♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 12 » პატარა ბაღი
2:50 PM
პატარა ბაღი


ჩემი წყნარი ქუჩის სიმყუდროვეს იშვიათად თუ დაარღვევდნენ კანტი კუნტად მოსიარულე მგზავრები, მათი ჩავლისას ისმოდა მშვიდი, ხმადაბალი საუბარი, თითქოს ცდილობდნენ არ დაერღვიათ მთვლემარე მყუდროება , რომელიც აპირებდა ძილისთვის მიეცა თავი
ერთადერთი რაც ხელს უშლიდა ქუჩას რომ წასულიყო მყუდროების ძილში ეს იყო პატარა ბაღი, საიდანაც იღვრებოდა ადამიანების მშვიდი, სასიამოვნო ძილის მომგვრელი ხმადაბალი საუბარი, პატარა ბაღის ძირითადი ნაწილი ეკავა სკამებს რომელიც
ბაღს წელიწადის ოთხივე დროს ხშირად აკითხავდნენ მოხუცები, რომლებსაც შვილიშვილები სათამაშოდ გაეშვათ თვითონ კი სკამზე მოკალათებულნი მშვიდად მოხუცური სიზანტით და სევდიანად იხსენებდნენ წარსულის ამბებს... მხოლოდ ზამთრობით იშვიათად, რომ გამოჩენილიყვნენ, ჩამოებერტყათ სკამებიდან თოვლი ცოტა ხნით დაესვენათ, ამოეღოთ მუხლიდან ქარი, რათა შემდეგ ისევ ბებრულად გაეგრძელებინათ სვლა .... თამამად შეგეძლოთ გეთქვათ, რომ ეს ბაღი მოხუცებისა და ბავშვების საკუთრება იყო....
ის ის იყო გაზაფხულს დამთავრებული ჰქონდა არე მარის მწვანედ მოხატვა და თავისივე ნახელავით კმაყოფილი იმით, რომ ზაფხულს დაუტოვა ბაცი სიმწვანე, გაუჩინარებას აპირებდა...ბაღს შეყვარებული გოგო წყვილიც აჩუქა და თითქოს წერტილი დაუსვა თავის ნამოქმედარსო გაუჩინარდა ......
გოგო ბიჭის სტუმრობა ბაღში თავდაპირველად ვერავინ შეამჩნია...მათი შემოპარვა , მოკალათება სკამზე, სკამის ზურგზე სახელების ამოჩხაპვნა თვით ყოვლისმცოდნე და ყოვლის მნახველ მოხუცებსაც კი გამოეპარათ
მაგრამ ნელ ნელა მოხუცებმაც მიაქციეს ყურადღება, წყვილის დანახვას ყოველთვის გაბრწყინებული თვალებით და მომღიმარი სახით ხვდებოდნენ.....წყვილიც თითქოს ხვდებოდა, რომ მათი ნახვა მოხუცებს სიამოვნებდათ, თვითონაც კმაყოფილი და ბედნიერი სახით მოკრძალებით თავს უხრიდნენ მოხუცებს გამარჯობას უბრუნებდნენ და მიდიოდნენ მათ მიერ ამორჩეულ ადგილზე.. სადაც ისხდნენ საათობით..ერთმანეთს ვინ იცის უკვე მერამდენედ სჩუქნიდნენ სიტყვებს, დროებით დაშორების შემდეგ მონატრებას...იმედს, მომავალი შეხვედრისთვის...შეხვედრის დროს სიხარულს და ა.შ.
ერთ მშვენიერ დღეს, ერთი წლის შემდეგ მაშინ როდესაც შემოდგომა ახალი დამდგარი იყო მოულოდნელად გოგო ბიჭი გაუჩინარდნენ...მათი გაუჩინარების ამბავი არავის არ გამოპარვია...
შემოდგომის მოწყენასთან ერთად მოიწყინეს მოხუცებმაც, მოიწყინეს ფოთლებმაც და პროტესტის ნიშნად ნელ ნელა ნაზი რხევით მიწას მოეფინნენ, ნიავს წვიმის წვეთებიც დაეხმარნენ და გადაშალეს გოგო ბიჭის სტუმრობის ამბავიც....
არავინ იცის რა მოხდა მათ შორის, როგორ ან რანაირად, მოხუცები ამტკიცებდნენ, რომ სანამ გაუჩინარდებოდნენ წყვვილები გოგოს თვალში ცრემლები შენიშნეს, ზოგიც იძახდა, რომ ბიჭს ჰქონდა თვალები ცრემლიანი...
მას შემდეგ ძალიან დიდი დრო გავიდა, არ შეცვლილა ბაღი შეიცვალნენ მხოლოდ ბაღის ბინადრები..
ერთმა რამემ მიიქცია ჩემი ყურადღება
იმ ადგილს სადაც ხშირად სტუმრობდნენ შეყვარებული გოგო ბიჭი...ძალიან ხშირად აკითხავდნენ ხანში შესული ქალბატონი და მამაკაცი რომლებიც ცალ ცაკლე სტუმრობდნენ ბაღს სხდებოდნენ
და სევდანარევი ღიმილით, უცქეროდნენ შვილიშვილის თამაშს
თან თითქოს რაღაცას ეძებდნენო ათვალიერებდნენ სკამის ზურგზე დატოვებულ წარსულის ნიშანს, რომელმაც ალბად მომავალში ვერ პოვა გაგრძელება

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს მიუხედავად იმისა, რომ ძალზედ ხშირად სტუმრობდნენ ბაღს ეს ორი ხანში შესული ქალბატონი და მამაკაცი ერთმანეთი არასოდესღა უნახავთ...
.......................

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1118 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 4:03 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 12
სტუმარი: 12
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024