სად ხარ, სევდა მომერია სულ შენ მელანდები, მწყურვალს სყალი რომ მოენატრება უდაბნოში- ისე მენატრები! ოცნების კოშკები შენთან შეხვედრისა ბევრჯერ ამიგია, მითხარ სად გეძებო, რომელ გზას დავადგე,- ვეღარ გამიგია! ერთი გაღიმება ისე გამაცოცხლებს, ისე გამახარებს, მოდი,ძველებურად ისევ გამაცოცხლე,ისევ გამახარე! მოდი,დამიბრუნე ძველი ხალისი და ძველი აღმაფრენა შენ ერთს შეგიძლია უძირო სევდისაგან ჩემი გადარჩენა! შენ ერთს შეგიძლია ისევ გამიბრწყინო მზერა ნაღვლიანი, ისევ ამიყვავო სულში გაზაფხულის ლურჯთვალა იანი... სად ხარ,სევდა მომერია ისე მედარდები, მომაკვდავს სიცოცხლე რომ მოენატრება, ისე მენარები...............
|