ნამდვილი სახელი: ნატალია ჰერშლაგი (Natalie Hershlag) დაბადების თარიღი: 09 ივნისი 1981 დაბადების ადგილი: იერუსალიმი,იზრაელი პროფესია: მსახიობი,პროდიუსერი,რეჯისორი,სცენარისტი სიმაღლე: 1.60 მ
ბიოგრაფია დაიბადა 9 ივნისს 1981 წელს იერუსალიმში, ისრაელში, ექიმის და მხატვარის ოჯახში. როდესაც გოგონა 3 წლის იყო, ოჯახი ვაშნგტონში გადავიდა საცხოვრებლად, კიდევ ოთხ წელიწადში კი კონეკტიკუტში, და ბოლოს და ბოლოს ლონგ–აილენდში გაჩერდა, ნიუ–იორკის ახლოს, სადაც დღემდე ცხოვრობს. თქვენ არ დაიჯერებთ, მაგრამ ახალგაზრდა ნატალი მსახიობი პიცის დახმარებით გახდა. ეს სასაცილოა, თ ჩავთვლით, რომ ნატალი დარწმუნებული ვეგეტარიენელია. მაშ ასე, ერთერთ პიცერიაში სამოდელო სააგენტო კონკურს ატარებდა, და გოგონას დედამ ურჩია მონაწილეობა მიეღო მასში. შედეგად – 11 წლის ნატალიმ ხელი მოაწერა კონტრაქს რეკლამაზე საპარფიუმერო ფირმის Revlon პროდუქციის . შემდეგ წელს მომხიბვლელი სკოლისმოსწავლე–ინტელექტუალმა მონაწილეობა მიიღო სინჯებში თანამედროვე ფრანგი რეჟისორის ლიუკ ბესონის ფილმისთვის 'ლეონი'(Leon). ბესსონმა გოგონა მაშინათვე არ დაამტკიცა მთავარ ქალის როლზე, რადგან სცენარში მისი პერსონაჟი რამოდენიმე წლით უფროსი იყო, და აუცილებელი იყო დრამატიული გამოცდილება გოგონა მატილდას ყველა ფსიქოლოგიური კოლიზიების გადმოსაცემად, ვისი ოჯახი დაუნდობლად მოკლა კორუმპირებულმა და 'არა სრულ ჭკუაზე მყოფმა' პოლიციელმა. მატილდას შემთხვევით მეზობელი გადაარჩენს – დაქირავებული მკვლელი ლეონი, რომელსაც ჟან რენო ასრულებდა, რომელსაც მხოლოდ ერთი ერთგული მეგობარი ყავდა – ყვავილი, რომელსაც ის უვლიდა. და იმისათვის , რომ შური იძიოს თავისი ოჯახის მკვლელებზე, პაწაწინა ძმის ჩათვლით, მატილდა ეხვეწება ლეონს მას თავისი პროფესია ასწავლოს. ასეთი ღრმა შინაარსის მქონე ფილმებიდან დებიუტი მხოლოდ ნამდვილი ნიჭით დაჯილდოვებულებს აქვთ. თავის დროს ახალგაზრდა ჯოდი ფოსტერივით, ნაალიმ გარისკა საკმაოდ პროვოკაციულ სცენებში და დიალოგებში გადაღება. მთელი სურათი აგებული იყო ლეონის და მატილდას ურთერთბებზე, იმაზე, თუ როგორ დაქირავებული მკვლელი, რომელსაც არ გააჩნია გრძნობები და ემოციები, სწავლობს სიხარულს, და როგორ ეჩვევა პატარა მეამბოხე არსებას. 1993 წელს გარდაიცვალა ლეგენდარული ოდრი ხეპბერნი. და ერთ წელში კინოთეატრის ეკრანებზე გამოდის 'ლეონი' ახალგაზრდა ნატალი პორტმანის მონაწილეობით, რომელსაც მომავალში 'ახალ ოდრის' უწოდებენ მისი სტილის ელეგანტური გრძნობისთვის, მოდური ტენდენციების გრძნობისთვის, ცხოვრებაში მორიდებულობისთვის, ჰუმანისტური საზოგადო ფასეულობებისთვის და სამსახიობო ნიჭიერებისთვის. მას შეუძია ისე საოცრად უღმოდეს და თვალებში უყურებდეს თავის კინო–პარტნიორს, რომ შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ეს პარტნიორი შენ ხარ. გოგონას რომელმაც წარმატებით დაასრულ სკოლა და პრესტიჟულ ჰარვარდში ჩააბარა ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე, კინოში შუძლია გართობა და თამაში, იყოს სერიოზული და გაწონასწორებული, მაგრამ ერთნაირად უკომლექსო და თავისუფალი, როგორც თავის დროზე ოდრი ხეპბერნი. 'ლეონის' შემდეგ ნატალი დაპატიჟა ცნობილმა რეჟისორმა მაიკლ მანმა, და მას მოუწია რობერტ დე ნიროს და ალ პაჩნოსთან ერთად თამაში. ნატალიმ პაჩინოს ქალიშვილის როლი შეასრულა. ამავე 1995 წელს ნატალი მონაწილეობას მიიღებს ნახევარსაათიან მარია კონის მოკლემეტრაჟიან ფილმში 'Developing' – სადაც მისი პერსონაჟის დედა მკერდის კიბოთი დაავადდება, და, როდესაც მიხვდება, რომ მას წინ ცოტა ხანი აქვს დარჩენილი, დედას შვილთან საერთო ენის პოვნას სცდილობს. 1996 წელს ნატალი ერთდროულად სამ ფილმში გამოჩნდება. თავიდან ტედ დემეს ფილმში (რომელის გარდაიცვალა ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზისგან თავისი 2002 წლის სურათის 'კოკაინის' შემდეგ) ინტელიგენტურ და სენტიმენტალურ ლენტაში 'Beautiful Girls' თანაკლასელების შეხვედრაზე ერთ დათვლილ ქალაქში. მესამე პორტმანის ფილმში კი ტიმ ბარტონის პაროდიულ კომედიაში ნატალი თეთრ სახლშია მოწყენილი, რადგანაც მისი მამიკო აშშ–ს პრეზიდენტია. მაგრამ როდესაც დედამიწას თავს დაესხმევიან მარიელები და კაცობრიობის ცივილიზაციის განადგურებას შეუდგებიან ნატალის პერსონაჟს მოუწია გადარჩენილი ნაციის სათავეში დადგომა. ნატალის სთავაზობდნენ მონწაილეობას ედრიან ლაინის 'ლოლიტაში' და ბაზ ლურმანის 'რომეო+ჯულიეტაში', მაგრამ ნატალიმ უარყო ეს ვარიანტები, სწავლაზე გაამახვილა ყურადღება, და ბროდვეის სცენაზე გამოვიდა რამოდენიმე ჯერ. თეატრის მცოდნეებს განსაკუთრებით მოეწონათ მისი როლი პიესაში 'ანა ფრანკის' დღიური, რომლისთვისაც ნატალი 'ტონის' ნომინანტი გახდა. ნატალის შესვენება კინოში სამ წელს გრძელდებოდა. დამწყები მსახიობისთვის ეს საკმაოდ დიდი დროა, ვინემსთვის ეს ინტერესეის ან გამოცდილების დაკარგვას მოიტანდა, მაგრამ ნატალის შემთხვევაში ყველაფერი პირიქით მოხდა. პორტმანს დაპატიჟებს მთავარ ქალის როლზე თვით ჯორჯ ლუკასი, რომელიც დაუნრუნდა თავის კოსმიურ ზღაპარს 'ვარსკვლავთა ომებს'. ნატალისთან ხელს ერთდროულად სამ ფილმზე მოაწერენ.
ფილმები : 1 ძმები (2009) Brothers 2 კიდევ ერთი ბოლეინის საგვარეულოდან (2008) The Other Boleyn Girl 3 მიყვარხარ,ნიუ–იორკო (2008) New York, I Love You 4 საოცრებების დუქანი (2007) Mr. Magorium's Wonder Emporium 5 ჩემი კენკროვანი ღამეები (2007) My Blueberry Nights 6 'V' ესე იგი ვენდეტა (2006) V for Vendetta 7 გოიას ლანდები (2006) Goya's Ghosts 8 ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 3–სიტხების შურისძიება (2005) Star Wars: Episode III - Revenge of the Sith 9 ბაღების ქვეყანა (2004) Garden State 10 სიახლოვე (2004) Closer 11 ცივი მთა (2003) Cold Mountain 12 ვარსკვლავური ომები- ეპიზოდი 2 (2002) Star Wars- Episode II - Attack of the Clones 13 იქ, სადაც გულია (2000) Where the Heart Is 14 ვარსკვლავური ომები. ეპიზოდი I (1999) Star Wars: Episode I - The Phantom Menace 15 ყველგან, ოღონდ აქ არა (1999) Anywhere But Here 16 ლეონი (1994) Léon 17 თავისუფალი ზონა Free zone
|