ვარდისთანა ფაქიზია სული შენი, ამიტომაც გშვენის ფერი ვარდისა, სინაზე და სილამაზე უფლის ნებით, მზის სხივივით დაგყოლია აკვნიდან.
უცებ სიო მომეპარა ჩამჩურჩულა: - ქალი ყველა ნაზიაო, თქვა. სანამ არ გსურს ვნება დაეპატრონება, ვარდისფერი გაუქრებათ ბაგიდან.
ქალი, ქალი, ქალი - მარგალიტის თვალია, დიდების და უკვდავების წმინდა კელაპტარია, ღვთისმშობელი მარიამი - სალოცავი ხატია, ქალი - სამყაროს გვირგვინი, მზე და დედოფალია.
|