♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 8 » რა სურთ კაცებს?
8:31 PM
რა სურთ კაცებს?


მამაკაცისათვის საჩუქრის შერჩევისას ქალს დიდი დაკვირვება მართებს. მაღაზიებში არჩევანი არც ისე დიდია: პორტმონე, ოდეკოლონი, საპარსი, საკინძი, ლითონის მათარა სპირტიანი სასმელებისთვის... და ზოგჯერ გულის სიღრმეში გიხარია კიდეც, რომ მამაკაცი სიგარეტს ეწევა, რადგან ეს საჩუქრის შერჩევას გიადვილებს: სხვა თუ ვერაფერი მოახერხე, სანთებელას ან პორტსიგარს აჩუქებ... მაგრამ დაანებებს კი მამაკაცი მოწევას თავს, როდესაც საჩუქრად "ზიპოს" ან "რონსონის" სანთებელას მიიღებს?!
განსაკუთრებით ძნელია საჩუქრის შერჩევა წარმატებული მამაკაცისთვის, რომელსაც ყველაფერი ან თითქმის ყველაფერი აქვს.

ტანსაცმლის ჩუქება სარისკოა - დანამდვილებით უნდა იცოდეთ სამოსის ზომა, დაუკვირდეთ საჩუქრის ადრესატის ჩაცმის სტილსა და ქცევის მანერას... დაწუნებულ საჩუქარს, ცხადია, გარდერობის შორეულ კუთხეში მიუჩენენ ბინას, ისეთი ნივთის ჩუქება კი, რომელსაც მზის სინათლის ხილვა არ უწერია, დამეთანხმებით, არცთუ ისე კარგი იდეაა. თუ საჩუქრის ადრესატი თქვენი შეფი ან კოლეგაა, მდგომარეობას ჰალსტუხი ან ქამარი გამოასწორებს. ჰალსტუხის ალალბედზე ჩუქებას არ გირჩევთ, სჯობია, ეს აქსესუარი იმ კოსტიუმს შეუხამოთ, რომელიც მის ტანზე ნახეთ. ასევე მიუდექით ქამრის შერჩევის საკითხსაც. თუ მამაკაცს ძალიან კარგად არ იცნობთ, არამც და არამც არ აჩუქოთ არასტანდარტული ნივთი. მეუღლეს, საქმროს ან ძველ მეგობარს შეგიძლიათ აჩუქოთ ლამაზად მოჩითული პერანგი, სასაცილო ჰალსტუხი, ქვედა საცვალი ან პიჟამა, მაგრამ თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ეს მას მოეწონება, უმჯობესია ნეიტრალური საჩუქარი უძღვნათ. მაგალითად:
არც ერთი მამაკაცი არ იტყვის უარს კიდევ ერთ თეთრ პერანგზე. მამაკაცი ყოველთვის გამონახავს საშუალებას, ჩაიცვას ღია ცისფერი, რუხი, კრემისფერი პერანგი, ასე რომ, საჩუქრის შერჩევისას ამაზეც იფიქრეთ. თუ მის გემოვნებას კარად არ იცნობთ, ნუ აჩუქებთ სანდლებს და სპორტულ ფეხსაცმელს, კლასიკური შავი ფეხსაცმელი კი გარდერობის ის დეტალია, რომელსაც ნებისმიერი მამაკაცი სიამოვნებით მიიღებს და ატარებს. ზამთრის სუსხიან დღეებში მამაკაცებსაც სცივათ, ამიტომ ჩვეულებრივი ნაქსოვი სვიტერი უდავოდ სასიამოვნო საჩუქარი იქნება. მამაკაცი ზოგჯერ აგარაკზეც მიდის. ასეთ შემთხვევაში არცთუ ურიგო საჩუქარი იქნება მშვიდი, ნეიტრალური ფერის კეპი ან ბეისბოლურა, ოღონდ ნიადაგი წინასწარ მოსინჯეთ - ზოგიერთი მამაკაცი კეპს ვერ იტანს. საჩუქრის შერჩევისას ორიენტირად გამოგადგებათ მამაკაცის მისწრაფებები და გეგმები. მაგალითად, თუ ის დასასვენებლად მიემგზავრება, უყიდეთ ღია ფერის პერანგი, მაისური ან შარვალი. კურორტზე სხვანაირი ტანსაცმელი, უბრალოდ, უადგილოა. თუ თქვენი მეგობარი ფიტნესკლუბის ხშირი სტუმარია, შეურჩიეთ კარგი სპორტული შარვალი ან რამდენიმე უბრალო ბამბის მაისური. სპორტული ფეხსაცმლის ჩუქებისგან სჯობს თავი შეიკავოთ. თუ მამაკაცი თქვენი ახლობელია, შეგიძლიათ, ფიქრით თავი არ აიტკივოთ და წინდები აჩუქოთ. ისინი არასოდეს იქნება ზედმეტი.

რა არ უნდა აჩუქოთ შედარებით ნაკლებად ნაცნობ მამაკაცს:

ქვედა საცვალი;
მჭახე ფერის პერანგი და ჰალსტუხი;
სპორტული ფეხსაცმელი (ერთი შეხედვით, ისინი ერთნაირია, მაგრამ ნურას უკაცრავად - ყველა მამაკაცმა ზუსტად იცის, რა სურს);
თეთრი სამოსი, გარდა პერანგისა.
ძალიან ჭკვიანური რჩევა: სჯობია, ადამიანს არაფერი აჩუქო, ვიდრე მოვალეობის მოსახდელად მისთვის უსარგებლო ნივთი მიართვა.

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1390 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 10:14 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024