შენი მონატრების ფერი დამდებია, შენი სიყვარულის ძალა დამრჩენია, სულში ჩამისახლდი, ვეღარ გაგიმკლავდი, გული გამითბა და მერე შემიყვარდი. ვეღარ გავუძელი შენგან ამდენ სითბოს, ფიქრი -ფიქრია და დარდიც დამრჩენია, ტანჯვა-წამებისთვის როგორ გამიმეტე, ნუთუ არასოდეს არავინ გყვარებია?! სარკმელს მიმაჯაჭვე, ვეღარ შეგელიე,, დარდი გამიჩინე, სული შემირყიე, წლები შეგალიე, ლოდინს შემაჩვიე, ასე გაგიჟებით როგორ შეგეჩვიე....
|