♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 26 » სიყვარულისა და სექსის ხელოვნება
9:02 PM
სიყვარულისა და სექსის ხელოვნება
სიყვარულისა და სექსის ხელოვნება . . ! 18+

ავტორისაგან: უმორჩილესად გთხოვთ ნორმალურად მიუდგეთ თემის შინაარსს ! ნუ მაფიქრებინებთ, რომ სიტყვა სექსი პირველად გაიგონეთ და გაგიხარდათ.. ვისაც არ შეუძლია თავივი აზრის ზრდილობიან და ნორმის ფარგლებში გამოთქმა, ვთხოვ თავი შეიკავოს კომენტარისგან.. :)


სექსი სასარგებლოა 

გარდა ყველა იმ სიამოვნებისა, რომელთაც სიყვარული გვჩუქნის, ფიზიკური სიახლოვე ჯანმრთელობისათვის შეუცვლელია.



სიყვარულისა და სექსის ხელოვნება . . ! 18+



უპირველეს ყოვლისა ყველასთვის ცნობილია, რომ სექსი აუმჯობესებს განწყობას. თუმცა, ნაკლებადაა ცნობილი მისი სასიკეთო გავლენა ორგანიზმზე მთლიანად. სრულფასოვანი სექსი ჯანმრთელობის გარანტიაა. ფრანგი ექიმები თვლიან, რომ სექსუალურ აქტივობას აქვს პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ჩვენი ფსიქიური წონასწორობისათვის. ის ადამიანს მატებს იმის რწმენას, რომ უყვართ და მოსწონთ. რაც შეეხება ჯანმრთელობაზე გავლენას: მისი სასიკეთო მოქმედება ადვილი შესამჩნევია ისეთ მნიშვნელოვან ორგანოზე, როგორიც კანია. შეყვარებულ ქალს უუმჯობესდება სახის კანი და ფერი.



სიყვარულისა და სექსის ხელოვნება . . ! 18+


ყველაფერი დამოკიდებულია ჰორმონებზე. სექსი ხელს უწყობს ჰორმონალურ წონასწორობას. ქალის ორგანიზმში გამომუშავდება ის ჰორმონები, რომლებიც აუმჯობესებენ კანის ხარისხს და ანიჭებენ მას სირბილეს

სასიყვარულო ალერსის დროს, ჩვენი შეგრძნებები ნერვული დაბოლოებების გავლით მიდის ტვინამდე, სიამოვნების ცენტრამდე. არსებობს სიამოვნების ჰორმონებიც კი, რომლებიც მოქმედებენ, როგორც ბუნებრივი დამამშვიდებელი საშუალებები.
სწორედ აქედან წარმოიშობა სიმშვიდის შეგრძნება, რომელსაც ზოგჯერ ძილამდე მივყავართ. სხვა საძილე საშუალებებისგან განსხვავებით ამ ჰორმონებს არ აქვს უკუჩვენება ან რაიმე გვერდითი მოვლენები და ისინი არ ვნებენ გულით ავადმყოფებსაც კი. არც თუ ისე დიდი ხნის წინ ექიმები ირწმუნებოდნენ, რომ სექსმა შეიძლემა გამოიწვიოს გულის ინფარქტი, დღეს კი , როგორც გამოკვლევებმა გვიჩვენა, ეს შიში უსაფუძვლოა. პირიქით, სექსი შესანიშნავი საშუალებაა გულის ვარჯიშისათვის. მაჯისცემა სიმშვიდის მდგომარეობიდან (70-80 დარტყმა წუთში) სექსის დროს 100 დარტყმით წუთში, ხოლო უშუალოდ ორგაზმის დროს 160-180 დარტყმით წუთში იცვლება.


სიყვარულისა და სექსის ხელოვნება . . ! 18+


თუ ქალს რეგულარული სექსი აქვს და რაც მთავარია იღებს ამით სიამოვნებას, მისი მკერდი იმატებს ზომაში. იგივე ხდება, თუ დიდი ხნის შესვენების შემდეგ ქალი ისევ იწყებს რეგულარულ სექსულაურ ურთიერთობებს.


სიყვარულისა და სექსის ხელოვნება . . ! 18+


სხვათა შორის, სექსით ბევრი ქალბატონი იკლებს წონაში . ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ სექსის დროს ადამიანი მეტად ტკივილამტანია, ვიდრე სხვა შემთხვევებში. ამ დროს სხეული სავსეა ისეთი ჰორმონებით, რომლებსაც აქვთ გაუტკივარების თვისება. 
აღსანიშნავია, რომ სექსი დადებითად მოქმედებს მეხსიერებაზე. მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა , რომ ჩვენი მოგონებები მეტად ხანგრძლივია, თუ ისინი დაკავშირებულია ძლიერ ემოციებთან. 


სიყვარულისა და სექსის ხელოვნება . . ! 18+


და ბოლოს, ისევ ფრანგი ექიმების რჩევა: სჯობს, გქონდეთ იშვიათი, მაგრამ კარგი სექსი, ვიდრე ცუდი სექსი ხშირად. სიყვარული სასარგებლოა მაშინ, როცა ის ორმხრივია.


სიყვარულისა და სექსის ხელოვნება . . ! 18+



სექსს ორი მტერი ჰყავს: პრობლემები ჯანმრთელობასთან და ცუდი ურთიერთობები პარტნიორთან. ყველა გაგებით ჰარმონიული ურთიერთობის აგება და შენარჩუნება - ეს ხელოვნებაა, რომელიც უნდა ისწავლოთ ისევე, როგორც ჯანმრთელობისათვის თვალყურის დევნების ხელოვნება.


სექსუალური ჯანმრთელობის მთავარი მტრები: 

როგორც წესი, ეს იგივე ფაქტორებია, რომლებიც არყევენ საერთოდ ჯანმრთელობას და დროზე ადრე იწვევენ ადამიანის დაბერებას. 

=1= მოწევა. პასიურიც კი. ანუ, სხვისი მოწეული სიგარეტის კვამლის შესუნთქვა საერთო ჯამში უფრო მავნებელია, ვიდრე ალკოჰოლის ზომიერი გამოყენება. 

=2= ქრონიკული დაღლილობა და სტრესი - ეს ორი რამ თითქმის მთავარი დამანგრეველი ფაქტორებია სექსუალური ჰარმონიისათვის. ორივე სქესისათვის.

=3= თუმცაღა, არსებობს უშუალოდ სექსუალური პრობლემებიც, რომლებზეც თვალის დახუჭვა არ ღირს. ქალთა შორის ყველაზე გავრცელებული პრობლემებია - ორგაზმის არ არსებობა, ვაგინიზმი და დისპარეუნია ( სპაზმები და ტკივილი სექსუალური აქტის დროს), რომელთა განკურნებაც შეიძლება შემთხვევათა 90 %-ში. 

=4= მამაკაცებში ხშირი მოვლენაა სპერმის ნაადრევი გამოყოფა, რომელიც, მისი ფორმების მიუხედავად იკურნება შემთხვევათა 82 %-ში. უბრალოდ, საჭიროა იმის ცოდნა, რომ ეს დაავადებაა და სპეციალისტს უნდა მიმართოთ. როგორც ყველა სხვა დაავადებას, ამ სექსუალურ დაავადებებსაც სჭირდება მკურნალობა.

=5= და მაინც, სექსუალური ჰარმონიის მთავარი მტერი მაინც ადამიანია, უფრო სწორად, მისი დაბალი კულტურა ურთიერთობებში. 



სიყვარულისა და სექსის ხელოვნება . . ! 18+



=6= თუ მამაკაცი თვლის, რომ შეასრულა ყველა ოჯახური მოვალეობა, მიიყვანა რა საქმე ქორწინებამდე, რის შემდეგაც შეუძლია მოდუნდეს, არ იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე, თავი აარიდოს ქალის დახმარებას სახლის საქმეებში - იგი მზად უნდა იყოს იმისათვის, რომ ცოლი აუცილებლად გაცივდება და იმედი გაუცრუვდება მის მიმართ. ხოლო უფრო ვნებიანმა ქალმა შესაძლოა შემცვლელი უპოვოს მას. 


სიყვარულისა და სექსის ხელოვნება . . ! 18+


=7= სექსუალურ ცხოვრებაში, ისე, როგორც საერთოდ ცხოვრებაში, იშვიათადაა ყველაფერი აწყობილი. ნებისმიერ ადამიანს აქვს აღმასვლები და ვარდნები, დაუვიწყარი მომენტები და "ზამთრის ძილის" პერიოდები. ამის შესახებ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რათა არ შეგექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს ყველაფერი კარგი უკან დარჩა. ამასთან, ისინი, ვინც სექსუალურ ცხოვრებას ხელოვნების დარგად არ აღიქვამს და გამუდმებით ძიებაში არაა, როგორც წესი, უჩივიან მოწყენილობასა და აპათიას.
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 4150 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
1 zatasani  
0
rogor gadmovwerot

სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 3:32 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 13
სტუმარი: 13
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024