♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 27 » მე-ნახატი
8:26 AM
მე-ნახატი
 

არასოდეს მიფიქრია გამეჩერებინა დრო, ყოველთვის მეგონა რომ მასზე იყო დამოკიდებული სიცოცხლე და მისი გაჩერებით სუნთქვას შევწყვეტდით.
არადა მუდამ მეგონა რომ უმიზნოდ მეკარგებოდა წუთები..
წლებთან ერთად დავრწმუნდი რომ მართლი ვიყავი და დროსთან ერთად სიცოცხლის წუთები განვლიე უაზროდ.
შემდეგ ფიქრებს სუდარა გადავახურე და შავ კედლებში გამოვიკეტე თავი. 
ბავშვობა გამოვიგონე და მასში ჩავტოვე ოცნებები, რომელთა აუხდენლად დატოვება მსურდა. 
მე ჩემს ზღაპარს ვქმნიდი და ადამიანებში ვეძებდი ფერებს, რათა ყველაზე ლამაზი ზღაპარი მქონოდა. მაგრამ დრომ აქაც დამაჯერა თავისი სიძლიერე და დაკარგულ წუთებს გაყვა ჩემი ზღაპრისთვის განკუთვნილი ფერები.
არასოდეს ვყოფილვარ ბავშვი, მაგრამ ყოველთვის მტკიოდა ჩემი არარსებული ბავშვობა.
მერე მივხვდი რომ სიყვარულიც ამიტომ გვტკივა ასე ძალიან, რადგან იგი არ არსებობს. 
ბავშვობასთან ერთად სიყვარულიც გამოვიგონე და ჩემს ოთახის კედლებს შავი ფერი ჩამოვახიე.
მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, ღირდა თუ არა არსებობა.
ველოდი დღეს, როცა აღმომაჩენდნენ და ბოლოს მივხვდი რომ ფერებს ვკარგავდი ლოდინში..
ჩემი ოთახის კედლებს მარტოობა რომ შეერიათ, სწორედ მაშინ მივხვდი რომ მხოლოდ ტკივილი მქონდა, ისიც არარსებულ სიყვარულთან ერთად.
წამოვდექი… მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმის სურვილმა მაიძულა გამეხსენებინა, რომ მე არასოდეს ვყოფილვარ ბავშვი, მაგრამ ყოველთვის ვიყავი ქალი.
ქალი – გრძნობებისგან დაწნული ფიტული. გარს შემოვიხვიე თვალები და მზერებში შევფუთე სული.მერე დიდხანს ვფიქრობდი ალუბლისფერი პომადა უფრო მომიხდებოდა თუ ტუჩისფერი და ვცდილობდი კადრებივით შემეცვალა დარდი.
ადამიანური სისუსტეებით გავიტენე და დავემსგავსე ქალს, რომელიც არასოდეს იქნება ფიტული. 
ასე მეგონა თავად ვაწყობდი ჩემს თავს, ვურჩევდი მას საუკეთესო თვისებებს.
მე სუფთა ფურცელი ვიყავი, რომელზეც თავად გადმომქონდა ფერები, რომლებსაც დრო მიშლიდა.
ციფრები იზრდებოდნენ და უფრო მეტად იკავებდა სივრცეს სხვების მიერ შერჩეული დღეები. მე ფერები გამიხუნდა.. 
უაზრობების აჩემება დავიწყე და ვუმტკიცებდი თავს, რომ ცის იქით არაფერია ვარსკვლავების გარდა, ვაჯერებდი ჩემს თავს რომ ვარსკვლავებს ბასრი კიდეები აქვთ და მათი მოწყვეტა არ შეიძლება.ბოლოს იქამდე მივედი რომ სურვილად ჩემი არსებული დღეები ვაქციე და დავემონე დროს, რომელიც ისევ მძარცვავდა სიცოცხლეს.
როცა მივხვდი თუ როგორ გავემიჯნე ჩემს თავს, ადამიანებს მივადექი. 
ისინი ჩემთვის სკივრები იყვნენ. ყველანაირი გზით ვცდილობდი მათ შიგნით შეღწევას და ვარჩევდი თვისებებს ჩემი არსებობის დასამტკიცებლად.
მე ისევ მჯეროდა რომ არ ვარსებობდი და ისევ ამას ვაბრალებდი ჩემი თავის ასე ძლიერ ტკივილს..
ისევ მჯეროდა რომ ვიყავი ქალი, რომელიც უნდა აღმოაჩინონ, მაგრამ ამისთვის მე ფერები მაკლდა.
მე ვძარცვავდი ადამიანებს, ვართმევდი მათ ჩემს მიერ მოწონებულ განცდებს და ვიმოსებოდი.
ქაოსურად მიმოვიბნიე ამდენ აბსტრაქტულ არსებაში. 
გვიან მივხვდი რომ ჩემი თავი დამეკარგა ამ ქაოსში.
მისი თვალები მაჯერებდნენ, რომ ამდენ არსებულ საშინელებას შორის შეიძლებოდა არაგამოგონილი სითბო ყოფილიყო. 
მისი თვალების ყურებისას უნებურად მეღიმებოდა და მრცხვენოდა ამ ღიმილის, რადგან ის ისეთი თბილი იყო, რომ მეგონა მის თვალებს ვპარავდი ფერებს…
– მაპოვნინე ბედნიერება და მე გიწილადებ მას.
ვეუბნებოდი ხშირად. ასეთ დროს გულთან მიხუტებდა და დიდხანს მეფერებოდა თმაზე.
ეს იყო ერთადერთი მომენტი, როდესაც დროის მაგივრად მის გულისცემას მიჰქონდა ჩემი სიცოცხლე.
მე მიყვარდა მისი პატარა ხელები, თბილი თითები…
მან შეძლო დაემტკიცებინა, რომ სიყვარული არსებობს და იგი შეიძლება უმტკივნეულოც იყოს.
– იცი, შენ არასოდეს იქნები მარტო. მე შენს გვერდით არსებული სიცარიელე ვიქნები.
ხშირად ვერ ვარჩევდი მის სიტყვებს, ყველანაირი გადარჩევის გარეშე იწოვდა ჩემი არსება მათ.არასოდეს მინატრია ბედნიერება, რადგან ვთვლიდი რომ მის იქით არაფერი იყო.
მისმა თვალებმა დამაჯერა, რომ ბედნიერების მერე ცხოვრება გრძელდება, რომ ის უბრალოდ წუთიერი სტიმულია, ზეციდან გადმოგდებული.
გვიან მივხვდი რომ შენ ჩემით იყავი ბედნიერი, რომ შენ არ გდომებია გაყოფილი ბედნიერება. 
მე შენი ფრთები ვიყავი, შენ კი ჩემით იყავი ანგელოზი.
შევკრთი.. შენ არ აღმოგიჩენივარ, შენ უბრალოდ გჭირდებოდი.

მე ისევ ავაკარი ჩემს კედლებს შავი ფერი და სუდარაგადაფარებულ ფიქრებს მივუბრუნდი.
დღეთა დინებას მხოლოდ მოგონებები მისდევდა და მე აღარ მენანებოდა სიცოცხლის წუთები, რომლებსაც უმიზნოდ ვკარგავდი.
მე ვასრულებდი ნახატს, რომელსაც გრძნობისგან დაწნული ქალი ერქვა.
აღარ ვეძებდი ადამიანებში ფერებს. 
სარკეში ჩახედვისას მხოლოდ ჩამუქებულ სევდას ვხედავდი ტუჩის კუთხეებში. თითქოს ობი მოსდებოდა ღიმილს.მხოლოდ თვალები მქონდა ცოცხალი. მთელ სხეულში მხოლოდ ისინი ფეთქავდნენ. მათში იყო აღბეჭდილი ყველა ციფრი, ყველა არსებული და მოგონილი განცდა. შეყუჟულიყო მათში ჩემი არსებობა.. 
ქუჩაში სიარულის დროს თვალებს ვხრიდი, მათი სიშიშვლე მთრგუნავდა.
გაღრმავდა ნაპრალი ჩემსა და სამყაროს შორის, მასში ჩაილექნენ ჩემს გარშემო არსებული ადამიანები.
მე აღარ განვიცდი. მივხვდი როგორ უნდა შევუხამო ჩემი მოგონილი განცდები არსებულ დღეებს.
მივხვდი რომ არსებობს ქვეყნად სულ მცირე ერთი გრძნობა, რომელიც არასოდეს კარგავს ფერებს.
ვიწამე ვნება და შიშველი თვალების მიღმა გამოვკეტე ის.
– მე არ მინდა გჭირდებოდე, თუნდაც როგორც ჰაერი. ადამიანები ჰაერის საჭიროებით ცოცხლობენ, მაგრამ ვერასოდეს აფასებენ და გრძნობენ ამას. მე არ მინდა გ ჭ ი რ დ ე ბ ო დ ე …

ბოლოს იმდენად გამიშიშვლდა თვალები, რომ გამოკეტილი ვნება ჩამეღვარა სხეულში.
ის თავად მძენდა ფერებს ნახატზე, რომელიც მე ვიყავი.
მე ვიყავი ქალი, რომელიც აღმოაჩინეს.
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1047 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-11-22, 2:25 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 28
სტუმარი: 28
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024