♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 5 » სიხარულმა დარჩენა გადაწყვიტა
9:30 AM
სიხარულმა დარჩენა გადაწყვიტა

ესეც მორიგი ნაფაზი და ფილტვები ნიკოტინის მცირე შემცველობით დაიტუმბა ... თუმცა რა მიხარია, მოწევა კლავსო ამბობენ და არც ეს ოხერი თამბაქოს მწარმოებლები ერიდებიან ამის ხმამაღლა აფიშირებას ... ამ კოლოფზეც იმხელა ასოებით წაუწერიათ ,მინუს 10 ზომის სათვალის მფლობელიც თავისუფლად წაიკითხავს ...ამან მომკლას მხოლოდ და აღარ დავეძებ ...
ქარია დღეს ... რაღაცნაირად ზუზუნებს შორიდან და მეც მაფორიაქებს .
არადა დილას მზე იყო, ნათელი და გულღია ...
შუაღამემ ისე შემომიღო კარები ვერც ვიგრძენი ...ვზივარ და შორეულ ოცნებებს ვებრძვი ... საყვარელი და მივიწყებული მუსიკის ჰანგებით ვავსებ ოთახს და სიხარული დგას გვერდითა კუთხეში.. დგას და მიმზერს... დამაფიქრა...
გამჭოლი ხედვა აქვს,თითქოს ჩემი ყველა ფიქრი ეხლა მის წინაშე გაშიშვლებულა და მორცხვი სიწითლე დაკრავთ ღაწვებზე ... მეც თამამად ვუსწორებ თვალს ... მიყურე სიხარულო... ნებას გრთავ დიდხანს მიმზირო ესე და თუ არსად არ გეჩქარება_ ამაღამ ჩემთან დარჩი... მომნატრებიხარ ...
თავს მიქნევს ... მაგრამ ვერ გავიგე ეთანხმება თუ უარყოფს ჩემ ამბიციურ შეთავაზებას ... მე ლოდინის ლოგინს გავშლი აქვე კუთხეში და თუ დარჩენას გადაწყვეტ სიხარულო ... აქ მოეწყვე... მოშინაურდი .

დღეისთვის ბოლო და ყველაზე ღრმა ნაფაზს მორიდებით ვიზოგავ...
ფანჯრის მიღმა მეკარგება ჩემივე ორეული და ...

სიხარულმა დარჩენა გადაწყვიტა ... !




კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 913 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 8:54 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 3
სტუმარი: 3
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024