♥♥♥♥♥♥
 
მთავარი » 2010 » თებერვალი » 8 » ქალის წონა პირდაპირ კავშირშია მამაკაცთან ურთიერთობის სტადიასთან
1:45 PM
ქალის წონა პირდაპირ კავშირშია მამაკაცთან ურთიერთობის სტადიასთან

ახლახან ჩატარებული გამოკვლევების მიხედვით: მამაკაცები არსებით გავლენას ახდენენ ქალის წონაზე. საქმე ისაა, რომ ქალის სხეულის მასა პირდაპირ კავშირშია მამაკაცთან მისი ურთიერთობის სტადიასთან.

გამოკვლევაში 3000 სხვადასხვა ასაკის ქალი მონაწილეობდა. გაირკვა, რომ ერთ მამაკაცთან რომანის პერიოდში ქალი 5 განსხვავებულ ფაზას გადის და თითოული ფაზა წონის მნიშვნელოვანი მერყეობით ხასიათდება.

I ფაზა – თაყვანისცემის პერიოდი. ამ დროს ქალი აქტიურად ხდება. მეცნიერები ამას სუფთა ფსიქოლოგიურ მომენტად თვლიან, ახალი ურთიერთობის დასაწყისში კაცობრიობის მშვენიერი ნახევარი ცდილობს, მომხიბვლელად გამოიყურებოდეს და უნაკლოდ გამოიყურებოდეს.

II ფაზა – სტაბილური ურთიერთობები, რომლებიც რამდენიმე წელი გრძელდება. სასწორის ისარი უყოყმანოდ მიიწევს ზედა ნიშნულისკენ. ქალს არ სჭიორდება, გამუდმებით ფორმის სენარჩუნებაზე ფიქრი საყვარელი ადამიანის ყურადღების მისაპყრობად – მოსაპოვებელი მოპოვებულია.

III ფაზა - ქორწილი, დანიშნულ დღემდე რაღაც დროის მანძილზე ქალი ისევ ხდება, როგორ ჩანს, განცდებისა და მოლოდინის გამო.

IV ფაზა - დედობა. მშობიარობის დროს და ხანდახან შემდეგაც ქალებს წონის აკრეფა ახასიათებთ ალბათ იმიტომ, რომ მთელი ყურადღება ახალ ადამიანზეა მიჯაჭვული და საკუთარ თავისთვის საერთოდ არ სცალია.

V ფაზა - "განახლება". ესაა პერიოდი, როცა ბავშვები იზრდებიან, და ქალს ისევ სურს საკუთარ გარეგნობას მიაქციოს ყურადღება, რომ საყვარელი ადამიანისთვის მიმზიდველი გახდეს.

შესაძლებელი გახდა წონის მერყეობის კილოგრამობით განსაზღვრაც:


1. "კანფეტურ-თაიგულური" პერიოდი – წონა 2,5 კგ-ით მცირდება.
2. სტაბილური ურთირთობა – ქალი იმატებს დაახლოებით 4,5 კგ-ს.
3. ქორწილის სამზადისი და ქორწილი – ქალი კარგავს დაახლოებით 3,6 კგ-ს.
4. ფეხმძიმობა, მშობიარობა, მშობიარობის შემდგომი პერიოდი – წონა საშუალოდ 7 კგ-ით იზრდება.
5. "განახლების” პერიოდი – წონა მცირდება 3 კგ-ით.

მეცნიერები დარწმუნებულნი არიან, რომ ქალის წონის ცვლაზე ურთიერთობის სხვადასხვა ფაზაში მშვენიერთა სქესის წარმომადგენელთა განსხვავებული ემოციები მოქმედებს. პირადი ცხოვრების ახალი ფურცელი, სოციალური ან ოჯახური სტატუსის შეცვლა ქალს აიძულებს გასუქდეს ან გახდეს...

კატეგორია: ♥სხვა და სხვა♥ | ნანახია: 992 | დაამატა: nika_wero | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
სახელი *:
Email *:
კოდი *:
ხუთშაბათი, 2024-12-26, 9:31 PM
მოგესალმები სტუმარი
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
შესვლის ფორმა
სექციის კატეგორიები
♥ლექსები სიყვარულზე♥ [2550]
♥ფილმები♥ [274]
♥ვიდეოები♥ [470]
♥პოეზია♥ [336]
♥ცნობილი მწერლები♥ [72]
♥მუსიკები♥ [50]
♥რა არის სიყვარული♥ [50]
♥სურათები♥ [155]
♥სხვა და სხვა♥ [883]
♥რჩევები♥ [111]
♥ისტორია♥ [394]
♥ცნობილი ადამიანები♥ [665]
♥ლიტერატურა♥ [110]
♥რელიგია♥ [95]
♥ნიკო გომელაური♥ [56]
♥LoVe TesT♥ [1]
♥ლამაზი გამონათქვამები♥ [15]
ძებნა
კალენდარი
«  თებერვალი 2010  »
ორსამოთხხუთპარშაბკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
ჩვენი გამოკითხვა
შეყვარებული ხარ?

საიტის მეგობრები
WwW.Traceurs.Ge
სტატისტიკა

სულ ონლაინში: 17
სტუმარი: 17
მომხმარებელი: 0

CReaTiNG By WeRo" 2024