყრელნი და ერთარსებად ქცეულნი.
რ უ ს ო

ვინც სატრფოს ტყვეა, ის ტყვეობას ისურვებს მუდამ.
ს ა ა დ ი

მე არ შემიძლია მუსიკის გაგება გარეშე სიყვარულისა.
ვ ა გ ნ ე რ ი

სიყვარული ემყარება ძლიერ გაზვიადებას იმ განსხვავებისა, რომელიც ერთ პიროვნებასა და ყველა დანარჩენს შორის არსებობს.
ბ ე რ ნ ა რ დ შ ო უ

დიდ სიყვარულს დიდი სიძულვილი მოსდევსო.
ქ ა რ თ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სიყვარული არის საომარი მდგომარეობის ერთი სახეობა.
ო ვ ი დ ი უ ს ი

ვნებანი ჭკუას ანიჭებენ ყველაზე უფრო ბრიყვ ადამიანებს და აბრიყვებენ ყველაზე ჭკვიანებს.
ს ე ნ ე კ ა

თუ გსურს, რომ სხვებს უყვარდე, შენ თვითონ უნდა გიყვარდეს.
ს ე ნ ე კ ა

იმისთვის გავჩნდი, რომ მიყვარდეს და არა მძულდეს.
ს ო ფ ო კ ლ ე

პირველი სიყვარული თავის დღეში არ არის ხოლმე უკანასკნელი, ხოლო უკანასკნელი კი ხშირად პირველია.

ვისაც უყვარს, ისე ბატონობს, რომ ძალადობას არ იჩენს და ისე ემსახურება, რომ მონად არ იქცევა.
ზ ე ნ ტ ა მ ა უ რ ი ნ ი

სიყვარული წითელასა ჰგავს: რაც უფრო გვიან მოდის, მით უფრო საშიშია.
დ. ჯ ე რ ა ლ დ ი

სიყვარული, რომელსაც ეშინია დაბრკოლებისა, სიყვარული არ არის.
ჯ. გ ო ლ ს უ ო რ ს ი

გიჟი და ტრფიალი ორივ ერთიაო.
ქ ა რ თ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

თუ კაცმა ორმოც წლამდე ვერავინ შეიყვარა, ჯობს აღარავინ შეიყვაროს.
ბ ე რ ნ ა რ დ შ ო უ

სიყვარული სიღარიბეშიც სიყვარულია.
ფ რ ა ნ გ უ ლ ი ა ნ დ ა ზ ა

სიყვარული – ესაა სხვის ბედნიერებაში საკუთარის პოვნა.

სიყვარული მეტია, ვიდრე სიტყვა.
ზრუნვა უსიყვარულოდ უშედეგოა,
პასუხისმგებლობა უსიყვარულოდ თვალთმაქცობაა,
სამართლიანობა უსიყვარულოდ გულქვაობაა,
მეგობრობა უსიყვარულოდ მლიქვნელობაა,
წესრიგი უსიყვარულოდ მეწვრილმანეობაა,
პატივი უსიყვარულოდ ქედმაღლობაა,
ქონება უსიყვარულოდ სიხარბეა,
რელიგია უსიყვარულოდ ფანატიზმია,
სიყვარული იზრდება რწმენით.
ძ ვ ე ლ ი ა ღ თ ქ მ ა

სიყვარულისთვის, ადამიანო, სიყვარულისთვის გაიმეტე რაც გაბადია




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1383 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 3:31 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024