♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » მარტი » 16 » ნახვამდის, დედა!
8:49 PM
ნახვამდის, დედა!


მუცლით დაგქონდა შენ ჩემი გული,
ახლა ამ გულის ტკივილს რომ ვბედავ,
რატომ მიდიხარ ეხლა მდუმარედ?
რამე გეწყინა? მითხარი, დედა...
შენს ჭაღარასთან მიმძიმს ჩურჩული,
გალეულ მკლავებს კერავს ძარღვები,
შენ მაპატიე, დედიკო, დღეს თუ
ბრალს დაგდებ მე და გაგიავდრდები.
ასე მგონია, გაქრა ჰაერი
და აღარ ძალუძთ ფიქრებს, მასუნთქონ,
შემინდე, დედა, შენ რომ დუმხარ და
შენს ნაცვლად კითხვებს თვითონ ვპასუხობ...
გაფიქრებაც კი მითოშავს სხეულს,
დასასრულთან რომ გარინდულს გხედავ,
მომენატრები როცა ძალიან,
მათხოვრად ვისთან მივიდე, დედა?
შენ წახვალ დილით, მოსულა დრო და
არ ძალმიძს, გთხოვო დარჩენა ჩემთან,
ნახევარიც კი ვერ მოვასწარი
იმ სათქმელიდან, რაც უნდა მეთქვა...
მოდი, სიზმარში შევხვდეთ და მერე
უთქმელ სათქმელსაც ათასჯერ გეტყვი,
და მაპატიე, დედიკო, დღეს თუ
სულზე საავდრე შავ ღრუბელს შევყრი.
მეტკინა გული, ამ ლექსსაც უკვე
დასრულება და წერტილი ნებავს,
არასდროს გეტყვი, მშვიდობით-მეთქი...
ნახვამდის, დედა!




კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1085 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ოთხშაბათი, 2024-12-11, 10:02 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  მარტი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024