მე ის სევდიანი წამიც მიყვარს, ლამაზ ბავშვობას რომ მომაგონებს, მინდა ერთი ლექსი დაგიტოვო და დღეს ჩემი თავი მოგაგონდეს. თუ რა ძლიერია ჩემი გრძნობა, როგორ გამაწამა სიმარტოვემ, ისევ უშენობის სევდა მოაქვთ ხეებს,რომლებიც ჩვენ მივატოვეთ. ო,რა მონდომებით ვამზადებდი შენთვის ფერად–ფერად მისალოცებს, ნეტა მაშინდელი სიხარული შენში ვარსკვლავივით კიაფობდეს. ახლაც ისევ ისე მენატრები და არც მიეცემი დავიწყებას, მარტო ეს ლექსები წაიკითხე და არ დამჭირდება დაფიცება. ვიცი ახლა სულ სხვას ეფერები, არც მე დამკლებია სიყვარული, მაგრამ არასოდეს მომასვენებს, შენთან განშორების სინანული. შენი მონატრება ტკივილია, თურმე ასე არვინ მყვარებია, ჩემი ნაღველიც და სიხარულიც შენი გახსენების წამებია.....
|