♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 12 » სიყვარული - სიბერის დაუძინებელი მტერი
9:53 PM
სიყვარული - სიბერის დაუძინებელი მტერი


იაპონელები საშუალოდ 79 წელს ცოცხლობენ, ავსტრალიელები, ბერძნები, კანადელები და შვედები - 78 წლამდე; გერმანელები და ამერიკელები დაახლოებით 76 წელს. დანარჩენ ქვეყნებში კი სიცოცხლის ხანგრძლივობა თანდათანობით იკლებს. ექიმების, ფსიქოლოგებისა და დიეტოლოგების საერთაშორისო ჯგუფმა რამდენიმე მეთოდი შეიმუშავა, რომელიც ადამიანებს სიცოცხლეს უხანგრძლივებს და ცხოვრებას უფრო სასიამოვნო ელფერს სძენს.

ზომაზე მეტად ნუ დანაყრდებით

ჩვეული 2500 კალორიის ნაცვლად, 1500 კალორიას დასჯერდით. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ იკვებეთ ზომიერად.

მენიუ ასაკის შესაფერისი უნდა იყოს

30 წელს მიღწეულ ქალბატონებს პირველი ნაოჭები გაცილებით გვიან გაუჩნდებათ, თუ რეგურალურად მიირთმევენ ღვიძლსა და თხილს. 40 წელს გადაცილებულებს ბეტაკაროტინი ესაჭიროებათ; 50 წლის ზემოთ აუცილებელია კალციუმის დოზის გაზრდა (ძვლებისთვის) და მენიუში მაგნიუმის ჩართვა (გულისთვის).

მოძებნეთ შესაფერისი სამსახური

როგორც ფრანგი ფსიქოლოგები ამტკიცებენ, სამსახური ახალგაზრდობის შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალებაა. უმუშევარი ადამიანი ასაკთან შედარებით ხუთი წლით ხნიერად გამოიყურება.

იპოვეთ მეორე ნახევარი

სიყვარული ხომ სიბერის დაუძინებელი მტერია. საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნისას, ადამიანის ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინს - ე.წ. ბედნიერების ჰორმონს, რომელიც თავის მხრივ, ახალგაზრდობის შენარჩუნებას უწყობს ხელს.

ნუ მიჰყვებით ცხოვრების დინებას პასიურად

თამამად გამოთქვით საკუთარი მოსაზრება, ასეთნაირად გაცილებით იშვიათად ჩავარდებით დეპრესიაში.

იმოძრავეთ

ყოველდღიურად, 10-წუთიანი ვარჯიშიც საკმარისია სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.

იძინეთ გრილ ოთახში

ვისაც უმეტესწილად, 17-18 გრადუს ტემპერატურაზე სძინავს, უფრო დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდობას. ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლა და ასაკობრივი თავისებურებების გამოვლენა გარემო ტემპერატურაზეცაა დამოკიდებული.

ბოღმას გულში ნუ ჩაიხვევთ

ვინც გამუდმებით დაბოღმილია, საკუთარ თავში იკეტება, გარშემო მყოფებთან კამათსაც ერიდება და აქტიურ ურთიერთობასაც, გაცილებით მეტად მიდრეკილია დაავადებებისკენ, მათ შორის - ონკოლოგიურისკენაც. საერთაშორისო ტესტირების თანახმად, სიმსივნით დაავადებულ რესპონდენტთა 64 პროცენტი ბრაზს ყოველთვის გულში იკლავდა.

ავარჯიშეთ გონება

შეავსეთ კროსვორდები, ითამაშეთ კოლექტიური თამაშები - ისეთები, რომლებიც მახვილ გონებასა და სხარტ აზროვნებას მოითხოვს; შეისწავლეთ რომელიმე უცხო ენა; ითვალეთ გონებაშიც და არა მარტო კალკულატორის მეშვეობით. როდესაც ტვინს მუშაობას აიძულებთ, გონებრივი შესაძლებლობების ასაკობრივი დეგრადაციის პროცესს აჩერებთ; ამავდროულად, გულის, სისხლძარღვების და ნივთიერებათა ცვლის პროცესის მუშაობას ააქტიურებთ.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1007 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:00 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 34
სტუმარი: 34
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024