♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 8 » მომხიბვლელობის საიდუმლო
8:43 PM
მომხიბვლელობის საიდუმლო

ნეტავ რა სჯობს, სილამაზე გაჩუქოს განგებამ, თუ ბედნიერ ვარსკვლავზე დაიბადო, თუნდაც ჩვეულებრივი გარეგნობით. ხშირად გაიგონებთ ქალბატონებისგან: ბედი მომეცი და სილამაზეს არ ვჩივიო. როგორც ჩანს, საფუძველს მოკლებული განაცხადი არაა. ჩვენ ვრწმუნდებით, რომ ცხოვრებაში წარმატებას მისაღწევად მარტო სილამაზე, მართლაც, არ კმარა, მიზნის დასახვა და მისი მიღწევაა აუცილებელი, მარცხმა არ უნდა შეგაშინოს და წარმატებამ არ უნდა გაგათამამოს, იღმბალიიცაა საჭირო. მოკლედ სხვადასხვა უნარის მთელი თაიგული გვჭირდება
თუმცა არსებობს ერთი თვისება, რომელიც წინსვალას უდავოდ განაპირობებს, მის მფლობელს ნებისმიერ წრეში წარმატებას უქადის და გამუდმებით, ყველგან და ყოველთვის სხვების ყურადღებით მოსავს. ამ თვისებით, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთეულები არიან დაჯილდოებულნი; მხოლოდ ერთეულებს აქვთ ბედნიერება, მოიმკან იმის ნაყოფი, რასაც ზოგი ქარიზმას ეძახის, ზოგი - შარმს და ზოგიც � ხიბლს. საზოგადოებაში ასეთი ქალი უეცრად იპყრობს ყურადღებას და სიმპათიას, სხვაზე ლამაზი იქნებ არც არის, ჩვეულებრივია, მაგრამ მასში რაღაც შეუცნობელია - რითაც გამოირჩევა, რითაც ხიბლავს და რითაც ატყვევებს სხვას. მისი ნაზი ღიმილი, კეთილი გამოხედვა და ჰარმონიული მოძრაობა საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებს გულგრილს ვერ ტოვებს. ქალების უმეტესობა მასთან დამეგობრებას ცდილობს, რომ უჩვეულო წარმატების საიდუმლო ამოიცნოს. 
გამოკითხვის შედეგად, დაახლოებით გავსაზღვრულია ის თვისებები, რომლებიც რჩეულს სხვა დანარჩენებისგან გამოარჩევს.

თავდაჯერებულობა:
ეს მშვენიერი არსება იმ საკითხებზე ფიქრით, ქალებს რომ უფრო ხშირად აწუხებთ და ტანჯავთ, თავს არასდროს იწუხებს. საათობით ვიღაცის მოსახიბლად გეგმას არ აწყობს; არ იტანჯება იმის განსჯით, ღირდა თუ არა უცხო ვაჟბატონთან კეკლუცი; არც იმაზე დარდობს, კაბა მსუქანს აჩენს თუ არა; როგორ გამოიყურებოდა დღეს საღამოს წვეულებაზე; უაზროდ ხომ არ შეარჩია სამკაული და ა.შ. ასეთი პრობლემები მისთვის უბრალოდ არ არსებობს. რადგან მომხიბვლელი ქალი დარწმუნებულია თავის მშვენიერებაში, განუმეორებლობაში და იმაში, რომ ყოველთვის მართალია.

მაგრამ.. თავდაჯერებულობა გადაჭარბებულ თვითშეფასებასა და თავხედობაში არ უნდა ავრიოთ. ეს ქალი კვარცხლბეკზე არ ამაღლებს საკუთარ თავს და ქედმაღლურად არ ათვალიერებს გარშემომყოფებს. ყველა ადამიანში შეუძლია პიროვნების ამოცნობა და სწორედ აქედანაა ადამიანების მიმართ მისი გულწრფელი ყურადღება.

ოპტიმიზმი:
როცა არ უნდა შეხვდეთ, გეჩვენებათ, რომ ბედნიერია და საუკეთესო განყობაზე, სხვებსაც გადასდებს თავის ოპტიმიზმს და ამიტომ მისი გამოჩენა ყველას უხარია. მის გვერდით უსიამოვნებები ადვილად გავიწყდება; სულ აღარ გახსოვს, რამდენიმე დღის დიეტამ უკვალოდ რომ ჩაიარა; რომ საღამოს არ იცით, რა ჩაიცვათ; რომ ახალი თაყვანისმცემლისგან უკვე სამი დღეა არაფერი ისმის. პირიქით, უცებ მიხვდებით, რომ მოდელის აღნაგობა მხოლოდ პოდიუმზეა აუცილებელი, რომ ძალიან ადვილად შეიძლება შარშანდელი კოსტიუმის ორიგინალური გულსაბნევით ან აბრეშუმის შარფით განახლება და ის გულმავიწყი კავალერიც უბრალოდ შეგეცოდებათ: არ დარეკა?, მისთვისვეა უარესი.

ოპტიმიზმის საიდუმლო იმაშია, რომ ნებისმიერ მოვლენაში, ყველაზე უსიამოვნოშიც კი, შეიძლება იპოვო რაიმე პოზიტიური. დაგითხოვეს სამსახურიდან? - ბრწყინვალეა, შესაძლებლობა გამოჩნდა, თავი ახალ ამპლუაში გამოსცადო. მეგობარმა მიგატოვათ? � თუ გულახდილი ვიქნები, ზოგიერთი მისი თვისება სულაც არ მომწონდა და ხანდახან მომაბეზრებელი იყო. თავისუფლება სჯობს, ახლა ყოველგვარი ვალდებულებები გაქრა.

ყურადღება თანამოსაუბრის მიმართ:
სამწუხაროდ, მოსმენის ნიჭიც იშვიათია. ძირითადად, ყველა საუბრობს, და უფრო ხშირად, საუბრობს საკუთარ თავზე. ამიტომ შენიშნავთ, რომ მეგობრების შეკრებაზეც კი თითოეული საკუთარ თავზე ყვება.
- წარმოგიდგენიათ?! მე ახალი თანამდებობა შემომთავაზეს.
- ნუთუ? მე კი ჩემმა თაყვანისმცემელმა ძვირფასი საჩუქრით გამახარა.
- არაჩვეულებრივია! ათასლარიან ხელფასზე რას იტყვი?
- გილოცავ! საჩუქართან ერთად ისიც მაცნობა, რომ დღესასწაულებზე პრაღაში გავემგზავრებით.

ასეთი დიალოგი, უფრო სწორად, გამამხნევებელი შორისდებულებით დაკავშირებული მონოლოგი არც ისე იშვიათია. სწორედ ამიტომ აფასებენ ადამიანები ყურადღებას და მოსმენის უნარს.. მომხიბვლელი ქალბატონი საკუთარ თავზე საუბრის დაწყებამდე თანამოსაუბრეს მოუსმენს, დააზუსტებს დეტალებს, და ბოლოს, თუ სიტუაცია მოითხოვს, რჩევასაც შესთავაზებს. ყურადღებით და საკუთარი პერსონის მიმართ გამოვლენილი ინტერესით (რა შეიძლება უფრო სასიამოვნო იყოს) ნასიამოვნები ნებისმიერი ადამიანი ძნელად დაივიწყებს ასეთ ქალს და კიდევ დიდხანს იქნება მისი ხიბლის გავლენის ქვეშ., ალბათ ნებისმიერ წრეში იტყვის, რომ უფრო მომაჯადოებელი ქალი არასდროს შეხვედრია.

მოვლილი და კოხტა:
ის ზედმიწევნით უვლის საკუთარ თავს: ყოველთვის იდეალური (ან თითქმის იდეალური) კანი, სუფთა, ბრწყინვალე თმა, ლამაზი ვარცხნილობა, კოხტა მანიკიური, კარგად დაუთოებული, იდეალურად სუფთა სამოსი.

ასეთი სრულყოფილების მიღწევის მცდელობებით დაღლილი ბევრი ქალი ყოველთვის გაოცებულია: როგორ ახერხებენ ეს იშვიათი ადამიანები, რომ მთელი სამუშაო დღის განმავლობაში საუკეთესო ფორმას ინარჩუნებენ. იცი, ჩემი კაბა, ვიცმევ თუ არა, მაშინვე იკუჭება, ვერ გავიგე, რა უნდა ვუყოო.

მოვლილ ქალად რომ ჩაგთვალონ, მხოლოდ სურვილი არ კმარა. ისევე სისტემატურად უნდა იზრუნო შენს სხეულზე, როგორც ფერმერი ზრუნავს ყანებზე, როცა თესავს, სარეველებს აცლის, სასუქს აწვდის და რეგულარულად თავს დასტრიალებს. მხოლოდ ამის შემდეგ იგემებთ დამსახურებულ ნაყოფს.

სასიამოვნო ხმა:
მომხიბვლელობას ერთ-ერთი მთავარი კომპონენტია. მარტო ქალებს კი არ �უყვართ ყურებით�, ამ მხრივ მამაკაცის სმენაც ძალიან მგრძნობიარეა. გაიხსენეთ ანტიკური გმირები: მომაჯადოებელი ხმის დახმარებით ვერაგი სირინოზები უპრობლემოდ უმკლავდებოდნენ მძლეთამძლე გმირებს. შახერეზადას ზღაპრები? მისი ხმა ხომ, უეჭველია, ჰიპნოზური ძალით იყო დაჯილდოებული. ერთი სიტყვით, თქვენ ხვდებით, რაზეა საუბარი...

ბუნებამ საოცარი ტემბრით და მომხიბვლელი წარმოთქმით არ დაგასაჩუქრათ? ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ასეთ უსამართლობას უნდა შეურიგდეთ. ჩაწერეთ თქვენი საუბარი ხმის ჩამწერზე, მოისმინეთ რამდენიმეჯერ; აღნიშნეთ ის, რის გამოსწორებასაც ისურვებდით და იმუშავეთ.

თქვენი სასაუბრო რეპერტუარიდან მკვეთრი ნოტები გამოდევნეთ, ოდნავ დაახშეთ მათი ჟღერადობა � ხმამაღალი ბგერები საზოგადოებას არ სიამოვნებს. რბილი ინტონაცია + მოკძალებული ღიმილი, აი, ფორმულა, რომლითაც ყველაზე გულქვა სუბიექტსაც არ დატოვებთ გულგრილს.

იდუმალება:
თუ ქალის პიროვნებაში ყველაფერი, � მთელი მისი არსი - გამომზეურებულია, და ხელისგულზე დევს, საინტერესო არ არის. აუცილებელია, უნდა იყოს მასში რაღაც გამოცანა, მოულოდნელობა... ხან ანგელოზივით წყნარი და უბრალოა, ხან კი ვნებიან და დამაინტრიგებელ მზერას მოგაპყრობს. ძალიან ცოტაა ისეთი მამაკაცი, ასეთი კონტრასტი რომ არ დააინტერესებს.
სამწუხაროდ, ამ კუთხით რაიმე განსაკუთრებული რეკომენდაციები არ არსებობს. საკუთარ �საიდუმლოს� ყველა ქალი თვითონ პოულობს. ერთი ზომიერად ექსტრავაგანტული საქციელით გამოირჩევა, მეორე � სამოსის განუმეორებელი სტილის შექმნით, მესამეს იარაღი თანდაყოლილი იუმორის გრძნობაა, მეოთხე � ბავშვურად უშუალოა. ყველას თავისი ნიჭი აქვს, მოძებნეთ და დაესესხეთ. ფსიქოლოგები ხომ ამბობენ, რომ თვითშემეცნება ყველაზე საინტერესო საქმეაო, ჰო და შეიმეცნეთ.

დადებითი ენერგეტიკა:
როგორც წესი, ეს სამყაროს მიმართ კეთილგანწყობილი და პოზიტიური დამოკიდებულების შედეგია. და მართლაც, იმ ადამიანის გვერდით, ვისი სულის პეიზაჟი შუქით გასხივოსნებულ პლაჟს გავს, თქვენ მსუბუქად, მშვიდად და კომფორტულად გრძნობთ თავს.

ვეხებით თუ არა პოზიტიურად განწობილი ადამიანის აურას, ჩვენ არ ვიღებთ ნაპრალებს და დარტყმებს ჩვენს ენერგეტიკულ გარსზე (როგორც ეს შურიან და ფარულად დაპირისპირებულ ადამიანთან კონტაქტის დროს ხდება). პირიქით, ენერგიის იმ ადამიანთან გაცვლა, რომელმაც საკუთარი შინაგანი სამყაროს ჰარმონიზაცია მოახერხა, ჩვენ სიმშვიდეს და შვებას გვაგრძნობინებს. �მასთან ლაპარაკი ძალიან სასიამოვნოა�, �ძალიან თბილი ადამიანია�, �ერთი-ორი წუთი მასთან და თითქოს ფრთები მეზრდება!�, - ასე ახასიათებენ იმ ქალებს, რომლებიც �შინაგან სინათლეს� ასხივებენ.

ექვსი თვისება � საიდუმლოს ექვსი ასპექტი. მათი ფლობა - წარმატების ნახევარია, მაგრამ მომხიბვლელობის მთავარ საიდუმლოს შეიცნობს მხოლოდ ის, ვინც თვიდან თვემდე, წლიდან წლამდე მუშაობს საკუთარ თავზე.

თავი მოუყარეთ საკუთარ თავში მხოლოდ საუკეთესოს, დაძლიეთ შიში, სიძნელეები, ხანდახან დაღლილობით გამოწვეული უხალისობაც. თუ შედეგს ჯერ ვერ ხედავთ, ესეც ნუ დაგაღონებთ. დაიჯერეთ, ყველა მცდელობის შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდებით სანუკვარ მიზანს. შორს არაა ის დღე, როცა (შემთხვევით) აღფრთოვანებულ ჩურჩულს მოკრავთ ყურს: �ის მშვენიერია... მომხიბვლელია!� - იტყვის ვიღაც და იტყვის სწორედ თქვენზე!!!
კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1151 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 10:04 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024