♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 4 » ქალური საიდუმლოებები
7:43 PM
ქალური საიდუმლოებები


1. ბრაზილიური ეპილაცია

რამოდენიმე წლის წინ როდესაც ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა გვინეტ პელტროუმ განაცხადა, რომ ბრაზილიური ეპილაცია მისი პორადი ცხოვრების ბედნიერების საწინდარია, ამ სახის ეპილაციამ საქვეყნოდ გაითქვა სახელი და დღეს დღეობით უმარავი ქალბატონი აქტიურად სარგებლობს ამ პროცედურით. ეს თქვენი ნებაა შეუერთდებით თუ არა ამ ქალბატონთა სიას, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში ამ პიკანტური საქმის შესახებ თქვენი რჩეულის ინფორმირება სასურევლი არ არის. მის თვალში ან სასაცილოდ გამოჩნდებით ან მაზოხიზმის მიმდევრად. უმჯობესია მან ძველებურად იფიქროს, რომ თქვენ იდეალური არსება ხართ ნებისმიერ რაკურსში.|

2. ინექციები

ამ პროცედურით სარგებლობენ არ ამხოლოდ საქვეყნოდ ცნობილი მსახიობები, მომღერლები და მოდელები, არამედ ჩვეულებრივი ქალბატონებიც. ინექციები მართლაც აქრობს ნაოჭებს და თქვენი სახის კანი ასაკთან ერთად უნაკლო და იდეალურ მდგომარეობაშია. თუმცა, ამის შესახებ თქვენი მეგობრების და პარტნიორის საქმის კურსში ჩაყენება არასასურველია. საერთოდ გახსოვდეთ: თქვენი სილამაზის საიდუმლოებებს ნურავის გაანდობთ.

3. დიეტა

თქვენს პარტნიორთან (განსაკუთრებით ახალშეძენილთან) თქვენი დიეტის შესახებ საუბარი არაეთიკურია, უფრო მეტიც ეს უგუნური საქციელია. მამაკაცების უმეტესობას არ მოსწონთ ისეთი ქალები, რომლებიც ცოტას მიირთმევენ და ბევრს საუბრობენ დიეტაზე. ამ თემას უმჯობესია საერთოდ თავი აარიდოთ. თუ თქვენი რჩეული სახლში უგემრიელესი ნამცხვრებით გეწვევათ, მათ მირთმევაზე უარი განაცხადეთ, ოღონდ შესაფერისი და დამაჯერებელი მიზეზი მოიფიქრეთ, უთხარით, რომ თქვენ ისედაც ტკბილი ქალი ბრძანდებით და გაუღიმეთ. თუ პაემანზე ხართ რესტორანში თამამად შეგიძლიათ შეუკვეთოთ სალათა, რომელიც გემრიელიც არის და არც ფიგურისთვისაა საზიანო.

4. სახის ნიღაბი

კვირაში ერთხელ სახის ნიღაბის გაკეთება სასარგებლო და აუცილებელი პროცედურაა, თქვენი სახის კანის სილამაზის შესანარჩუნებლად. თუმცა, არასოდეს გაიკეთოთ ნიღაბი ისეთ დროს როდესაც მარტო არ ხართ. არსებობს 10-15 წუთის ხანგრძლივობის ნიღბები, რომლებიც ადვილად მოსაცილებელია და თქვენი რჩეულის სახლში მოსვლის დროისთვის არა ჰელოვინის ფორმაში, არამედ გაბრწყინებული და გალამაზებული სახით დახვდებით.

5. მიკროსკოპის ქვეშ

დიახ! გარდატეხის ასაკის დასრულების მიუხედავად ისინი მაინც ბრუნდებიან � ფერისმჭამელა ან ცხიმგროვა. ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან დაბინძურებული გარემო და ჰორმონალური ცვლილებები უარყოფითად მოქმედებენ ჩვენს ორგანიზმზე. პანიკაში ნუ ჩავარდებით, ვინაიდან არსებობს მრავალი კრემი და გელი განკუთვნილი სპეციალურად მოზრდილი და პობლემური კანისთვის. არასოდეს ეცადოთ ცხიმგროვის ძალით მოშორებას, ვინაიდან, რაც უფრო მეტად გამოიყენებთ ძალას, ის მით უფრო ღრმად ჩავა კანში და საბოლოოდ სახეზე მუქი ლაქა დაგრჩბათ. უმჯობესია სპეციალურად მისთვის განკუთვნილი სამედიცინო კრემები გამოიყებოთ.

6. საქმიანი ქალი

ზოგი უძრავ ქონებაში აბანდებს თავის ფინანსებს, ზოგი კი საპატიო ფონდებში. თქვენც მოიხიბლეთ ბიზნესით და აქტიურად აბანდებთ ფინანებს თქვენს გარეგნობაში! საუკეთესო (ძვირფასი) კრემების შეძენისას თქვენ იმედი გაქვთ, რომ დივიდენდების სახით მიიღებთ აბსოლუტურად უნაოჭო და იდეალურ კანს. ასე გააგრძელეთ! ეს მართლაც მომგებიანი ბიზნესია, თუმცა, ნუ გაანდობთ თქვენს ბიზნეს-პროექტების გეგმებს ახლობლებს და განსაკუთრებით თქვენს რჩეულ მამაკაცს.

7. მანიკური და პედიკური

გასაგებია, რომ არაჩვეულებრივი ურთიერთობა გაქვთ თქვენს პარტნიორთან და გსურთ, რომ მაქსიმალურად გახსნილი იყოთ და არაფერს უმალავდეთ ერთმანეთს, თუმცა, პედიკურის და მანიკურის გაკეთება მისი თანდასწრებით სარისკო საქმეა. ეს პროცედურა მას საშინელებათა ფილმს გაახსენებს და მის მეხსიერებაში მაზოხისტის სტატუსს დაიმკვიდრებთ. სწორედ ამიტომ უმჯობესია ამ საქმით სალონში ან აბაზანაში დაკავდეთ.

8. ომი ცელულიტთან

ცელულიტის დამარცხებითვის სპეციალური მასაჯი ერთ-ერთ აფრიკულ ცეკვას მოგაგონებთ. ეს სანახაობა სუსტი ნერვების მქონე ადამიანებისათვის რეკომენდირებული არ არის. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მასაჯის გაკეთებაზე უარი უნდა თქვათ. თქვენი პარტნიორი, ისევე როგორც მამაკაცთა უმეტესობა ცელულიტს ვერ ამჩნევს თუ ძალით არ დაანახეთ. შესაბამისად ზედმეტი ინფორმაციით მას თავს ნუ შეაწყენთ. ცნობისთვის: ყავის და შოკოლადის მასაჟი სწრაფად და უპრობლემოდ მოგაცილებთ ცელულიტს.

9. ჩახვეული სიუჟეტი

წამწამების ასაპრეხი ინსტრუმენტი გენიალური Beauty გამოგონებაა, რომლის გარეშეც არც ერთი პროფესიონალი ვიზაჯისტი მუშაობას არ იწყებს. ამ ინსტრუმენტის გამოყენება იოლი და უვნებელი საქმეა. თუმცა, თუ თქვენი ოცნების მამაკაცთან იდეალური ურთიერთობა სადო-მაზოხისტური წესების საშუალებით არ შეგიქმნიათ ამ ინსტრუმენტის დანახვა მას შოკში ჩააგდებს. შეგიძლიათ დაარწმუნოთ, რომ ეს უმტკივნეულო და უვნებელია, თუმცა, როდესაც ის თვალს უახლოვდება ეს საშინელი სანახაობაა. ამ ინსტრუმენტის ნაცვლად შეგიძლიათ სპეციალურად წამწამების ასაპრეხი ტუში გამოიყენოთ, რომელიც გაცილებით უკეთესია სანახაობრივი თვალთაზრისითაც და შედეგითაც.

10. თმის ვარცხნილობა

პაემანის პერსპექტივა ძალზედ ბევრს მანდილოსანს უგუნური საქციელისაკენ უბიძგებს. ეს ძირითადად აისახება უზომოდ დიდი რაოდენობის კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებისას. ქალთა უმეტესობა პაემანის წინ დიდხანს ყოყმანობს შესაფერისი ვარცხნილობის შესარჩევად. ამისათვის არც თმის მუს, ლაკს და გელს არ იშურებენ. თუმცა, პარტნიორთან ახლო კონტაქტის შედეგად გაშეშებული და გაქვავებული თმები განვლილი საღამოს არაჩვეულებრივ შთაბეჭდილებებს წამებში აქარწყლებენ. ასეთი მტვრევადი და ხის ტოტის მსგვასი თმები ძლიერი სქესის ფსიქიკას და კანს საგრძნობლად ვნებს.

11. სრიალა გზა

აბაზანის მიღების შემდეგ არასოდეს წაისვათ ტანის ზეთი, რომელსაც სპეციფიური სურნელი და გემო აქვს. ეს შეიძლება თქვენი პარტნიორისთვის ერთ-ერთ ცუდ მოგონებად იქცეს. ზეთის ნაცვალდ შეგიძლიათ თქვენი საყვარელი სუნამოს ტანის პუდრა გამოიყენოთ, რომელიც კანს აბრეშუმის სინაზეს მისცემს და თქვენს პარტნიორს თავიდან ააცილებს არასასიამოვნო და სპეციფიურ გემოს.

12. ფიტნესი

ვარჯიშის დროს ნეისმიერი ადამიანის სახის გამომეტყველება გამოხატავს ტანჯვას, დაღლას და შეწუხებას. გაწითლებული, ნატანჯი სახე და გაოფლილი სხეული ნაკლებად სასიამოვნო სანახაობაა თქვენი რჩეულისათვის. სწორედ ამიტომ უმჯობესია ფიტნესით არა სახლში არამედ ფიტნეს დარბაზში დაკავდეთ. თუ თქვენი პარტნირის მოხიბვლა გსურთ თქვენი სხეულის ელასტიურობით ამაში დაგეხმარებათ იოგა, რომლის რამოდენიმე მოძრაობა საოცრად სექსუალურია.

13. სილამაზის ფასი

თქვენმა რჩეულმა მამაკაცმა იცის, რომ თქვენ თავად სრულყოფილება ხართ. თუმცა, რა ფასად გეძლევათ ეს `სრულყოფილება~ უმჯობესია მან არ იცოდეს. რატომ? იმიტომ, რომ როდესაც თქვენი პარტნიორი გაიგებს, რაოდენ დიდ ფინანსებს ახარჯავთ თქვენს გარეგნობას ის აუცილებლად უპირატესობას მიანიჭებს ბუნებრივ სილამაზეს.

14. ღიმილი მილიონ დოლარად

თქვენი პარტნიორი მოხიბლული და აღბრთოვანებულია, თქვენი თვალისმომჭრელი ღიმილით და თეთრი კბილებით. რა თქმა უნდა, ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან ასეთ ღიმილზე დახარჯული ფინანსებით თავისუფლად შეძლებდით Mikimoto-ს ფირმის მარგალიტის ყელსაბამის შეძენას. თუმცა, სტომატოლოგთან ხშირი ვიზიტების შესახებ უმჯობესია არავინ იცოდეს.

ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა იყოს ქალში რაღაც იდუმალი. . .

იყავით სრულყოფილები.. და გახსოვდეთ თუ ბუნება თქვენს მიმართ მაინც და მაინც არ აღმოჩნდა ხელგაშლილი ,ნურც თვენ იქნებით თქვენი თავის მიმართ �ეგოისტები�..
სილამაზე მსხვერლპს მოითხოვს...<< ეს ხოო ლამაზიი ქალების დევიზიიაა.. ქალების რომლებმაც თავიანთ თავს სილამაზე თვითონვეე უბოძეს ან თვიანთი სილაზის აღმოცენებას შეუდგნენ :)

კატეგორია: ♥რჩევები♥ | ნანახია: 1766 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
კვირა, 2024-12-22, 1:29 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 47
სტუმარი: 47
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024