მე პაემანს დაგინიშნავ...
არ ვიცი როდის...
აშრიალებულ ვერხვის ხესთან დაგიწყებ ლოდინს,
მაშინ მეცმევა უთეთრესი კაბა დედოფლის
და ალბათ გზაში, ალბათ გზაში საშინლად მოწვიმს.
დავიგვიანებ, მოწიწებით მოგიხდი ბოდიშს,
არ მაპატიებ, ვიცი გული გექნება ლოდის,
მთვარეულივით მახსენდება სიტყვები დედის
ოცნებაშიც კი არა აქვსო ლამაზ ქალს ბედი...