1) თუ შენს თვალებზე ცრემლი გაბრწყინდა, და გული შენი მწარედ მწარედ ატირდა, თუ მეგობარი გვერდით დაგჭირდა მენდე ჩემს მეტი არავინ გინდა!!!
2) უსიყვარულოდ არც ყვავილია , არც ნამი დილის, უსიყვარულოდ ტირიფია და ისიც ტირის. უსიყვარულოდ სიციცხლე არ ღირს, ასე ეტყვიან საბრალო ტირიფს და ისიც მუდამ წყალში ჩამდგარი თმაგაწეწილი ქალივით ტირის
3) "ეკლიან ვარდებს ისე ვერ დაკრებ, ეკალმა ხელი რომ არ გატკინოს, ისე ვერავის ვერ შეიყვარებ, თვალიდან ცრემლი რომ არ გადინოს!"
4) მაგრამ ვაი რომ შენ არ მოხვიდე, სხვა შეგიყვარდეს თავდავიწყებით სხვისმა თვალებმა უფრო მოგხიბლონ, ვიდრე გხიბლავდა ჩემი თვალები.
5) მემახსოვრები სულ მუდამ,მუდამ არ ვიცი თავი რით შემაყვარე, მაგრა ძლიერ ვგრძნობ მე ამ სიყვარულს, რომელსაც კარგო გულით ვატარებ
7) გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი! წვიმავ, - ეს შენ გეხება. რადგან ზოგი შენი წვეთი სატრფოს ტუჩებს ეხება. ეს ტუჩები მე მეკუთვნის, ვერავის ვერ დავუთმობ. თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს ჩემს ტუჩებით გავუთბობ.
გეყო, ცელქო წვიმის წვეთო, დაიმოკლე ფეხები. თმები - გინდა დაუსველე, ტუჩებს ნუ შეეხები
8) ბევრი იმედი გაწბილდება, ბევრი ოცნება გაცივდება... მაგრამ არასდროს არ გცილდება - ქალი, რომელიც გიყვარს.
ხანდახან ყოფნა გაძნელდება, და სიმარტოვე გაგრძელდება... მაგრამ არასდროს არ გბეზრდება - ქალი, რომელიც გიყვარს.
წლებმა იციან გამეტება, სულს ბინდისფერი დაედება... მაგრამ არასდროს არ ბერდება - ქალი, რომელიც გიყვარს.
თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა, მალე ბალახი მოგედება... მაგრამ არასდროს არ მოკვდება - ქალი, რომელიც გიყვარს
9) მოვიდა დრო რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს მე გაძლევ ფიცს რომ სიყვარული კინოს აღარ გავს ვიცი ყოველთვის და ყველგან ატარებდი ცდებს მე მოგცემ ძალას რომ მოერიო დაჟანგებულ ფრთებს ხომ ხედავ ჩემი გაბზარული გული შენით ცემს შენ იცი სიყვარული აზრი აღარა აქვს წლებს მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ
10) მე მე ვარ! ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები, ნუ მე-მეები რა! აი გამოჩნდი.. მოკლე კაბა ჩაგიცვამს, ეს ქვედატანის ქვემოთ დაქაჩვა ვიღამ გასწავლა? მოხვედი და ჩამეხუტე. არ მინდა შენი ჩახუტება, რატომ მაყენებ 1 საათი აქ პატარა ბიჭივით... ნაყინს რომ ვყიდულობთ ნუ მეუბნები ერთიც გვეყოფაო და მერე "შემთხვევით" მეორე ნაყინი ხელიდან მივარდება ... თვალებზე რა გისვია? რა პატარა გოგოსავით იპრანჭები! წამწამები აგიპრეხია ... არა რა სასაცილო ხარ! მაღალ ქუსლებზე შემდგარხარ და ნიავის ერთი წამობერვაც, რომ უკვე წაიქცევი, ალბათ მთელი ღამე სწავლობდი სიარულს ... რატომ შემომაჭდე ხელები კისერზე? რა პატარა გოგოსავით იქცევი! ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები და ნუ მე-მეები რა!
11) - დე... - მეთამაშე, დე... - მეძინება, დე... - ზღაპარი მომიყევი, დე... - მაკოცე ,დე.. - მომეფერე, დე... - მიყვარხარ, დე... - მშია, დე... - წავალ რა, დე... - მომწონს, დე... - მგონი მიყვარს, დე... - პატარა აღარ ვარ, დე... - გავთხოვდი, დე... - მივდივარ, დე... - რომ მოვიცლი გნახავ, დე... - მეც მენატრები, დე... - რა გჭირს, დე... - გეხვეწები, დე... - არ მოკვდე, დე... - არ დამტოვო, დე... - მშვიდობით, დე...
15) გოგო, რომელიც, ყოველ დილით, კოკა-კოლის ბოთლით ხელში, კეპით, წითელი ჟაკეტით, მუქი ჯინსებით და თეთრი ბატინკებით, ფოსტალიონის ჩანთით მხარზე, The Beatles-ის მუსიკით ყურებში, შენ ფანჯრებთან, დაღმართზე ჩარბის... გოგო, რომელიც, ყოველ დილით, სითბოთი გულში, ღიმილით თვალებში, Hello goodbye-ს ფონზე, კოკა-კოლის ცარიელ ბოთლს სანაგვეში აგდებს და "პარნასში" წიგნების გამოსატანად შედის... გოგო, რომელიც უღიმის ადამიანებს შენი ფანჯრიდან, შენ ფანჯრამდე და მოწყენილია, როდესაც წვიმს შენ აივანზე ... გოგო, რომელსაც უყვარს შენი სახლის უკნიდან ამომავალი მზე და ბედნიერია, როდესაც ხედავს მას, რადგან შეუძლია ხმამაღლა იყვიროს: Here comes the sun... გოგო, რომელსაც შენი ქუჩის შემდეგ, ერევა ყველა სხვა ქუჩა (რადგან ორიენტაციის უნარი არ აქვს)... გოგო, რომელსაც ამჩნევენ სხვები და უღიმიან, მაშინ, როდესაც მას ყურში ესმის: All we need is love... გოგო, რომელიც ესალმება უცხო ადამიანებს, დაუკითხავად ედევნება უცნობებს და მათ მოძრაობას იმეორებს ქუჩის ბოლომდე... გოგო, რომელიც, ყოველ დილით, ცრემლით თვალზე, ხურდას აწვდის მოხუც ქალს, სახელად Eleanor Rigby, რომელიც შენი აივნის პირდაპირ, ბაღის შესასვლელთან დგას...
16) გოგო, რომელიც, ყოველ დილით, იხრება შენს აივანთან და გახსნილ თასმას იკრავს... გოგო, რომელიც იცინის საკუთარ თავზე, როცა ამჩნევს, რომ ისე ჩაუქროლა შენ ფანჯრებს, რომ ხელი არ დაგიქნია, შორიდან... გოგო, რომელიც, ყოველ დილით, იხდის კეპს, იხსნის ყურსასმენს, აპაუზებს mp3-ს სიტყვებზე: Help me if you can I`m feeling down და რიდით იწერს პირჯვარს ეკლესიასთან, შენი სახლის წინ... გოგო, რომელსაც, ყოველ დილით უყურებ ფარდის სიღრმიდან, ქვაფენილზე მი(ო)მავალს,- კოკა-კოლის ბოთლით ხელში, ქერა თმებში, თეთრ ბატინკებში, წითელ ჟაკეტში, ჯინსებში, The Beatles-ის მუსიკით ყურებში, ფოსტალიონის ჩანთით მხარზე, ახალი წიგნებით მკერდზე, დიდი ყურსასმენით თავზე... გოგო, რომელსაც, ყოველ დილით, უყურებ და უღიმი ისე, რომ ის ვერ გხედავს. გოგო, რომელიც არასოდეს გეჯახება ქუჩაში შემთხვევით, არ გედევნება უცნობივით და არც არასდროს გეუბნება, რომ უგიჟესად გამოიყურები... გოგო, რომელიც, თითქოს, არაფრით გამოირჩევა, მაგრამ მაინც ყველაზე სხვანაირია შენთვის, რადგან მაკარტნის Michelle-ს გაგონებს... და გოგო, რომელიც, ახლაც, როგორც ყოველ დილით, შენ ფანჯრებთან დგას, ქუჩის კუთხეში ნაყიდი გვირილებით, თეთრ ბატინკზე შეხსნილი თასმით, და უბოროტო, ლაღი ღიმილით - მე ვარ... ჩამო, კოკა-კოლა დავლიოთ ...
17) ბევრი რამე ხდება ცხოვრებაში...და მაინც რა არის თითოეული ჩვენთაგანის ცხოვრება?ცხოვრება, მარტივად რომ ვთქვა,ეს არის "ბევრი რამე",რომელზეც ძალიან ცოტა რამ ითქმის.დიახ,ზედმიწ ევნით არავინ იცის ერთმანეთის ცხოვრება,იციან მხოლოდ ზედაპირულად...და იციან მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი ცხოვრება. თუმცა,აქაც გამონაკლისი არსებობს: გარკვეული ცხოვრებისეული მოვლენები ხშირ შემთხვევაში მაინც ავიწყდებათ. ცხოვრება_ეს არის წარსული,აწმყო და მომავალი. თუმცა მომავალი ცხოვრება უამრავი ხალხის ინტერესებს ექვემდებარება: სურთ გაიგონ საკუთარი მომავალი,ის მოვლენები, რომლებიც მათ ან სიხარულს მოუტანს, ანდაც,პირიქით_დაღუ პავს. სიმართლე რომ ვთქვა,ასეთი ინტერესი ადამიანებისთვის მეტად დამღუპველია. ცხოვრება_ეს არის სიყვარული. რაოდენ რთული და მძიმე ცხოვრებაც არ უნდა გვქონდეს,ჩვენ ის მაინც გვიყვარს... უფრო მეტიც,ცხოვრების სიყვარულის შესანარჩუნებლად გაუცნობიერებლად ვიბრძვით,და ამ ბრძოლას კი ტკბილი მოგონებები იწვევს ხშირად.პირადად მე ძალიან მიყვარს ცხოვრება და მოსაგონარი კი მწარეც და ტკბილიც ბევრი მაქვს...
18) _სსუ,გაჩუმდი გთხოოოვ.. _არა,მისმინე, ბოლომდე მისმინე ,მინდა დავამთავრო სათქმელი. _არა,გეყოფა, გაჩუმდი გთხოოვ... _მთელი ცხოვრება დაგელოდები, სიგიჟემდე... _გაჩუმდი!_ შეაწყვეტინა მან და თვალებიდან ჩამოგორებული ორი ცრემლი მის მკერდზე დაყრილ კულულებს დილის ცვარივით დააჯდა. _შენ ხომ იცი,რომ მე სხვა... _ვიცი..ვიცი და სწორედ ესა მკლავს,მტანჯავს და მმარხავს ცოცხლად... _მე წავედი... _არა! ნუ მკრავ ხელს, მე ხომ არაფერს გთხოვ... მე უბრალოდ გითხარი... ის გითხარი,რასაც გული ვეღარ იტევდა...მე ხომ შენით ვცოცხლობ, შენი ხილვა მატკბობს, შენთან საუბარი მაცოცხლებს,შენს ლამაზ თვალებს მინდა რომ ვუყურო სულ... ხელს ნუ მკრავ გთხოვ... მე დაგელოდები... იქნებ ოდესმე შემომხედო ცოტა სხვა თვალით, იქნებ ჩემშიც დაინახო ის სხვა კარგი რასაც შენ მასში ხედავ... _გაჩუმდი...ახლა უკვე ჩაიჩურჩულა მან,აცახცახებული ხელი ტუჩებთან ისე აიფარა,რომ მისი ნაზი ხელის გული იმ წუთებში უაზროდ მანათობელ მზეს მიეგება. _მიყვარხარ! _გაჩუმდი... ჩურჩულებდნენ ისევ მისი ტუჩები... _ის არ არის შენი სიყვარულის ღირსიი!!! _მაპატიე..მე წავედი... თქვა მან,მოტრიალდა და ნელი ნაბიჯებით დატოვა იგი... რაც უფრო იზრდებოდა ნაბიჯების რაოდენობა, ინგრეოდა მათი მეგობრობა, რომელიც წლების მანძილზე ამაყად ნავარდობდა... ცრემლი კი ისევ ცვარის როლს თამაშობდა...
|