მჭიდროდ დაეკარი ნიადაგს.
მიწას ჯერ კიდევ სუნი აქვს ზაფხულის, და სხეულს ჯერ კიდევ სუნი აქვს სიყვარულის.
მაგრამ ბალახი უკვე ყვითელია შენს თავზე. ქარი ცივია და ნარშავის თესლით სავსე.
და იმ სიზმარს, რომ გედევნება, ჩრდილფეხოვანი, შენს სიზმარს შემოდგომის თვალები აქვს.
|