♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 8 » მარტოობის დამარცხების 20 საშუალება
1:53 PM
მარტოობის დამარცხების 20 საშუალება

მარტოობა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ცხოვრების ეს თანამგზავრი კი ბევრი ჩვენთაგანისთვის ძნელად ასატანია. თუმცა, როდესაც ის არ უფიქრდება მარტოობის განცდას, აღარც არის მისგან შეწუხებული, მაგრამ ასეთი ადამიანები პირადად მე არ შემხვედრია. მარტოობის სარგებლობის აღქმა ყველაზე უფრო მეტად შეუძლიათ, ხელოვანებს ვინაიდან მათთვის მარტოობა – თავისუფლებაა. რაც შეეხება ჩვეულებრივ ადამიანს, რომელიც არც ხელოვანია და არც მარტოობის მოყვარული, ამ უკანასკნელს აღიქვამს როგორც ტანჯვას და ტუსაღობას ჭეშმარიტი სიყვარულის მოლოდინში. მათთვის მარტოობა – ციხეა. ეს მტკივნეული და მწარე განცდაა და ამ ყველაფერს რა თქმა უნდა თან ახლავს დეპრესია და სასოწარკვეთილება. თუმცა, არსებობს მეთოდები, რომელთა საშუალებით შესაძლებელია მარტოობის დამარცხება და მასთან ჰარმონიულად ცხოვრება. ასეთი შესაძლებლობები კი მრავალია და არა ერთხელაა შემოწმებული. იმედია, რომ ეს სტატია და აქ წარმოდგენილი მეთოდები ისევე დაგეხმარებათ თქვენ (თუ რა თქმა უნდა მარტო ხართ, ვინაიდან ბედნიერ და სიყვარულში წარმატებულ ადამიანებს ასეთი სტატიები ნაკლებად აინტერესებთ) როგორც მე, თავის დროზე.

1. უპირველეს ყოვლისა აღიარეთ თქვენი თავის წინაშე, რომ : "დიახ! ცხოვრების ამ ეტაპზე მარტო ვარ! თავსაც ცუდად და მიტოვებულად ვგრძნობ. არ მომწონს ასეთი მდგომარეობა და მზად ვარ, რომ ცვლილებების გზას დავადგე და ვიცი, რომ მეყოფა ძალა და ნებისყოფა, მოვერიო დარდს და სევდას!". ეს ბოლო ორი ფრაზა კი ეცადეთ ხშირად იმეოროთ, დღის მანძილზე.

2. არავითარ შემთხვევაში არ ვზივართ გულხელ დაკრეფილები! სასწრაფოდ გვჭირდება საქმე და შრომა, ამის შესაძლებლობას კი ჩვენი სახლი თუ ბინა, ნამდვილად გვაძლევს. ტყუილა არ არის ნათქვამი, რომ ადამიანი შრომაში იხარჯება და პულობს შვებასო.

3. მუშაობას თუ დალაგებას აუცილებლად შეუფერეთ სიმღერა! იმღერეთ, ხმამაღლა და შეუჩერებლად. დაარღვიეთ სიჩუმე და სიმღერის საშუალებით დაიცალეთ ნეგატიური და უარყოფითი გრძნობებისგან.

4. როგორც ძველი ერები გვასწავლიან, ძლიერი მუსიკა, ჰიმნები, ტრიუმფალური მარშები და კლასიკური მუსიკა, ადამიანს ოპტიმისტურ განწყობას და ძალას მატებენ. სწორედ ამიტომ, სიმარტოვის და სევდის დასამარცხებლად ხშირად უსმინეთ ძლიერ სიმფონიებს და კლასიკას, რაც მრავლად არის როგორც ქართულ ასევე უცხოურ მუსიკაში.

5. შეიცვალეთ გარეგნობა: თმის ფერი, ვარცხნილობა, იმიჯი, ჩაცმულობა, სტილი, ქცევის მანერები. ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის, რომ ჩვენ საკუთარი თავი ახლებური კუთხით დავინახოთ და უფრო მეტად შევიყვაროთ. გაუმჯობესებული და გაბრწყინებული ადამიანი კი ყველასათვის საინტერესო და სასურველია.

6. ცხოვრება თეატრია, ჩვენ კი მსახიობები ვართ. სწორედ ამიტომ ღირსეულად თამაში უნდა შევძლოთ და ცხოვრებაში არა მეორეხარისხოვანი როლი, არამედ მთავარი როლი უნდა შევასრულოთ. ეცადეთ ხშირად გაიღიმოთ და გაიხსენოთ ყველა ის ღირსება, წარმატება, სილამაზე და დადებითი თვისებები რაც გაქვთ. ნუ დაიმალებით და ნუ ჩაიკეტებით თქვენს საკუთარ თავში. ეცადეთ გაღიმებული და გაბრწყინებული გამოჩნდეთ მეგობრების წრეშიც, ოჯახშიც და სამსახურშიც.

7. დაივიწყეთ ყველაფერი ძველი: უსარგებლო ნივთები, ჩვევები, შეხედულებები და სტერეოტიპები. განტვირთეთ სახლი ზედმეტი ნივთებისგან და დატოვეთ მხოლოდ ისეთები, რომლებიც თბილ და კარგ მოგონებებს უკავშირდება.

8. ჩვენ ყველანი, მთელი სამყაროს განუყოფელი ნაწილი ვართ. სწორედ ამიტომ დახმარებისთვის უნდა მოვიხმოთ 4 პლანეტური სტიქია – ცეცხლი, ჰაერი, მიწა და წყალი. არა, ეს არა ჯადოქრობა არამედ რელობაა, რომელსაც ადამიანები ათასწლეულების მანძილზე იყენებდნენ და თანაც წარმატებულად.





• ეცადეთ სახლში ყველაზე უსაფრთხო ადგილებში დაანთოთ სანთლები ან თუნდაც ბუხარი. ცეცხლი გააქრობს დარდს და ძალას შეგძენთ.
• გააქარწყლეთ დარდი წყლის საშუალებით. მიიღეთ აბაზანა ან შხაპი და ხშირად გაიმეორეთ: `ამ წყალთან ერთად წავიდეს ჩემი დარდიც~. როგორც ცნობილია წყალი აქრობს ნეგატიურ შეგრძნებებს.
• ყოველ დილით და ღამით ძილის წინ, ღრმად შეისუნთქეთ სუფთა ჰაერი, ფანჯრის წინ ან აივანზე. იყავით მადლიერი ყოველი დღისთვის რაც წარსულში გქონდათ და რაც მომავალშიც გექნებათ.
• იარეთ ფეხშიშველა სუფთა მიწაზე, სულ რაღაც 15-20 წუთით. ასეთი ადგილები კი თბილისში მრავლადაა. აირჩიეთ საბავშვო მოედანი, სუფთა სკვერი, მოვლილი ეზო და თამამად შეიგრძენით მიწა შიშველი ფეხებით. მიწა მოგცემთ ძალას და განგტვირთავთ უარყოფითი ემოციებისგან.

9. ესაუბრეთ თქვენს თავს. ეს საჭიროა იმისათვის, რომ გააცნობიეროთ უმთავრესი ფაქტორი: "მე ჩემი საკუთარი თავი მყავს". ისაუბრეთ თქვენს სურვილებზე, ოცნებებზე, მიზნებზე. ერთი სიტყვით გააცნობიერეთ, რომ თქვენ საკუთარი შინაგანი "მე" გყავთ და იმეგობრეთ მასთან.

10. დახმარებისთვის ვიხმობთ ფერების თერაპიას! დახუჭეთ თვალები და დააკვირდით რა ფერს ხედავთ. შესაძლებელია ეს ეგრევე არ გამოგივიდეთ. ასეთი ვარჯისები დეპრესიის დამარცხების და ყურადღების გადატანის საუკეთესო საშუალებაა.


11. დავიხმაროთ სურნელებიც. არომათერაპია ერთ-ერთი უძველესი და სასარგებლო მეთოდია დეპრესიის წინააღმდეგ. შეიძინეთ ახალი სუნამოები და ასევე ოთახის `სპრეი დეოდორანტები~. დაე თქვენს სახლში სასიამოვნო, კრისტალური და გამოცოცხლებული სურნელი ტრიალებდეს.

12. ჩაეწერეთ სხვდასხვა კურსებზე, იქნება ეს უცხო ენების, საჭმლის მომზადების, ცეკვის, მანქანის მართვის თუ სხვადასხვა მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრის შესასწავლი კურსები. ასეთი ადგილები დაგეხმარებათ უფრო მეტ ადამიანთან ურთიერთობის დამყარებაში, მეგობრების შეძენაში, ცხოვრების გახალისებაში და უბრალოდ სიმარტოვის დავიწყებაში.

13. მოამზადეთ სადილი და სტუმრად მოიწვიეთ ახლობლები. თუ დასაპატიჯებელი არავინ გყავთ, ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ მოიწვიოთ ის ადამიანი, რომელიც ყოველთვის თქვენს გვერდითაა – მეზობელი. შეიძლება მას ადრე ვერ ამჩნევდით, მაგრამ, ერთობლივი სადილის შემდეგ თავისუფლად არის შესაძლებელი დაახლოვება და დამეგობრება. თუ ასეთი ორმხრივი ვიზიტები ხშირი იქნება, ეს ორივესთვის სასარგებლო იქნება.

14. გახდით მოთხოვნადი. ეს არც ისეთი რთულია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. გამოაქვეყნეთ განცხადება წრის შექმნის შესახებ ისეთი ბანალური სათაურებით როგორიცაა: `სასოწარკვეთილი დიასახლისები~; `1000 რჩევა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გამდიდრდე~; `როგორ მოვიცილოთ არასასურველი თაყვანისმცემლები~ და მიუთითეთ თქვენი ტელეფონი. ამის შემდეგ კი ზარები თქვენს ნომერზე ნამდვილად არ შეწყდება. ქალები ყოველთვის ინტერესდებიან ასეთი საკითხებით. მართალია, პირადად მე ეს მეთოდი არ გამომიყენებია. თუმცა, მსმენია, რომ ეს საკმაოდ პრაქტიკული, სასარგებლო და სახალისოა.

15. შეადგინეთ თქვენი გართობის სია: გაითვალისწინეთ, რომ ტელევიზორის ყურება და ინტერნეტი ამ სიაში არ შედის. გართობა მხოლოდ ადამიანების გარემოცვაში უნდა შეძლოთ. წადით კინოში, თეატრში, ოპერაში თუნდაც მარტო. დაათვალიერეთ მუზეუმები, გამოფენები და ჩვენი მშვენიერი თბილისის უამრავი თავლსაჩინო ადგილი და დღის ბოლოს, დაღლილი და დაქანცული, თუ კაფეში ან რესტორანში მოითქვამთ სულს და თუ ახალგაზრდა და სიმპატიური მამაკაცი ეცდება თქვენს გაცნობას, რა თქმა უნდა უარს არ იტყვით.

16. გაემგზავრეთ უცხოეთში და შორეულ ქვენებში. ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, თამამად შემიძლია ავღნიშნო, რომ მოგზაურობა უცხო ქვეყნებში დარდს და სევდას სასიკვდილოდ ამარცხებს. მიენდეთ ბედს და დატკბით ცხოვრებით. როგორც ცნობილია მოგზაურობის დროს შემდგარი მეგობრობა, არა ერთხელ გადაზრდილა სასიყვარულო ურთიერთობაში.

17. დაეხმარეთ თქვენს ტვინს და ავარჯიშეთ ის რაც შეიძლება ხშირად. ისწავლეთ 1 ლექსი დღეში. თუნდაც, პატარა და სახალისო. ასევე შეგიძლიათ იკითხოთ საინტერესო წიგნები. კარგი ლიტერატურის კითხვა, ერთ-ერთი კარგი საშუალებაა განტვირთვისთვის.

18. დარგეთ ყვავილი ან მცენარე. მოუარეთ, ესაუბრეთ და უმღერეთ მას და იცოდეთ, რომ მას ყოველი თქვენი სიტყვა ესმის. გაეცით სიყვარული და ის აუცილებლად დაგიბრუნდებათ. ამის შემდეგ კი მიხვდებით, რომ სიმარტოვისგან არა მხოლოდ ადამიანი შველის ადამიანს, არამედ ცოცხალი არსება ცოცხალს.

19. შეიძინეთ ძაღლი, კატა ან სხვა ნებისმიერი შინაური ცხოველი. ჩემივე გამოცდილებიდან გარწმუნებთ, რომ ცხოველები გვიხალისებენ, გვიადვილებენ და გვილამაზებენ ცხოვრებას და ასევე გვავიწყებენ მარტოობას.

20. ბოლო და ყველაზე მთავარი. რა უნდა ახსოვდეს იმ ადამიანს, რომელიც მარტოა? ის, რომ მის გარშემო ასევე ძალიან ბევრი მარტოხელა ადამიანია, რომლებსაც სითბო, ყურადღება და სიყვარული თანაბრად სჭირდებათ. ზოგიერთი მათგანი, სხვადასხვა საშუალებებით ცდილობს სიმარტოვისგან განთავისუფლებას, ზოგიერთი კი თქვენს დახმარებას ელოდება. გაუწოდეთ მათ ხელი და დაინახავთ, რომ აღარც თქვენ ხართ მარტო. უბრალოდ უნდა გაბედოთ ნაბიჯის გადადგმა.
ოსკარ უაილდმა ბევრ სხვა სიბრძნესთან ერთად, კიდევ ერთი საინტერესო აფორიზმი დაგვიტოვა, სიმარტოვის შესახებ: "საკუთარი თავის შეყვარება, ეს იმ რომანის დასაწყისია, რომელიც მთელი ცხოვრების მანძილზე გასტანს". შეიყვარეთ თქვენი თავი და თქვენ მარტო აღარასოდეს იქნებით. წარმატებებს გისურვებთ...
კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1102 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 10:22 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 9
სტუმარი: 9
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024