♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 18 » მარტო ვარ...
1:06 PM
მარტო ვარ...


მარტო ვზივარ, მოვიწყინე ბნელ ოთახში, ბნელა იმ ოთახში, სადაც არავინ, არავინ, არავინ მეგულება. . . . სადაც სიჩუმე ფანტავს ოცნებას, სიჩუმე არღვევს აქ მეუფებას, რომელიც ძლეულს ერთს შეუძლია. . . ბნელა ოთახში და მე ისევ მარტო ვარ, მე და სიბნელე. . . სიჩუმეა, ძველებურად გარინდულია აქ ყველაფერი. . . . სიჩუმე მიხმობს. . . . ეს უცნაური დიადი შეგრძნება. . . გულში მიხუტებს. . . . ჩემი გულის ხმა მხოლოდ მას ესმის. . . . მხოლოდ მას ესმის იმ თბილი ალერსის, რომელიც უწინ იმ ქალს ესმოდა. . . იმ ერთადერთს. . . ქალმა, რომელმაც თბილი ალერსი მე შთამაგონა. . . ლამაზი სიტყვები. . . თბილი ხელები. . . წყლიანი თვალები. . . ნაზი მოფერება. . . ალერსიანი თბილი ამბორი. . . . ასე უსასრულოდ, ეს მან მასწავლა. . . ბნელ დიდ ოთახში, სადაც ოდითგან სიჩუმე ფანტავს ლამაზ ოცნებას, სადაც მრავალჯერ მე მიფიქრია, სადაც მრავალჯერ დანგრეულა უბიწო კოშკი. . . . აქ მოფერებით ჰაერი სუნთქავს, აქ სიახლოვე ეულად რჩება, აქ ბევრი ფიქრი უსასრულოა, აქ ყოველივე უსახურია. . . ბნელ დიდ ოთახში ახლა მარტო ვარ! ბნელა და ცრემლები მარგალიტივით უღიმიან მოგონებებს, ბნელა და ცრემლები მისი ხელებივით ეალერსება მოწყენილ ღაწვებს, გაბუტულ ტუჩებს. . . მარგალიტები მოეხვია ყელზე სათუთად, მარგალიტები, სველია ისინი. . . ბნელ დიდ ოთახში თეთრი პერანგი მოჩანს ლანდივით, ირხევა, თრთის თუ ეშინია?! ნაცნობ სარეცელზე უკვე ის აღარ წევს. . . ნუთუ დამივიწყე?! ჩუმად, ფაქიზად გადმოვიღებ იმ ძველ სურათებს. . . ვათვალიერებ. . . სიბნელე არის. . . არ მოჩანს არსით სხივი ნათელი. . . . ბნელ, დიდ ოთახში ეულად დარჩენილი არვის მოველი იმ კაცის გარდა, რომელიც არ ჩანს, დააგვიანდა!. . დააგვიანდა!. . . კმარა უკვე ფიქრიც, კმარა, მის მაგივრად სიბნელე დამეუფლა!. . . ბნელა დიდ ოთახში. . . ბნელა, კვლავ მარტო ვარ. . .
______________

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1020 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
პარასკევი, 2024-04-19, 10:02 AM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024