ახლა წინა ვარ, არადა სიკვდილს ცოტაოდენი მივეცი ფორა, ახლა სხვა ფიქრზე ვფიქრობ და მიკვირს რომ იბადება სხვა მეტაფორა. ახლა მე მქვია მასზე ძლიერი, სიკვდილს სუდარის დავუჭრი თარგებს. ვიცი შეშლილის რომ მაქვს იერი, რომ ვუძმობ ცაზე ამონაქარგებს. იცით რომ ღამე არასდროს მძინავს, გარეთ დავფრინავ როგორც ღამურა, თქვენ ყველა ხიწვზე კვნესით და გმინავთ, მე ყველა ტყვია მესაამურა. ზვირთს სიმშვიდემდე სუყველა უთმენთ, მე მაშინ ვცურავ როდესაც ღელავს, სიკვდილი არვის ხვეწნას არ უსმენს, მე სათითაოდ დაგინდობთ ყველას.
|