♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 15 » მა...
8:23 PM
მა...

რამდენი ხანია, შენთან არ მისაუბრია,
თუმცა, არც არასდროს მისაუბრია.
უკვე ოცდაერთი წელია მა...
როგორ დავიღალე, იცი? არ იცი.
შენ ისიც კი არ იცი როგორ გგავარ.
დედა ამბობს, რომ ყველაფერში გგავარ,
სიცილში, ლაპარაკში, სიარულში, ძილშიც კი.
მა, დამიჯერებ რომ მახსოვხარ?
ჰო, მახსოვს სიბნელე
და შენი გაყინული ხელები.
მაშინ რა ვიცოდი...
შენ გახსოვარ, მა?
დედა ამბობს, ანგელოზები ყველაფერს ხედავენო.
როცა მენატრები,
როცა ძალიან მენატრები,
მათ არსებობასაც ვიჯერებ.
მა, არასდროს მოვსულვარ აქამდე შენთან,
არ გვისაუბრია, დღეს კი.
დღეს გაპატიე, მა.
გაპატიე უშენოდ გატარებული ყოველი წუთი,
გაპატიე, რომ გვერდში არ მყავდი და
არ მიცავდი, როცა მჭირდებოდი.
გაპატიე, რომ დედა ჩუმად ტიროდა ღამ-ღამობით.
გაპატიე, რომ არ მაკითხავდი ბაღში.
დღეს ბედნიერი ვარ, იცი როგორ მიყვარს?
საკუთარ თავზე მეტად.
იცი, რა კარგია?
სხვანაირია, მა...
სხვებს კი არ გავს, ერთნაირებს.
მა, უბრალოდ მინდოდა მეთქვა,
დღეს გაპატიე, რომ მოკვდი...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1072 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:14 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 53
სტუმარი: 53
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024