ჩემი სახლია კუბო წყეული. ვიცი ვიქნები მარად ეული. ჩემთვის უცხოა ვნება და შიში. მტაცებელია ჩემს ველურ სისხლში. ღამეა ჩემთვის ხანა რჩეული. მაშინ იღვიძებს ჩემში გრძნეული. წყვდიადში ისმის ბოდვა და კვნესა. მჩვევია სისხლით ეშვების მოსვრა. აჩრდილთა ჯარი მიყურებს შიშით. როცა დავცურავ მე მსხვერპლთა სისხლში. სულთა გოდება.ცრემლი დაღვრილი. ღამის ზმანება არის ნამდვილი. ილუზიებსაც არ აქვს ნაპირი.... მოგესალმებით:მე ვარ ვამპირი...