თანამედროვე მეცნიერები მეჭეჭის მკურნალობის ეფექტურ და ბუნებრივ საშუალებას გვთავაზობენ. ნიორში შემავალ გოგირდის კომპონენტებს ანტიბაქტერიული და ანტივირუსული თვისებები აქვს. გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ ნივრის ექსტრაქტი ორ კვირაში მეჭეჭის კვალსაც კი არ ტოვებს.
მეჭეჭი სხეულზე ინფექციის შედეგად წარმოიქმნება. ის ჯანმრთელობისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ გადამდებია. ფართოდ გავრცელებული ხალხური საშუალებების გარდა, მაგალითად, უმი კარტოფილის წასმა და მრავალი სხვა, მეჭეჭის მოსაშორებლად წმინდა მეცნიერული მეთოდებიც არსებობს. მაგალითად, სალიცილის მჟავას საფენები - ის წვავს მეჭეჭს, მაგრამ შედეგის მისაღწევად ხშირად რამდენიმე თვეა საჭირო.
ბოლო დროს ექიმები მეჭეჭის მოსაშორებლად კრიოთერაპიას, ანუ მოყინვას იყენებენ. ეს უფრო სწრაფი, მაგრამ მტკივნეული მეთოდია, განსაკუთრებით ბავშვებისთვის.
ზემოხსენებული გამოკვლევების დროს ნივრით 23 პაციენტს უმკურნალეს. სეანსი დღეში ორჯერ ტარდებოდა. ერთი-ორი კვირის შემდეგ მეჭეჭი ყველას გაუქრა. გვერდითი მოვლენების სახით მხოლოდ კანის უმნიშვნელო სიწითლე და წვა შეინიშნებოდა.
|