♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 26 » მკვლელობა 2
9:05 PM
მკვლელობა 2

 
უნივერსიტეტს ამთავრებდა, როცა სახლში გახარებული შემოვიდა და მომახალა:
- მამა, საქართველოში მივდივართ ჯგუფელები, შენ ხომ გიყვარს საქართველო? ხომ მიამბობდი ხოლმე ბებია და ბაბუა მყავდა იქაურიო, ხოდა მეც მივდივარ სამი თვით . . .
გავშრი, ვერაფერი ვუთხარი . . .
- მამა ქართული ადვილი ენაა? იცი საერთოდ? ამბობენ, ქართველებს ლამაზი ქალები ჰყავთო, მართალია?
ვუყურებდი ამ ადამიანს, რომელიც ჩემი შვილი იყო და რომელიც ასე აღფრთოვანებით საუბრობდა იმ საქართველოზე, რომელიც მისთვის მხოლოდ უცხოეთი იყო და არა სამშობლო . . .
- რას დუმხარ, შე კაცო, ამოიღე ხმა, მითხარი რამე! ხო მითხარი, ნამყოფი ვარო ბავშვობაშიო, ნუთუ არაფერი გახსოვს?!
- არაფერი?
- ხო არაფერი გახსოვს?
დავჯექი და შევხედე ბიჭს, რომელიც იქ აპირებდა წასვლას, საიდანაც გამოვექეცი სამართალს . . . რა უნდა მეთქვა მისთვის, არ ვიცოდი. ვიცოდი ქართული თუ აღარ?
- დათო შენ ქართველი ხარ! – ვთქვი ქართულად . . .
- რა თქვი?
- არაფერი, ქართული სიტყვები გამახსენდა, ბებიას ნასწავლი . . .
- ანუ გცოდნია? მითარგმე რა თქვი . . .
- არა, არაფერი . . . აღარ მახსოვს, რას ნიშნავს . . .
მოვატყუე შვილი . . .
ერთ კვირაში დათო საქართველოში წავიდა . . . ფიქრშიც კი არ გამივლია მსგავსი, რაც ჩამოსულს მან მიამბო.

* * *

ბერძენი ბიჭი ერთ-ერთ სასტუმროში მოთავსდა თავის სამ მეგობართან ერთად. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექციებიც მოისმინეს რუსულ ენაზე, რამაც დათოზე ძალიან იმოქმედა თურმე, რადგან ისინი საქართველოზე ესაუბრებოდნენ, დათო ლექციებს არ აცდენდა . . . ლექციებს ქალი კითხულობდა . . . დათომ ლექტორთან ისე მოახერხა, რომ გარეთაც შეხვედრილიყვენენ, რადგან მას საქართველოზე უფრო მეტი აინტერესებდა. ქალს ძალიან შეუყვარდა ბიჭი, რომელიც აგონებდა თავის დაკარგულ ძმას, უყვებოდა საქართველოზე ყველაფერს და დაინტერესდა დათოს წარმომავლობით. დათომაც მოუყვა ყველაფერი, რომ ყავდა მხოლოდ მამა.
ქალბატონმა ნინომ დათო სახლში დაპატიჟა, რათა ქართული ტრადიციებიც გაეცნო და ქართული სამზარეულოც. დათო და ქალბატონ ნინოს შვილიც ძალიან დამეგობრდნენ.
თანატოლები ისე დაახლოვდნენ, რომ ნატამ ბიძამისის ამბავი მოუყვა დათოს და ისიც გაუმხილა თუ როგორ ჰგავდა ბიძამისს, რომელიც მას არ ახოვდა, ხოლო დედისგან ყველაფერი იცოდა და უზომოდ უყარდა. დათომ გულთან ახლოს მიიტანა ეს ნაამბობი და ისიც გაიგო რომ ქალბატონი ნინოს მშობლები ძმის ამბავს გადაყვენენ და ნაადრევად გამოეთხოვნენ წუთისოფელს, ხოლო ის ოჯახი სამუდამოდ დაემდურა მკველობის გამო.
დათომ სამი თვე იდეალურად გაატარა საქართველოში და ქართველი ხალხი ძალიან შეუყვარდა.

* * *

საბერძნეთში დაბრუნებულს კი შვილმა ყველაფერი მიამბო ჩემს ისტორიაზე. ჩემს შვილს მეგობრის ბიძა ძალიან ეცოდებოდა და ქალბატონი ნინო, ის კი არ იცოდა, რომ სწორედ ის კაცი იყო მამამისი.
ვეღარ ვძლებდი, ან უნდა მეთქვა შვილისთვის ყველაფერი, ან სამუდამოდ უნდა გავმქრალიყავი . . . ერთ მშვენიერ დღეს მე გადავწყვიტე, რომ საქართველოში დავბუნებულიყავი და თვალი გამესწორებინა წლების შემდეგ ყველაფრისთვის, შევთავაზე დათოს გამომყოლოდა, ისიც სიამოვნებით დამთანხმდა.
თბილისს როცა ვესტუმრე, ვიგძენი, რამხელა გავმხდარვარ, როგორ გავზრდილვარ და როგორ შევცვლილვარ . . . რა თქმა უნდა სახლში ვერ მივიდოდი, დათოსგან კი ვიცოდი, რომ იქ ცხოვრობდა ჩემი და მაგრამ ვერ შევძლებდი ეგრევე იქ მისვლას. დავბინავდით სასტუმროში, დათო ეგრევე გაქანდა თავის თბილისელ მეგობრებთან. მე კი მარტო ვიყავი სასტუმროში რომელიც თბილისს გადაცქეროდა და ვტკბებო დი ყოველივე ამით. მახსენდებოდა ჩემი ბავშვობა, ჩემი სკოლა, ჩემი თანაკლასელები, ჩემი ეზო, ჩემი პირველი შეყვარებული, ჩემი ქალაქი და საერთოდ მეგონა, რომ თავიდან დავიბადე . . .
ფიქრებში გართულს კარების ხმამ გამომაღვიძა. დათო რუსულად საუბრობდა, ეტყობოდა, მარტო არ იყო. შორიდანვე დავინახე, გოგო რომელიც მას მოყვებოდა, მე ისევ ჩემი ბავშობა დამიდგა თვალწინ, მეგონა რომ ისევ 14 წლის ვიყავი და ჩემი და მოდიოდა, მაგრამ იხტიბარი არ გავიტეხე და გავმაგრდი. წამოვდექი, გოგომ შემომცინა და ბერძნულად მომესალმა. როგორც აღმოჩნდა დათოს ესწავლებინა მისთვის მცირეოდენი ბერძნული, როგორც მას ქართული დათოსთვის. ეტყობოდა. ჩემი სიამოვნება უნდოდა, მაგრამ მე ქართულად ვუთხარი
- გამარჯობა, ნატა . . .
ორივეს სახეზე ღიმილი შეაშრა.
- თქვენ ქართული იცით?
თავისდაუნებლიედ წარმოთქვა გოგომ.
- ვიცი, შვილო, ვიცი, განა არ უთქვამს დათოს, რომ ბებია ბაბუა ქართველები მყავდა?
თვითონვე შევამჩნიე ჩემი ბერძნული აქცენტი ქართულ საუბარში . . .
- არაფერი უთქვამს. მშვენივრად საუბრობთ ქართულად . . .
- მამა, გამაგებინე, რატომ აქამდე არ მითხარი, რომ ქართული იცოდი? -
დაიბნა დათო და ბერძნულად მითხრა საყვედური . . .

* * *

- ასე მოხდა ყველაფერი . . . მე დათომ გადამადგმევინა ეს ნაბიჯი, რომ დაბრუნებულიყავი აქ, ჩემს ქალაქში, ჩემს მშობლიურ კუთხეში. მან გამიღვივა, ხანში შესულს, აქ დაბრუნების წყურვილი, როცა აღფრთოვანებით მიყვებოდა დაბრუნებული, შენზე ნატა, ჩემს პატარა დიშვილზე და ჩემს დაზე . . . რომელიც ქვეყანას მერჩივნა . . .
- თქვენ გიგა?!
- მამა?!
- ბიძაშვილ მამიდაშვილები ხართ შვილებო, თქვენში ერთი სისხლია, მიხარია, რომ იპოვეთ ერთმანეთი . . .
ორივემ ერთმანეთს გადახედეს. ნატას თვალები ცრემლიანი ქონდა, დათო კი გაოგნებით მიშტერებოდა საკუთარ ნათესავს, ხან კი მამას, რომელიც ადგა და აივანზე გავიდა . . .
გიგა უყურებდა თბილისს, უნდოდა ყველაფერი ეს თავის დისთვისაც ეამბნა, ისე, როგორც შვილს და დისშვილს უამბო, მაგრამ უფრო ძნელი იქნებოდა, რადგან და იყო, რადგან და დანახვისთანავე იცნობდა ძმას, ძმას რომელიც წლების წინ გამოიგლოვა . . . ნატა წამოდგა და მოეხვია ბიძას, რომელიც უყვარდა დედის ნაამბობიდან, რომელზეც ბევრი რამ სმენია, რომლებიც გაყარა უბედურმა შემთხვევამ . . .
- მე წავალ დედასთან . . .
- მოიცადე, მზად ვარ კი?!
- ბიძია, თქვენ ეს უნდა შეძლოთ . . . დედამ შავები უნდა გაიხადოს.
დათოს არ ესმოდა ქართული, არ ესმოდა თუ რას საუბრობდენ მის თვალწინ, მაგრამ ხვდებოდა, რაზე შეიძლებოდათ `დედა~ ეხსენებინათ.
გიგა მეორე დღეს ესტუმრა დას, რომელმაც არ იცოდა მის შესახებ, რადგან ნატას არ უნდა გაემხილა მისთვის, ეს გიგას თხოვნა იყო. კარი თმაში ჭაღარაშეპარულმა ქალმა გააღო, უნდოდა ეთქვა, ვინ გნებავთ, როცა ნატამ მეორე ოთახიდან თავი გამოყო და – მობრძანდითო, დაიყვირა. განზე გადგა ნინო, გიგამ კარის ზღურბლს ფეხი გადადგა და ნინომ დათო დაინახა, ძალიან გაუხარდა და გულში ჩაიკრა. რუსულად მიმართა
- მამაშენია?
- დიახ ქალბატონო ნინო . . .
- შემოდი, შემოდი . . .
- ბოდიში, ქალბატონო, რომ დაუპატიჟებლად შემოგეჭერით, მე ხომ თქვენთვის უცხო ვარ, მაგრამ დათომ მაიძულა . . .
- არაფერიც, თქვენ მუდამ სასურველი სტუმარი ხართ – დაიყვირა ნატამ.
სასტუმრო ოთახში შევიდნენ, ნინო სამზარეულოში გადი-გამოდიოდა, გიგას კი გული საგულეში აღარ ჰქონდა, ელოდა მომენტს, როცა ნინოც სიმართლეს გაიგებდა, მაგრამ ქართველი სტუმართმოყვარე ქალი არ ჩერდებოდა და ფუსფუსებდა.
- დე, მოდი რა, სანამ მამა მოვა სტუმრებს მიაქციე ყურადღება.
- შენ მანდ არ ხარ?! მიდი დაჯექი, მარტო არ დატოვო, მეც მალე მოვალ, ხაჭაპურსაც გამოვაცხობ, სტუმრებს სათანადო პატივი ვცეთ, მითუმეტეს, როცა უცხო კაციც არის . . .
- ქალბატონო ნინო, გამობრძანდით გევედრებით! – ძლივს ამოღერღა გიგამ.
შეშფოთებულმა გამოიხედა და
- თქვენ ქართული იცით?
- დიახ . . .
- ეს როგორ?
- მობრძანდით, გევედრებით, არ გვინდა ხაჭაპური, სხვა დროს იყოს . . .
- კი მაგრამ . . .
- დედა, დაჯექი, როცა გეუბნებიან!
ნინო ჩამოჯდა და უყურებდა ორ უცხო ადამიანს და გრძნობდა რაღაცას.
- შენ რატომ არ იცი ქართული დათო?
- მე არ მასწავლა, გუშინ გავიგე საერთოდ, რომ მან იცოდა.
- ნინო, არ გეწყინოთ რომ მხოლოდ სახელით მოგმართავთ, მაგრამ მე მგონი მაქვს ამის უფლება, მე რაღაც უნდა გიამბოთ.
ოთახში სიჩუმე ჩამოვარდა. ნინო გიგას უყურებდა თავლმოუშორებლად და რატომღაც მამა გაახსენდა, რადგან ახლახან აღმოაჩინა, რომ ბერძენი სტუმარი, რომელმაც ქართული იცოდა, ძლიერ ჰგავდა მამას . . . თვალზე ცრემლები მოადგა და ბოდიშიც მოიხადა, მაგრამ არ გაამხილა, თუ რა ატირებდა. ამ დროს, გიგა ფეხზე წამოდგა და ნინოს მიუახლავდა. ნინომ იუცხოვა და ყვირილი დააპირა, როცა გიგამ გულში ჩაიხუტა თავისი საყვარელი დაიკო და წარმოსთქვა:
- ნინო, გიგა გახსოვს?
- გიგა? – ხმა დაუდაბლდა ქალს.
- გიგა . . . – გაიმეორა გიგამ.
- ჩემს ძმას ერქვა გიგა, მაგრამ თქვენ საიდან იცით? აა, ალბათ ნატამ გიამბოთ, ან დათომ, მანაც იცის.
ქალს აშკარად შეეტყო ანერვიულება, ის ისევ მისთვის ვიღაც ბერძენის მკლავებში იყო და უხერხულად მოძრაობდა და ცდილობდა, რომ თავი დაეღწია, მაგრამ გიგა დას ხელიდან არ უშვებდა და იმასაც ვერ ამბობდა, რომ მისი ძმა იყო . . .
- ნინო, გიგა როგორი გახსოვს?
- თქვენ რა გინდათ?
- მაინტერესებს!
- ნატა მამას დაურეკე!
- დედა რისთვის გინდა მამა?
- დაურეკე გეუბნები! – ნინოს შეეშინდა და ამიტომ მოითხოვა ხმის აწევით, დაერეკა მეუღლესთვის.
- არ არის საჭირო ნინო, ჩემი ნუ გეშინია, მე ხომ . . .
- რა შენ ხომ? რა გინდა? ხელი გამიშვი . . .
- გიგა ვარ . . .
ნინომ მოძრაობა შეწყვიტა, თვალი დახუჭა, ბავშვი მოელანდა, 14 წლის ბავშვი, რომელიც მან დაკარგა, ძმა, რომელიც უზომოდ უყვარდა. ისევ გაახილა თვალი და შეხედა კაცს, რომელიც მამას ახსენებდა, რომელიც ძლიერ ჰგავდა ქართველს. გადახედა დათოს, მასში თავისი პატარა ძმა დაინახა. შეხედა ისევ გიგას, მიხვდა ყველაფერს და კოცნა დაუწყო . . .
გიგას დაბრუნებამ ტკივილის განახლება გამოიწვია დის გულში, თუმცა სითბო და სიყვარული და რაც მთავარია, საყვარელი პიროვნება დაიბრუნა.
ნინომ მშობლების საფლავზე გაიყვანა ძმა, რომელიც თავს იდანაშაულებდა ყველაფერში და ყოველ წამს ბოდიშს იხდიდა იმ უბედური შემთხვევის გამო და დიდი ტკივილის გამო, რომელიც მშობლებს და დას მიაყენა . . . ნინო კი ყოველ წამს აწყნარებდა და, ეუბნებოდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა და ყოველ წამს სთხოვდა იმას, რომ საბერძნეთში აღარ დაბრუნებულიყო და არ მიეტოვებინა ხელმეორედ.
- მამიდა, ქართულს ხომ მასწავლი?

* * *
შემოდგომის ლამაზი საღამო იწურებოდა, ფოთლები შრიალებდნენ . . . სასაფლაო ცარიელი იყო, ირგვლივ არავინ ჩანდა. ქვიდან მომცინარი მარად ახალგაზრდად დარჩენილი ჭაბუკის სახეს ხანში შესული მამაკაცის ხელები ეფერებოდა . . . და საფლავის მიწას კი ცრემლები ასველებდა . . .
 
კატეგორია: ♥ისტორია♥ | ნანახია: 978 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-12-27, 4:00 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 19
სტუმარი: 19
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024