წონის მატება გამოწვეულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით. სიმსუქნე ვნებს რა მარტო სილამაზეს, არამედ ჯანმრთელობასაც. განსაკუთრებული დატვირთვა აქვს გულსა და სისხლძარღვებს, ავადდება საჭმლის მომნელებელი ორგანოებიც, ათეროსკლეროზი ადრეულ ასაკშივე ჩნდება, ეცემა იმუნიტეტი,, რის გამოც მსუქანი ადამიანები ხშირად ავადდებიან ინფექციური დაავადებებით.
ხალხური მედიცინის რჩევები გასახდომად:
1. იკვებეთ ზომიერად, არასოდეს მიირთვათ ზედმეტი. 2. საკვები მიიღეთ ერთი და იგივე დროს. 3. არ ჭამოთ სიარულის დროს. 4. სადილისა და ვახშმის წინ მიირთვით კომბოსტოს ერთი ფოთოლი. იგი შეიცავს ტარტრონის მჟავას, რომელიც ხელს უშლის ცხიმის დაგროვებას ქსოვილებში. 5. მიირთვით ნელა, ყოველი ლუკმა დაღეჭეთ ბოლომდე. 6. საკვები მიიღეთ დღეში 4-ჯერ მაინც. ვახშამი 7 საათზე გვიან არ მიირთვათ. 8. საკვები არ დაამლაშოთ. 9. რაციონში ჩართეთ: კომბოსტო, ვაშლი, გოგრა, ყაბაყი, ზღვის კომბოსტო.
ხალხური მედიცინა სისხლში ქოლესტერინის დონის დასაკლებად და გასახდომად
1. მწვანე ჩაის (წინააღმდეგ ნაჩვენებია დაბალი წნევისათვის) სვამენ დღეში რამდენჯერმე აკლებს წონაში.
2. სიმინდის თმას (1 ს.კ.) ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარეს, აჩერებენ 1-2 სთ. წურავენ. მიღება: 1 ს.კ. 3-4-ჯერ დღეში ჭამის წინ. აქვეითებს მადას.
3. ხორბლის ქატო 200 გრ ხორბლის ქატოს ასხამენ 1 ლ ცხელ წყალს ადუღებენ 15 წთ. წურავენ. მიღება: 1/2-1 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე.
4. სისხლში ქოლესტერინის დასაკლებად სიმინდის ზეთს 3 კვირის განმავლობაში სვამენ. 1 სუფრის კოვზი 3-ჯერ დღეში.
5. სწრაფად გახდომა თუ გსურთ, რამდენიმე დღის განმავლობაში საერთოდ არ მიიღოთ მარილი. ამავე დროს ყოველდღიურად მიიღეთ კონტრასტული დუში_ცივი და თბილი წყლის ცვლა ყოველ 15 წამში. მთლიანი პროცედურის ხანგრძლივობა 15 წთ.
6. სწრაფად იკლებენ წონაში ვაშლის წვენის საშუალებით. ყოველდღიურად ღებულობენ 2 ლ ვაშლის წვენს. (სხვა სითხე არ შეიძლება) კვება ზომიერად. კურსი გრძელდება 10 დღე.
|