ლექსის წერას რა სჭირდება? კალამი და ფურცელი სამი ჭიქა შავი ღვინო ხინკლით სავსე მუცელი.
ერთი რბილი სავარძელი წინ ლამაზი ქუჩები, ხალიჩაზე დაწოლილი ქერა ქალის ტუჩები.
არ მჭირდება სხვა მუზა მხოლოდ სუფთა ფიქრები მერე ნახეთ სუყველამ რა პოეტიც ვიქნები.
*****
როდესაც ვრჩები ჩემს თავთან მარტო ღამით თავთან დავიდებ ფურცელს და კალამს რომ ჩავფიქრდები სულ ერთი წამიტ სხვა საფიქრელი შენს მეტი რა მაქ თითქოს იახტით შევდივარ ზღვაში და შუა ზგვაში ჩავუშვებ ღუზას რაღაც აზრები მომივლის თავში რომელსაც ქვია ლექსების მუზა მეკითხებიან ვისზე ცერ ლექსებს ვის მიუძღვენი ლექსების გუდა მე სიყვარულის დავიცავ წესებს რომ საიდუმლოს შენახვა უნდა მე რასაც ვფიქრობ ლექსად გადმოგცემ გულუბრყვილობა მხოლოდ ლექსშია და იმის საბაბს ერთხელ არ მოგცემ იფიქრო ის რომ მე ვარ მესია ეს ყველაფერი თავისით მოდის თვიტონ არ ვიცი ან სად ან როდის კალამი ხაზებს ტვიტონ მიჰყვება და ამ სიმართლეს ლექსად გიყვება
შენ არ გეგონოს ამას ვიგონებ ვიცი რომ ეს გავს მხოლოდ სტრიქონებს მაგრამ იცოდე ეს ის ლანდია რასაც ვფიქრობ და რაც მაბადია ვერ გეტყვი ამდენს პირადად ვიცი გამბედაობა არ მყოფნის თითქოს აქვე მინდა რომ დაგიდო ფიცი რომ არ მოგაკლებ ალერსს და სითბოს არ ვიცი ამდენს რა მაწერინებს თითქოს ვუგზავნი ვინმეს წერილებს კალამს ატოკებს გრძნობა ფარული რომელსაც ქვია ბრმა სიყვარული
*******
ისევ ის მუსიკა... იმ მელოდიით სავსეა სმენა გულის კუნჭულში, როგორც იმ ღამეს- ისე გრძელდება თითქოს ყოველი წამი ცხოვრების, ორივე მხარეს...
მაგრამ თავისთვის, სხვადასხვა გზებზე, პარალელური ქუჩების გასწვრივ, მხოლოდ პატარა გზაჯვარედინთან, ერთმანეთს მზერას მალულად ვაწვდით...
თითქმის ჩურჩულით ნათქვამ სიტყვას, საყვირის ხმებით სავსე ქალაქში რიტმულად იგებ... და, იმ დროს, უკვე ღიმილმოფენილს ჩუმად ვიხსენებთ... დაგიმესიჯებ...
ისევ ის მუსიკა... გულის კუნჭულში... იმ მელოდიით სავსეა სმენა, ვიცი რომ ამ ზარს, როგორც არსდროს, ელი და მთელი არსებით ღელავ...
და შენი თვალები, ერთ დროს რომ ასე ძლიერ მიყვარდა... ხელისგულებზე მორცხვად დახრილი, წარმოსახვაში გამიმთლიანდა...
********
ვხედავ როგორ თრთის შენი ხელები და ღვთაბასთან ვხედავ მსგავსებას გიტარის სიმებს რომ ეფერები რატომ ვერ მამჩნევ, რა გემართება?
ათასჯერ კოცნი დამწვარ საწამლავს მინდა ერთმანეთს დაშორდეთ მალე თორემ მიყვარხარ, რა მეშველება მოკვდე და ვეღარ გიხილო ხვალე... (:
ანთებულ თვალებს აპარებ ჩემსკენ მაგ მზერით მიწვავ სულსა და სხეულს, ხომ შეიძლება ცხოვრების გზებზე გვერძე დამიდგე მოარულს ეულს...
მინდა სიტყვებით მოგიყვე რამე და ვერა ვპოვებ შესაფერ სიტყვას თუ რამ გვითქვია ოცნებით ღამე დღეს ყველაფერი გიტარით ითქვას..
*******
დედა დედა! არასდროს არ დაგივიწყებთ ჩვენ შენ შვილებზე გაწეულ ამაგს! დედა,ათასა წელა არ დაგიტირებთ და არასოდეს შეგკადრებთ ღალატს! ამ ქვეყნად დედას ყველას ჰყავს ერთი, სათაყვანები, ვითარცა ღმერთი! დედა ცხოვრების საწინდარია, როცა მასთან, ხარ მუდამ დარია. ამ ქვეყნად გაჩნდეს ადამიანი და და არ უყვარდეს დედა მშობელი?! არ დააფასოს თვალნი მზიანნი?! მას ხომ აღუდგეს კაცი ყოველი?! როგორც ცხოვრების არ მწამს უღმერთოდ, წუთსაც ვერ გავძლებ დედა უშენოდ! შენა ხარ ჩემი ცხოვრების აზრი, მე ხომ მაქვს შენი უზომო ხათრი! დედაა მხოლოდ მუდამ ერთგული და თუ გინდ ტყუოდე მაინც დაგიცავს. მას სიყვარულით სავსე აქვს გული და არასოდეს ის არ გაგწირავს!
********
თუ კი ეულად იგძენი თავი თუ გულში ისევ გაივლე სევდა გახსოვდეს ქვეყნად რომ არის ქალი შენ რომ უყვარხარ ყველაზე მეტად. თუ დაუბერა სამხრეთის ქარმა თუ იალქნები დაგიცვდა ზღავში არ დაივიწყო რომ ერთმა ქალმა შენ არასოდეს გაგცვალა სხვაში. თუ ბედისწერას მიაყრი ფარხმალს იღბალს ტყუილით აუხვევ თვალებს ქალი არასდროს გატეხავს მარხვას ქალი ყოველთვის დაგინთებს სანთელს. თუ მიგატოვა ერთგულმა მუზამ თუ საბოლოოდ დაკარგავ იმედს ის გაიხსენე ის ვისი სუნთქვაც ისევ ჰაერით აგივსებს ფლიტვებს მაშინ დაგტოვებს ყოველი სევდა მაშინ ჩაცხრება სამხრეთის ქარი და შენც მიხვდები მაღალმა ღმერთმა შენთვის რომ შექმნა ის ერთი ქალი..
*******
გადამავიწყე... რამე იღონე... დაბმული მგელი სანამ აიწყვეტს. საცა გსურს წადი, გამშორდი... ოღონდ... მე შენი თავი გადამავიწყე...
შენი გრიგალი კვლავ მაბარბაცებს, კლდეებში მიმსხვრევს ნეკნებს, ლავიწებს... ღმერთმა გიშველოს, წადი, ოღონდაც ეგ სიყვარული გადამავიწყე...
არ ვიცი, მერე დაცლილი გულით თუღა გაცურავს ჩემი ნავი წყლებს... და მაინც წადი... წადი... ოღონდაც მე შენი თავი გადამავიწყე.
*********
როდესაც ლოყა შეეხო ლოყას ტუჩის კუთხეში ჩაკვდა ალერსი იმ პირველ კოცნას ცრემლი ჩამოყვა ცრემლი ყველაზე უძვირფასესი
ახლა მე შენი წარსული მქვია ეხო ლოყას არ დაბრუნდდები თუნდაც ვკვდებოდე როდის ყოფილა ნასროლი ტყვია კვლავ თოფის ლულას უბრუნდებოდეს?!
|