♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 4 » სექსუალური ჰოროსკოპი
9:31 PM
სექსუალური ჰოროსკოპი


ვერძი - ქალი


ასევე ჯიუტია. მოხიბვლისას აფასებს სწრაფ გადაწყვეტილებებს, ვერ იტანს ჭოჭმანს. ყველაზე საუკეთესო ხერხი რითაც მისი მოხიბლვა შეგიძლიათ, არის რაიმე გმირობის ჩადენა. ქალი - ვერძი შემტევი და აქტიურია, ძალიან ემოციური და მგძნობიარე მოფერების მიმართ. შეიძლება შთაბეჭდილება შეგექმნათ, რომ ისინი მოკლებულნი არიან კეკლუცობას და გულგრილი არიან მის მიმართ გამოხატული ყურადღების მიმართ, მაგრამ ეს მხოლოდ ზედაპირული შთაბეჭდილებაა. უფრო ახლოს გაცნობისას ის იხსნება და ამჟღავნებს თავის ქალურ ბუნებას.


კურო - ქალი


უყვართ ფული და მუდამ გამოხდომები აქვთ. მამაკაცი უნდა იყოს ძალიან შეძლებული, რომ ყიდულობდეს ძვირფას საჩუქრებს, და ამავე დროს ბრიყვი, რომ ყიდულობდეს ამას მისთვის. სიმწიფის ასაკში - მისი სხეული უნდა იყოს კარგ ფორმაში, და თუ ასე არ არის ესე იგი რაღაც სერიოზული პრობლემაა. ყველაფერი წესრიგში რომ იყოს ქალი - კურო უნდა კვებოთ სნიკერსებით და ხორცით, დაალევინოთ ტკბილი ლიქიორები. ამავდროულად უნდა მოეფეროთ და მოესიყვარულოთ. თუ ქალი - კურო ამ ყველაფერს მოკლებულია, ის თავს უბედურად გრძნობს და ძალიან იტანჯება. და თუ ეს ყველაფერი აქვს ის ბედნიერი და მოსიყვარულეა. შესვენებების დროს შეგიძლიათ მოუყვეთ ეროტიული ანეგდოტები, წაუკიუთხოთ რამე გასართობი და უმღეროთ სიმღერები. წარმატების მეტი შანსი ბიზნესმენებს და სამხედროებს აქვს.

ტყუპები - ქალი


საკუთარი შორსმჭრეტელობის მსხვერპლია. გაარჩევს იმპოტენტს სექს-გიგანტისგან რენტგენის გარეშე ( და საერთოდ კარგად ერკვევა ადამიანებში). ხშირ შემთხვევაში მთელი ცხოვრება ელოდება თეთრ ცხენზე შემჯდარ უფლისწულს. და რადგან ასეთი მამაკაცები იშვიათობაა, სექსი ამ ქალების ცხოვრებაში უმეტესად სიყვარულის გარეშე ხდება. მოჩვენებითი თავქარიანობის მიუხედავად, გათვლილ და გაანგარიშებულ ნაბიჯებს დგამს. ცნობისმოყვარეა და ამ ცნობისმოყვარეობის გამო ხანდახან ზედმეტ ინტერესს ამჟღავნებს პარტნიორის მიმართ, მაგრამ ცოტა ხანში, როდესაც თავის ცნობისმოყვარეობას დააკმაყოფილებს, შეიძლება ეს ინტერესი შეასუსტოს რაც პარტნიორს თავისთავად აბნევს. ღებულობს სიამოვნებას ეროტიული სურათების ერთობლივი დათვალიერებისგან, ასევე ნაცნობებებზე ჭორაობა და სექსში სიახლეები მოსწონს.

კირჩხიბი - ქალი


ამ ნიშნის მქონე ქალბატონები ძალიან მგრძნობიარენი არიან და ამავე დროს ძალიან ეჭვიანი. გახსნა შეუძლია პარტნიორთან რომელსაც ენდობა და არ შეეშინდება რომ მის გაბედულებას არასწორად გაიგებენ. თუ ასე არ მოხდა და კირჩხიბს ეჭვი შეეპარა რამეში, ის შეიძლება სამუდამოდ გაუჩინარდეს თავისი პარტნიორის ცხოვრებიდან. და თუ პირიქით მოხდა მაშინ ის კარგი მეუღლე და საყვარელი ხდება. მას შეუძლია თავისი მგრძნობიარობით თავბრუ დაახვიოს ნებისმიერ მამაკაცს. ამავე დროს მამაკაცს რომელიც ჩავარდება მის ხელში გაუჭირდება თავის დაღწევა, რაც შეეხება მის ეჭვიანობას ეს ცალკე თემაა, ამის საბაბი შეიძლება ნებისმიერი წვრილმანი გახდეს. რომ დაიპყროთ მისი გული, გჭირდებათ მოთმინება, იმიტომ რომ ეს ნიშანი ვერ იტანს სიჩქარეს ამ საკითხში. უნდა იყოთ მზად რომანტიული საღამოებისთვის, ყვავილების, სანთლების, შამპანურის და ლირიული ლექსების წაკითხვისთვის.

ლომი - ქალი


საკუთარ თავში დარწმუნებული ქალი - ლომი ყოველთვის ცდილობს, რომ ყველაფერი ეფექტურად და დრამატულად ვითარდებოდეს, როგორც კინოში. მისი პარტნიორი უნდა იყოს მისი სიამაყის მთავარი საგანი. სულ მცირე პირველ ხანებში მაინც. მისი ღირსება იმაშია, რომ მან არ იცის წვრილმანებზე გამოკიდება და არ უყვარს ტყუილად ნერვების შლა, როგორც თავისი ასევე მისი შეყვარებულის. მისი სუსტი მხარეა, იმ ყველაფრის სიყვარული რაც ბრწყინავს. თუ გინდათ დაიპყროთ მისი გული აჩუქეთ ოქროს ნაკეთობა. ის ყოველთვის მშვიდია და ყველაფრისგან ცდილობს მოგება ნახოს. სექსში არის მოკლე დისტანციებზე მორბენალივით, კმაყოფილდება მცირედით, თუმცა თვლის რომ მასთან ყველა მამაკაცმა კარგად უნდა იგრძნოს თავი და უმეტეს შემთხვევაში ასეც ხდება.

ქალწული - ქალი


ლამაზნი, ერთგულნი და მიმზიდველნი. მამაკაცები დასდევენ მათ, როგორც ცივ ლუდს, თუმცა ეს ქალბატონები, როგორც წესი ვერ სარგებლობენ ამ უპირატესობით. მხურვალე ღამეს მათგან ნუ ელოდებით, იმიტომ რომ მას მოსწონს ყველაფერი სიყვარულით და წყნარად. მას არ უყვარს დამპყრობლები, რომელნიც ცდილობენ ყველაფრის უცბად მიღებას, ქალწულს უნდა რომ ყველაფერი ბუნებრივად მიდიოდეს იმ ეტაპამდე როდესაც ამის დრო დადგება. ამ ნიშნის ქალბატონები ძალიან საინტერესო მოსაუბრენი არიან, ასე რომ მამაკაცებისთვის მათთან ურთიერთობა სასარგებლოა მსოფლმხედველობის გასაფართოებლად. სისუფთავე მისი მნიშვნელოვანი სისუსტეა და თვლის რომ ყველა უნდა იყოს მისი მსგავსი და უყვარდეს სისუფთავე. მისგან დადგება კარგი ცოლი, დედა, დიასახლისი. სამზარეულოში თავს კარგად გრძნობს ასევე კარგად ერკვევა ტაფებში, დანებშში და სხვა, ასე რომ ფრთხილად იყავით.

სასწორი - ქალი


მას უნდა რომ ყველას მოსწონდეს. მის გვერდით ყოფნისას უნდა გესმოდეთ, რომ სექსი და ფლირტი სხვადასხვა რამეა. წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა გადაიწვათ ეროტიული განცდებისგან. მუდმივი პარტნიორის არჩევისას ქალი - სასწორი ძალიან მომთხოვნია. მას უნდა მამაკაცი, რომელიც მას წაიყვანს, და არა მარტო მას არამედ ყველა დანარჩენს. ან მინიმუმ - ისეთი პარტნიორი, რომელიც პრობლემებს არ შეუქმნის მას გარშემომყოფთა თვალში. თუ მამაკაცი ასეთია, ის მთლიანად მისია. თუ არა და, მაშინ ის გადაწყვეტს, სად, როდის და როგორ. სასწორს უყვარს ლამაზი ცხოვრება კომფორტულ, მყუდრო გარემოში. დროდადრო ყვავილების ჩუქებით და ყავის მირთმევით საწოლში. თავისი პარტნიორის მამაკაცურ ტემპერამენტს ის არანაკლებ აფასებს ვიდრე კომპლიმენტებს და თავაზიან მოპყრობას.

ღრიანკალი - ქალი


მისი ამაღლებული სული და გულისთქმებით სავსე სხეული ებრძვიან ერთმანეთს. ამის გამო ღრიანკალ - ქალს ერთდროულად ძლიერი სექსუალური ხიბლი და ამავე დროს სიმკაცრის ხისტი აურა აქვს, ამით თითქოს იმას ამბობს, რომ სერიოზული საბაბის გარეშე ფლირტის დაწყებას აზრი არა აქვს. მას უყვარს ძლიერი მამაკაცები - ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებული ქალი უნდა გიყვარდეთ დიდხანს და ბევრი, ან ბოლოს და ბოლოს - ძვირად. ამიტომ რომანტიკოს - ვეგეტარიანელებს, რომელთაც პაციფისტური მოსაზრებების გამო ქათმის დაკვლა უჭირთ, შეწუხება არ უღირთ. გარეგნულად თავშეკავებულის და საკუთარი ემოციების მომთოკის შთაბეჭდილებას ტოვებს, მაგრამ როდესაც საქმე სექსამდე მიდის - შეიძლება გამოიყენოს ყველაფერი რაც ხელთ მოხვდება. ამიტომ სამზარეულოში და ავტოფარეხში მასთან სიყვარული საშიშია ჯანმრთელობისთვის. გარდა სხეულის დაზიანების საშიშროების, მის გამო ხანდახან ინგრევა ოჯახები, კარიერა და ხელფასიც სადღაც უჩინარდება.

მშვილდოსანი - ქალი


ასეთი ამორძალი მუდამ რომ გყავდეთ გვერდით, გჭირდებათ მუდმივი სულის აღმაფრენა და სხეულის მიზანმიმართული მოძრაობა. მასთან რომანის ყველაზე საუკეთესო ვარიანტია სადმე ფეშენებელურ კურორტზე სამეცნიერო სიმპოზიუმის მოხსენებებს შორის. როგორც მშვილდოსან - მამაკაცს მას აღაგზნებს ნადირობის პროცესი. როდესაც მოინადირებს სასურველ მამაკაცს მყისვე უჩნდება სურვილი გადაერთოს რამე ძნელადმისაღწევზე... ის მათთვისაა განკუთვნილი, ვისაც უყვარს ჭკვიანი, ლამაზი და მხიარული ქალები! სექსი უყვარს და თითქმის ცხოვრების აზრად მიიჩნევს მას, ასე რომ მამაკაცს მოუწევს ენერგიის დახარჯვა რომ ასიამოვნოს მას.

თხის რქა - ქალი


მას ყოველთვის აწუხებს ეჭვი ნამდვილად უყვარს მის პარტნიორს ის თუ არა. ამის გამო ის შეიძლება ჩაკეტილი და მიუწვდომელი ქალის შთაბეჭდილებას ტოვებდეს, მაგრამ თუ მიენდო მამაკაცს მაშინ მისი ვნება ვულკანივით იფეთქებს და ერთგულად ეყვარება მამაკაცი სიცოცხლის ბოლომდე. მამაკაცებისთვის ის სასურველი ქალია, მაგრამ დაახლოებას ბევრი მამაკაცი ვერ ბედავს მისი ცვალებადი ხასიათის გამო. სხვა ქალებისგან განსხვავებით თხის რქას შეუძლია მხარში ამოუდგეს მამაკაცს. და თუ მამაკაცი შეუყვარდა და საპასუხო სიყვარული ვერ მიიღო, მას საკმარისი მოთმინება და უნარი აქვს დაჟინებით მიიღოს ის რაც სურს და ამისთვის გამოიყენებს მეთოდს, მისი მეთოდები დახვეწილობით არ გამოირჩევა, სამაგიეროდ ყოველთვის ფინანსებით არის გაძლიერებული.

მერწყული - ქალი


მას არ მოსწონს, როდესაც მას უყურებენ როგორც სექსუალურ ობიექტს. მას მაღალი მოთხოვნები აქვს და არ აპირებს მათ დაწევას, პირიქით მოითხოვს რომ მისი პარტნიორი ეპყრობოდეს მას სათანადო პატივისცემით. მას უყვარს სინაზე და მოფერება, სიყვარული მისთვის ამაღლებული გრძნობაა და არა ცხოველური ინსტინქტი. ის მეგობრულია და მის სახლში ხშირად არის წვეულება, ყოველთვისაა მეგობრების სიმრავლე. ის ფლირტის დიდოსტატია, იცის როგორ მიიყვანოს მამაკაცი აღგზნებამდე მხოლოდ ერთი სიტყვით, და ამას აკეთებს გაცილებით უკეთესად ვიდრე სხვა ქალი თავისი გაშიშვლებული სხეულით. მიუხედავად ამ ოსტატობისა ის გამოირჩევა ერთგულებით და ოჯახში აფასებს სიმშვიდეს და სტაბილურობას.

თევზები - ქალი


მასთან შეიძლება იგრძნოთ თავი ნარკომანად. მასში შეიძლება ჩაიძიროთ როგორც თბილ აბაზანაში და დაივიწყოთ ყველაფერი ამ ქვეყნად. ცხოვრებაში და სექსში ის გადასცემს ინიციატივას პარტნიორს. ამაში არ დევს არც სიკეთე და არც სისუსტე, ეს არის თავისებური ეგოიზმი. თევზი იხსნის პასუხისმგებლობას შედეგებისგან და საზრუნავს მიიღოს რამე გადაწყვეტილება. სანაცვლოდ ის სთავაზობს განცდის და თანაგრძნობის ზღვას, და ასევე სხვა ემოციების. ძლიან თბილი და დამთბობია, შეუძლია დაუთმოს პარტნიორს მაშინაც როდესაც თვლის რომ მართალია, იმისთვის რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1401 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:36 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 64
სტუმარი: 64
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024