♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 13 » ხვალ სპეკტაკლია
9:29 PM
ხვალ სპეკტაკლია

ხვალ სპეკტაკლია, ვითამაშებ ისევ დონ კიხოტს.
დილიდან ისევ უცხო კაცის ტყავში შევძვრები.
ეს ცხოვრებაც ხომ სპეკტაკლია უსათაურო.
ვინ ვის თამაშობს ვერც გაიგებ, ნურც შეეცდები.

ვინ ვის თამაშობს ვერც გაიგებ, ნურც შეეცდები,
რადგან რეჟისორს დაავიწყდა განაწილება.
გამნათებელი: მზე და მთვარე, რადისტი: არ გვყავს.
ანტრაქტი: ძილი, დილით ფარდა ისევ იღება.

მე ჩემს თეატრში კულისები დავანგრევინე.
რაც სცენაზე ჩანს მხოლოდ ის ვარ სხვა სახე არ მაქვს.
და პარტერიდან წამოსროლილ მე თქვენს რემარკებს.
ძაღლად არ ვაგდებ, თუმც ვინახავ და მოღმად დამაქვს.

მე ერთადერთი თეატრი ვარ სადაც არ უყვართ.
რადგან ეს ხმები, პარტერიდან სურვილს მიკლავენ.
მე ერთადერთი თეატრი ვარ სადაც სულ ბნელა.
და სცენის ბოლოს, გამოსვლებში ტაშს არ მიკრავენ.

სხვისი გრძნობებით მე ცხოვრება ღმერთმა მომკითხოს.
ხვალ გათენდება? ვითამაშებ ისევ დონ კიხოტს...

კატეგორია: ♥ლექსები სიყვარულზე♥ | ნანახია: 1126 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:57 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 11
სტუმარი: 11
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024