♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 4 » ლეგენდა სიყვარულზე
9:57 PM
ლეგენდა სიყვარულზე

რომ გააღვიძოთ საშუალოსტატისტიკური რუსი შუაღამით და შეეკითხოთ, ვინ არის პოლინა ვიარდო, - დაუფიქრებლად გიპასუხებთ: როგორ თუ ვინ არის? ქალი, რომელიც 40 წელი უყვარდა ტურგენევს!

და პრაქტიკულად არავის გაახსენდება, რომ "ტურგენევისეული ქალიშვილების� აღწერილობაში ძალიან ცოტაა პოლინა.

თუ გსურთ მისი შინაგანი სამყარო შეისწავლოთ მხატვრული ლიტერატურის მიხედვით, მიმართეთ სულ სხვა ავტორის რომანს - ჟორჟ სანდის ლეგენდარულ "კონსუელოს�. მთავარი გმირის წინასახეს სწორედაც რომ ის - მიშელ პოლინა ფერნანდა გარსია-ვიარდო წარმოადგენდა, საოპერო სცენის ვარსკვლავი, საოცრად მრავალმხრივი ნიჭის მქონე ქალი.

იგი იყო არც თუ ისე მაღალი, ოდნავ მოხრილი, მეტყველი შავი თვალები და დიდი პირი ჰქონდა.

იმდენად ულამაზო იყო რომ ჰაინე მის გარეგნობას ეგზოტიკურ და საშინელ პეიზაჟს ადარებდა. წარმოუდგენლად მოგეჩვენებოდათ, რომ ამ შავტუხა ბაყაყუნას შეუძლია ასეთი ბრწყინვა და გულების დაპყრობა. მაგრამ საკმარისი იყო პოლინა სცენაზე გამოსულიყო, იგი თითქოს იხსნიდა მსხვილ ჯავშანს, რომელშიც ნაზ და ფაქიზ სულს მალავდა, - და განცვიფრებული პუბლიკა კენჭის ნაცვლად მარგალიტს ხედავდა. მუქი თვალები უბრწყინავდა, სახე უცისკროვნდებოდა შინაგანი სინათლით. ხმა კი... ხმა ისეთი ჰქონდა, რომ თვით ვარვარა ტურგენევაც კი, მწერლის დედა, რომელიც გულწრფელად ვერ იტანდა ვიარდოს, აღიარებდა:- ,,რა საოცარი ხმით მღერის ეს ბოშა!�

სინამდვილეში პოლინა ვიარდო ბოშა არ იყო, არამედ იგი ესპანელი გახლდათ. მან მიიღო საფუძვლიანი მუსიკალური განათლება - ვოკალში მშობლები წვრთნიდნენ, ცნობილი მომღერლები, ფორტეპიანოზე დაკვრაში - თვით ფერენც ლისტი. პოლინა გამოდიოდა თექვსმეტი წლიდან, უფროსი დის, რომელიც ასევე მომღერალი იყო, ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ. მაგრამ ნამდვილი დებიუტი შედგა ცოტა მოგვიანებით, ორი წლის შემდეგ. იმ დროს ახალბედა მსახიობმა შეასრულა დეზდემონას პარტია იტალიური ოპერის სცენაზე პარიზში.

იგი მეტისმეტად სათუთი იყო სცენის მყიფე სამყაროსთვის. ეს მგრძნობიარე გოგონა, რომელიც გასაოცრად აღიქვამდა გარესამყაროს, მუდმივ დაცვას საჭიროებდა, ჯავშანს, რომელიც მას ტკივილს ააცილებდა. ასეთი ჯავშანი მისთვის გახდა მისი ოჯახი - ჯერ მამა, შემდეგ კი -მეუღლე. სცენაზე ჯერ კიდევ ახლადგამოსული პოლინა ცოლად გაჰყვა პარიზში იტალიუირი ოპერის დირექტორს - ლუი ვიარდოს.

მეუღლე მასზე ოცდაერთი წლით უფროსი იყო, მაგრამ პოლინას მოსწონდა ეს - ლუის თავდაჯერებულება და ცხოვრებისეული გამოცდილება სწორედ ის საყრდენი იყო, რომელსაც იგი საჭიროებდა. მას წრფელად და გულმხურვალედ უყვარდა ქმარი, ხოლო ლუი, რაც დიდ იშვიათობას წარმოადგენდა არისტოკრატულ ოჯახებში, სრულიად ენდობოდა ცოლს. იგი აღფრთოვანებული იყო არა მხოლოდ მისი ხმით, არამედ ჭკუით, ტაქტით, ინტუიციით... მისი ფრთის ქვეშ პოლინას მრავალმხრივი ტალანტი როგორც ჯადოსნური ყვავილი გაიფურჩქნა.

აი მაშინ მათ ცხოვრებაში გამოჩნდა ივანე ტურგენევი - ახალგაზრდა რუსი აზნაური, სიგიჟემდე შეყვარებული პოლინაზე თუ მის ნიჭზე. პირველად მან იგი სცენაზე იხილა, როდესაც იტალიური ოპერა გასტროლებზე იმყოფებოდა პეტერბუტგში. იხილა და - დაიღუპა.

რამდენიმე კვირის შემდეგ მან მოახერხა ნადირობის დროს ლუი ვიარდოს გაცნობა, რომელმაც წარუდგინა კიდეც იგი თავის ცოლს და რეკომენდაცია გაუწია როგორც ჩინებულ მონადირესა და მდარე მელექსეს. მსგავსმა ატესტაციამ, რაღა თქმა უნდა, შესაფერისი შთაბეჭდილება ვერ მოახდინა მომღერალზე, რომელსაც დახვეწილი გემოვნება ჰქონდა და ადამიანებში ნიჭს აფასებდა, და არა უნარს ცხოვრების გაფლანგვისა.

ვინ იფიქრებდა, რომ ,,მონადირე და მდარე მელექსე� დიდი მწერალი გახდებოდა, თანაც მთელს ევროპაში ცნობილი? რომ იგი დაწერდა ლიბრეტოს პოლინა ვიარდოს რამდენიმე ოპერისთვის? რომ მის გამო პოლინა რუსულ ენას შეისწავლიდა და კამერულ კონცერტებში აუცილებლად ჩართავდა რუსულ რომანსებს?

ტურგენევის პორტრეტზე, რომელიც მისი ხელით არის დაწერილი, აღბეჭდილია სრულიადაც არა ის სახე, რომელიც სოლიდურ კლასიკოსს შეეფერებოდა. ამ პორტრეტზე სრულიად სხვა ტურგენევია წარმოდგენელი - ლამაზი მამაკაცი ვიწრო ნერვიული სახით, კეთილშობილური ნაკვთებითა და ანთებული თვალებით. ნუთუ შეეძლო სრულიად ახალგაზრდა ქალს - იგი მაშინ ოცდახუთისაც არ იყო - თავი შეეკავებინა მის წინაშე?

პოლინა ძალიან კეთილი იყო და ნამდვილად ადამიანური. როდესაც მან შეიტყო რომ ტურგენევის ქალიშვილს, რომელიც მისი ყმა გლეხი ქალით ახალგაზრდული გატაცების ნაყოფი იყო, ბებიის მხრიდან დამცირებების ატანა უხდებოდა, პოლინამ შესთავაზა გოგონა თავისთან წაეყვანა. მის ოჯახში პელაგეამ, რომელსაც პოლინა დაერქვა, იცხოვრა სრულწლოვანებამდე.

ხოლო ტურგენევი... ტურგენევი არც დაქორწინებულა, თუმცაღა ოცნებობდა საკუთარ სახლზე. ბევრჯერ მოხიბლულა იგი ახალგაზრდა გასათხოვარი ქალების მშვენიერებით, მაგრამ ყოველ ჯერზე გრძნობა უცივდებოდა მათ მიმართ, რადგან ვერ პოულობდა მათში იმ მისტიკური ცეცხლის კვალსაც კი, რომელიც ასე ხატავდა პოლინას... ის სასწაულებრივი ცეცხლი, რომელმაც მდარე ლექსების მთქმელი დიდ მწერლად აქცია.

პოლინა ოცდათექვსმეტი წლის იყო, როდესაც მისი ვნება მტანჯველ მეგობრობაში გადაიზარდა. ტურგენევი პარიზში ჩავიდა, მიაღწია მასთან შეხვედრას... ცხრა თვის შემდეგ პოლინამ ვაჟი შვა - პოლი. ვინ იყო ბავშვის მამა, იცოდა მხოლოდ მან. მაგრამ პოლინამ საყვარელი ბავშვზე გაცვალა. დედობრივმა გრძნობამ გადაფარა ყველა სხვა აზრი - მის გულში ტურგენევისთვის ადგილი აღარ დარჩა.

რამდენიმე წლის შემდეგ პოლინამ დატოვა ოპერის სცენა. მაგრამ ბევრი ჩამქრალი ვარსკვლავისაგან განსხვავებით იგი არ გამქრალა მთლიანად. მისთვის ეს მომწიფებული ცხოვრების დაწყება იყო - სავსე მუსიკის წერით, ვოკალის გაკვეთილებით, თანაც კამერულ კონცერტებს იგი კიდევ ოცი წლის განმავლობაში ატარებდა.

ტურგენევი კი... მოკლებული საყვარელ ქალთან ცხოვრების საშუალებას - იგი ჩავა მასთან მოსაკვდომად. იგი მომღერლის სახლში გარდაიცვალა, ხოლო მის ნეშტს სამშობლოში მიაცილებდა პოლინას ქალიშვილი - კლაუდია.

პოლინამ კიდევ ოცდაათი წელი იცოცხლა. თავის მამულში გარდაიცვალა, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების გარემოცვაში. გარდაიცვალა, თუმცა სამუდამოდ ცოცხლობს: მაგრამ უკვე როგორც ლეგენდა უცნაურ, ჯადოსნურ, თითქმის მოლანდების მსგავს სიყვარულზე.

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 1255 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:55 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 63
სტუმარი: 63
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024