♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 15 » როგორ მივიღოთ კომპლიმენტი
9:35 PM
როგორ მივიღოთ კომპლიმენტი

ადამიანებისთვის სასიამოვნო სიტყვების თქმის ხელოვნებას ყველა ვერ ფლობს. ასევე ძალიან ცოტას შეუძლია ქების სათანადოდ მიღება. „ რა კარგად გამოიყურები", „ რა შესანიშნავი ფეხსაცმელი გაცვია", „ რა ბრწყინვალედ გაართვი თავი საქმეს"- მსგავსი ფრაზები განწყობას აგიმაღლებთ, განსაკუთრებით, როცა მას თქვენთვის მნიშვნელოვანი ადამიანი გეუბნებათ. სამსახურში უფროსობის შექება, რომელიც „ ეკონომიურად" გასცემს საქებარ სიტყვებს, აძლიერებს თანამშრომლების შრომისმოყვარეობას. თუმცა ძალიან ხშირად კომპლიმენტის მოსმენისას, სიხარულის ნაცვლად, ვიბნევით და არ ვიცით როგორი პასუხი გავცეთ.

კომპლიმენტისგან კმაყოფილების მიღებაში ხელს გვიშლის რამდენიმე მიზეზი:

• გულწრფელად ვთვლით, რომ დავიმსახურეთ შექება

• გვეჩვენება, რომ კომპლიმენტი დაფარული მანიპულაციაა

• ადამიანი, რომელმაც კომპლიმენტი მოგვიძღვნა, ჩვენთვის ძვირფასია

• გვეშინია, რომ კომპლიმენტი რაიმე ვალდებულებას გაგვიჩენს

• არ გვიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა

საპასუხო დამცველი მექანიზმი

• კომპლიმენტს მიაყოლებთ საპასუხო კომპლიმენტს, რითაც ყურადღება გადაგაქვთ

• საკუთარი დამსახურება მცირდება, უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი გვეჩვენება: „ამას ყველა შეძლებდა", „არაფერი განსაკუთრებული", „შემთხვევით გამოვიდა"

• კომპლიმენტის ეფექტს აუფერულებს საპასუხო რეპლიკა, რომელიც მიუთითებს თქვენ შეცდომებზე და ნაკლზე.

თუ კომპლიმენტს თავად აკეთებთ, აუცილებლად წინასწარ გადეთ სიტყვიერი „ხიდი", რომელიც დაეხმარება თანამოსაუბრეს „კომფორტული" რეაგირება მოახდინოს თქვენ გამონათქვამზე. მაგ. რა შესანიშნავი ბოტებია? ალბათ ძნელი იყო ასეთი გაფორმებულის პოვნა.

პრაქტიკული რჩევები

იგნორირება არ გაუკეთოთ კომპლიმენტს და ქებას, არ გაუშვათ ყურებს მიღმა, ასევე ზედმეტად არ იამაყოთ, სხვების კეთილგანწყობა არ ჩათვალოთ საკუთარი ცხოვრების უმაღლეს მიღწევად. ზიანი ორივე მიდგომისგან ერთნაირია.

• ზეპირად ისწავლეთ ფრაზა „ სრული უფლება მაქვს მივიღო კომპლიმენტი. ადამიანი რომელიც მას მიძღვნის ამას ძალდაუტანებლად და საკუთარი ნებით აკეთებს. მე შემიძლია გავიხარო, რომ სხვებს მოსწონთ ჩემი შესრულებული საქმე ან მოვწონვარ თავად მე

• თუნდაც ქება გადაჭარბებული გეჩვენებოდეთ, ის მეორე ადამიანის შეხედულებად მიიღეთ. მას უფლება აქვს გიყურებდეთ ვარდისფერი სათვალეებით

• კომლიმენტზე ადეკვატური რეაქცია არის ფრაზა- „გმადლობთ კომპლიმენტისთვის" ან „გმადლობთ, რა თავაზიანობაა თქვენი მხრიდან". მომდევნო ახსნა არ არის საჭირო

• თავაზიანობაზე მაშინვე თავაზიანობით ნუ უპასუხებთ, რათა არ გამოჩნდეთ მამალსა და გუგულზე იგავ-არაკის პერსონაჟის როლში, რომლებიც მონაცვლეობით აქებდნენ ერთმანეთს. დაელოდეთ შესაფერის შემთხვევას, როცა თქვენი კომპლიმენტი დროული იქნება

• თუ ძალიან გიჭირთ კომპლიმენტების მიღება, მოგიწევთ თვითშეფასებაზე ბევრი მუშაობა. სანამ არ ისწავლით საკუთარი თავის სიყვარულს, არ დარწმუნდებით სხვების შექების გულწრფელობაში.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1077 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 12:57 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 15
სტუმარი: 15
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024